მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527141.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, ასეთი კოლონიები თეთრი ფერის იქნება.
Thus, these colonies will be white.
527142.
ბიოლოგია | თავი XX
პროცედურის ამ მომენტისთვის კლონირებული გვაქვს ადამიანის დნმ-ის ბევრი სხვადასხვა ფრაგმენტი, არა მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო ერთი მათგანი.
The procedure to this point will have cloned many dif-o ferent human DNA fragments, not just the one that interests us.
527143.
ბიოლოგია | თავი XX
განსაზღვრული გენის კლონირების საბოლოო და ყველაზე რთული ნაწილი არის ადამიანის დნმ-ის სხვადასხვა ნაწილის შემცველ ათასობით კოლონიებს შორის სწორედ ამ გენის შემცველი კოლონიის იდენტიფიცირება.
The final and most difficult part of cloning a particular gene is identifying a colony containing that gene among the many thousands of colonies carrying other pieces of human DNA.
527144.
ბიოლოგია | თავი XX
სამიზნე გენის მატარებელი კოლონიების იდენტიფიკაცია.
Identifying Clones Carrying a Gene of Interest.
527145.
ბიოლოგია | თავი XX
რეკომბინანტული პლაზმიდებიანი ყველა კოლონიის (თეთრი კოლონიები ზემოთ აღწერილ მეთოდში) სკრინინგისთვის სამიზნე გენის შემცველი უჯრედების კლონის აღმოსაჩენად, შეიძლება ვეძებოთ თვითონ გენი, ან მისი ცილოვანი პროდუქტი.
To screen all the colonies with recombinant plasmids (the white colonies in the above method) for a clone of cells containing a gene of interest, we can look either for the gene itself or for its protein product.
527146.
ბიოლოგია | თავი XX
პირველ მიდგომაში, რომელსაც აქ აღვწერთ, გენის დნმ-ის დეტექცია ხდება მისი უნარის საშუალებით, ფუძეთა შეწყვილების გზით დაუკავშირდეს ნუკლეინის მჟავის სხვა მოლეკულაზე მდებარე კომპლემენტარულ თანამიმდევრობას.
In the first approach, which we describe here, the DNA of the gene is detected by its ability to base-pair with a complementary sequence on another nucleic acid molecule.
527147.
ბიოლოგია | თავი XX
ამ პროცესს ნუკლეინის მჟავის ჰიბრიდიზაცია ეწოდება.
A process called nucleic acid hybridization.
527148.
ბიოლოგია | თავი XX
კომპლემენტარულ მოლეკულას, მოკლე ერთჯაჭვიან ნუკლეინის მჟავას, რომელიც შეიძლება იყოს რნმ ან დნმ, ნუკლეინის მჟავის ნიმუში ეწოდება.
The complementary molecule, a short, single-stranded nucleic acid that can be either RNA or DNA, is called a nucleic acid probe.
527149.
ბიოლოგია | თავი XX
თუ ვიცით სამიზნე გენის ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის ნაწილი მაინც, ჩვენ მისი კომპლემენტარული ნიმუშის დასინთეზება შეგვიძლია.
If we know at least part of the nucleotide sequence of the gene of interest, we can synthesize a probe complementary to it.
527150.
ბიოლოგია | თავი XX
შესაძლოა მის მიერ კოდირებული ცილის ცოდნიდან ან მონათესავე სახეობების გენომში მისი თანამიმდევრობიდან.
perhaps from knowing the protein it encodes or its sequence in the genome of a closely related species.
527151.
ბიოლოგია | თავი XX
ნიმუშის თითოეული მოლეკულა, რომელიც წყალბადურ ბმებს წარმოქმნის სპეციფიკურად სასურველი გენის კომპლემენტარულ ჯაჭვთან, რადიოაქტიური იზოტოპით ან ფლუორესცენტული ითაა მონიშნული, ისე, რომ მისი აღმოჩენა შესაძლებელი იქნება.
Each probe molecule, which will hydrogen-bond specifically to a complementary strand in the desired gene, is labeled with alla radioactive isotope or a fluorescent tag so we can track it.
527152.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია სურათ 20.4-ზე ყოველი თეთრი კოლონიიდან რამდენიმე უჯრედის გადატანა აგარის ახალ ფირფიტაზე ცალკეულ წერტილებზე, სადაც თითოეულ მათგანს საშუალება ექნება, ახალ კოლონიად გაიზარდოს.
For example, we could transfer a few cells from each white colony in Figure 20.4 to a spot on a new agar plate and allow each to grow into a new colony.
527153.
ბიოლოგია | თავი XX
სურათი 20.5 გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მთელი რიგი ასეთი ბაქტერიული კლონების ერთდროული სკრინინგი დნმ ნიმუშისადმი კოპლემენტარული დნმ-ის არსებობის აღმოსაჩენად.
Figure 20.5 shows how a number of such bacterial clones can be simultaneously screened for the presence of DNA complementary to a DNA probe.
527154.
ბიოლოგია | თავი XX
ამ მეთოდის უმნიშვნელოვანესი საფეხურია უჯრედული დნმ-ის დენატურაცია - მისი ორი ჯაჭვის დაცალკევება.
An essential step in this method is the denaturation of the cells' DNA-that is, the separation of its two strands.
527155.
ბიოლოგია | თავი XX
ცილის დენატურაციის მსგავსად, დნმ-ის დენატურაცია ადვილად ხორციელდება ქიმიური ნივთიერებების ან გაცხელების საშუალებით.
As with protein denaturation, DNA denaturation is routinely accomplished with chemicals or heat.
527156.
ბიოლოგია | თავი XX
ჩვენთვის საჭირო გენის მატარებელი კოლონიის ლოკალიზაციის დადგენის შემდეგ შეგვიძლია ამ კოლონიიდან რამდენიმე უჯრედი თხევად კულტურაში, დიდ ჭურჭელში გავზარდოთ.
Once we've identified the location of a colony carrying the desired gene, we can grow some cells from that colony in liquid culture in a large tank.
527157.
ბიოლოგია | თავი XX
შემდეგ ადვილად შეგვიძლია დიდი რაოდენობის გენის გამოყოფა.
Then easily isolate large amounts of the gene.
527158.
ბიოლოგია | თავი XX
ასევე შეგვიძლია კლონირებული გენის გამოყენება სხვა წყაროებიდან, მაგალითად, სხვა სახეობებიდან მიღებულ დნმ-ში მსგავსი ან იდენტური გენების იდენტიფიკაციის ნიმუშის სახით.
Also, we can use the cloned as a probe to identify similar or identical genes in DNA from other sources, such as DNA from other species.
527159.
ბიოლოგია | თავი XX
კლონირებული გენების შენახვა დნმ-ის ბიბლიოთეკებში.
Storing Cloned Genes in DNA Libraries.
527160.
ბიოლოგია | თავი XX
სურათ 20.4-ზე ასახული კლონირების პროცედურას, რომელიც ორგანიზმის მთელი გენომიდან მიღებული ფრაგმენტების ნარევით იწყება, „საფანტის” მიდგომა ეწოდება.
The cloning procedure in Figure 20.4, which starts with a mixture of fragments from the entire genome of an organism, is called a "shotgun" approach.