მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527221.
ბიოლოგია | თავი XX
ამ მეთოდით, ერთი ან მეტი დნმ-ის მოლეკულიდან ნებისმიერი სპეციფიკური სამიზნე სეგმენტის სწრაფი ამპლიფიკაციაა (მრავალჯერადი კოპირება) შესაძლებელი სინჯარაში.
In this technique, any specific target segment within one or many DNA molecules can be quickly amplified (copied many times) in a test tube.
527222.
ბიოლოგია | თავი XX
ავტომატიზებული PCR-ის საშუალებით, რამდენიმე საათში დნმ-ის სამიზნე სეგმენტის მილიარდობით ასლის მიღებაა შესაძლებელი.
With automation, PCR can make billions of copies of a target segment of DNA in a few hours.
527223.
ბიოლოგია | თავი XX
ეს საგრძნობლად განსხვავდება იმ დღეებისგან, რაც იმავე რაოდენობის ასლების მისაღებად დაგვჭირდებოდა, თუ სამიზნე გენის კლონის აღმოსაჩენად დნმ-ის ბიბლიოთეკის სკრინინგს ჩავატარებდით და შემდგომ მასპინძელ უჯრედში მოვახდენდით მის რეპლიკაციას.
Significantly faster than the days it would take to obtain the same number of copies by screening a DNA library for a clone with the desired gene and letting it replicate within host cells.
527224.
ბიოლოგია | თავი XX
PCR-ის პროცედურაში სამსაფეხურიანი ციკლი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს, რის შედეგადაც დნმ-ის იდენტური მოლეკულების პოპულაცია ექპონენციალურად იზრდება.
In the PCR procedure, a three-step cycle brings about a chain reaction that produces an exponentially growing population of identical DNA molecules.
527225.
ბიოლოგია | თავი XX
თითოეული ციკლის პროცესში, სარეაქციო ნარევი ცხელდება დნმ-ის ჯაჭვების დენატურაციის (დაცალკევების) მიზნით და შემდგომ ცივდება, რათა შესაძლებელი გახდეს სამიზნე თანამიმდევრობის საპირისპირო ჯაჭვების ორივე ბოლოზე განლაგებულ თანამიმდევრობებთან მათი კომპლემენტარული მოკლე, ერთჯაჭვიანი დნმ-ის პრაიმერების გამოწვა (წყალბადური ბმებით დაკავშირება).
During each cycle, the reaction mixture is heated to denature (separate) the DNA strands and then cooled to allow annealing (hydrogen bonding) of short, single-stranded DNA primers complementary to sequences on opposite strands at each end of the target sequence.
527226.
ბიოლოგია | თავი XX
და ბოლოს, სითბომდგრადი დნმ პოლიმერაზა ახდენს პრაიმერების გაგრძელებას 5’- 3' მიმართულებით.
Finally, a heat-stable DNA polymerase extends the primers in the 5'-3' direction.
527227.
ბიოლოგია | თავი XX
სტანდარტული დნმ პოლიმერაზა რომ გამოგვეყენებინა, ის დნმ-თან ერთად პირველ, გაცხელების საფეხურზე დენატურირდებოდა და ყოველი ციკლის შემდგომ საჭირო იქნებოდა მისი გამოცვლა.
If a stanclard DNA polymerase were used, the protein would be denatured along with the DNA during the first heating step and would have to be replaced after each cycle.
527228.
ბიოლოგია | თავი XX
PCR-ის ავტომატიზაციისთვის გადამწყვეტი უჩვეულო, სითბომდგრადი დნმ პოლიმერაზას აღმოჩენა იყო.
The key to automating PCR was the discovery of an unusual heat-stable DNA polymerase.
527229.
ბიოლოგია | თავი XX
ის პირველად ცხელ წყაროებში არსებული პროკარიოტებისაგან გამოიყო, რომელთაც ყოველი ციკლის დასაწყისში სიცხის გაძლება შეუძლიათ.
First isolated from prokaryotes living in hot springs, that could withstand the heat at the start of each cycle.
527230.
ბიოლოგია | თავი XX
PCR-ის სპეციფიკურობა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც მისი სიჩქარე.
Just as impressive as the speed of PCR is its specificity.
527231.
ბიოლოგია | თავი XX
საწყის მასალაში საკმარისია საჭირო დნმ-ის მხოლოდ უმცირესი რაოდენობის არსებობა და ეს დნმ ნაწილობრივ დეგრადირებულ მდგომარეობაშიც შეიძლება იყოს.
Only minute amounts of DNA need be present in the starting material, and this DNA can be in a partially degraded state.
527232.
ბიოლოგია | თავი XX
აღნიშნულ მაღალსპეციფიკურობას მეტწილად პრაიმერები განაპირობებენ, რომლებიც წყალბადური ბმებით მხოლოდ სამიზნე სეგმენტის საპირისპირო ბოლოებზე განლაგებულ თანამიმდევრობებს უკავშირდებიან.
The key to this high specificity is the primers, which hydrogen-bond only to sequences at opposite ends of the target segment.
527233.
ბიოლოგია | თავი XX
მესამე ციკლის ბოლოსთვის, მოლეკულების ერთი მეოთხედი სამიზნე სეგმენტის იდენტურია, მათი ორივე ჯაჭვის შესაბამისი სიგრძისაა.
By the end of the third cycle, one-fourth of the molecules are identical to the target segment, with both strands the appropriate length.
527234.
ბიოლოგია | თავი XX
ყოველი მომდევნო ციკლის შედეგად, სწორი სიგრძის სამიზნე სეგმენტის მოლეკულების რიცხვი ორმაგდება და მალე მრავალჯერ აღემატება რეაქციის ყველა სხვა დნმ მოლეკულებს.
With each successive cycle, the number of target segment molecules of the correct length doubles, soon greatly outnumbering all other DNA molecules in the reaction.
527235.
ბიოლოგია | თავი XX
მისი სიჩქარისა და სპეციფიკურობის მიუხედავად, PCR ამფლიპიკაცია ვერ შეცვლის უჯრედებში გენების კლონირებას იმ შემთხვევებში, როდესაც გენის დიდი რაოდენობით მიღებაა სასურველი.
Despite its speed and specificity, PCR amplification cannot substitute for gene cloning in cells when large amounts of gene are desired.
527236.
ბიოლოგია | თავი XX
PCR რეპლიკაციის პროცესში მომხდარი შემთხვევითი შეცდომები ამ მეთოდით მიღებული კარგი ასლების რაოდენობას ზღუდავს.
Occasional errors during PCR replication impose limits on the number of good copies that can be made by this method.
527237.
ბიოლოგია | თავი XX
თუმცა, სულ უფრო ინტენსიურად ხდება PCR-ის გამოყენება დნმ-ის სპეციფიკური ფრაგმენტის საკმარისი რაოდენობის მისაღებად, რათა კლონირება განხორციელდეს ვექტორში მისი უბრალოდ ჩართვის გზით.
Increasingly, however, PCR is used to make enough of a specific DNA fragment to clone it merely by inserting it into a vector.
527238.
ბიოლოგია | თავი XX
შეიმუშავეს რა 1986 წელს, PCR-მა უდიდესი გავლენა მოახდინა ბიოლოგიურ კვლევებსა და ბიოტექნოლოგიაში.
Devised in 1985, PCR has had a major impact on biological research and biotechnology.
527239.
ბიოლოგია | თავი XX
PCR-ის საშუალებით ამფლიპიცირებული იქნა წყაროთა ფართო სპექტრიდან მიღებული დნმ.
PCR has been used to amplify DNA from a wide variety of sources.
527240.
ბიოლოგია | თავი XX
40 000 წლის წინანდელი გაყინული მამონტიდან მიღებული უძველესი დნმ-ის ფრაგმენტები.
Fragments of ancient DNA from a 40,000-year-old frozen woolly mammoth.