მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527261.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, გელ-ელექტროფორეზი ხაზოვანი დნმ-ის მოლეკულების ნარევს დაყოფს ხაზებად, რომელთაგან თითოეული ერთი სიგრძის დნმ-ის მოლეკულებისგან შედგება.
Thus, gel electrophoresis separates a mixture of linear DNA molecules into bands, each consisting of DNA molecules of the same length.
527262.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზში, დნმ-ის მოლეკულაზე რესტრიქციილი ფერმენტების მოქმედების შედეგად წარმოქმნილი დნმ-ის ფრაგმენტების დაყოფა, სორტირება გელ-ელექტროფორეზის საშუალებით ხდება.
In restriction fragment analysis, the DNA fragments produced by restriction enzyme digestion of a DNA molecule are sorted by gel electrophoresis.
527263.
ბიოლოგია | თავი XX
როდესაც დნმ-ის გარკვეული მოლეკულიდან მიღებული რესტრიქციული ფრაგმენტების ნარევს ელექტროფორეზით დაყოფენ, საწყისი მოლეკულისა და გამოყენებული რესტრიქციილი ფერმენტისთვის დამახასიათებელი ხაზების სურათი მიიღება.
When the mixture of restriction fragments from a particular DNA molecule undergoes electrophoresis, it yields a band pattern characteristic of the starting molecule and the restriction enzyme used.
527264.
ბიოლოგია | თავი XX
ფაქტობრივად, ვირუსებისა და პლაზმიდების შედარებით მცირე დნმ-ის მოლეკულების იდენტიფიკაცია მხოლოდ მათი რესტრიქციული ფრაგმენტების სურათების მიხედვითაც არის შესაძლებელი.
In fact, the relatively small DNA molecules of viruses and plasmids can be identified simply by their restriction fragment patterns.
527265.
ბიოლოგია | თავი XX
უფრო დიდი დნმ მოლეკულები, როგორებიცაა ევკარიოტული ქრომოსომების დნმ, იმდენად ბევრ ფრაგმენტებს იძლევა, რომ ისინი ცალკეული ხაზების ნაცვლად გადღაბნილი ლაქების სახით ჩანს.
Larger DNA molecules, such as those of eukaryotic chromosomes, yield so many fragments that they appear as a smear, rather than as distinct bands.
527266.
ბიოლოგია | თავი XX
გელიდან დნმ-ის დაუზიანებლად აღდგენა შესაძლებელია; ამიტომ ეს პროცედურა ცალკეული ფრაგმენტების გასუფთავებული ნიმუშების მომზადების საშუალებასაც წარმოადგენს.
Because DNA can be recovered undamaged from gels, the procedure also provides a way to prepare pure samples of individual fragments.
527267.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზი ორი სხვადასხვა დნმ მოლეკულის, მაგალითად, გენის ორი ალელის შედარებისთვისაც გამოდგება.
Restriction fragment analysis is also useful for comparing two different DNA molecules-for example, two alleles of a gene.
527268.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფერმენტი ნუკლეოტიდების სპეციფიკურ თანამიმდევრობას ამოიცნობს და ერთი წყვილი ფუძის შეცვლაც კი შეაფერხებს მის მიერ განსაზღვრულ საიტზე მოლეკულის გაჭრას.
A restriction enzyme recognizes a specific sequence of nucleotides, and a change in even one base pair will prevent it from cutting at a particular site.
527269.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარად, თუ ალელებს შორის არსებული ნუკლეოტიდური სხვაობა რესტრიქციული ფერმენტის ამოცნობის თანამიმდევრობის შიგნით იქნება მოთავსებული, ამ ფერმენტის მოქმედების შედეგად თითოეული ალელიდან ფრაგმენტების განსხვავებული ნარევი წარმოიქმნება.
Thus, if the nucleotide differences between the alleles occur within a restriction enzyme recognition sequence, digestion with that enzyme will produce a different mixture of fragments from each allele.
527270.
ბიოლოგია | თავი XX
და თითოეული ნარევი გელ-ელექტროფორეზში ხაზების თავის საკუთარ სურათს მოგვცემს.
And each mixture will give its own band pattern in gel electrophoresis.
527271.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ნამგლისებრი უჯრედის დაავადება b-გლობინის გენის რესტრიქციის საიტის თანამიმდევრობაში განლაგებული ერთი ნუკლეოტიდის მუტაციით არის გამოწვეული.
For example, sickle-cell disease is caused by a mutation in a single nucleotide that is located within a restriction sequence in the B-globin gene.
527272.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც სურათ 20.9-ზეა ნაჩვენები, რესტრიქციული ფრაგმენტების ელექტროფორეზული ანალიზით შესაძლებელია b-გლობინის გენის ნორმალური და ნამგლისებრი უჯრედის ალელების გარჩევა.
As shown in Figure 20.9, restriction fragment analysis by electrophoresis can distinguish the normal and sickle-cell alleles of the B-globin gene.
527273.
ბიოლოგია | თავი XX
სურათ 20.9-ზე საწყის მასალას კლონირებული და გასუფთავებული b-გლობინის ალელების ნიმუშები წარმოადგენდნენ.
The starting materials in Figure 20.9 are samples of the cloned and purified B-globin alleles.
527274.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ დავუშვათ, გვინდა სამი ინდივიდის გენომური დნმ-ის ნიმუშების შედარება.
Suppose, however, we wanted to compare genomic DNA samples from three individuals.
527275.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანი, რომელიც ჰომოზიგოტურია ნორმალური b-გლობინის ალელის მიმართ.
A person homozygous for the normal B-globin allele.
527276.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანი ნამგლისებრი უჯრედის დაავადებით, რომელიც ჰომოზიგოტურია მუტანტური ალელისადმი.
A person with sicklecell disease, homozygous for the mutant allele.
527277.
ბიოლოგია | თავი XX
ჰეტეროზიგოტური ალელების მატარებელი.
A heterozygous carrier.
527278.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფერმენტით დამუშავებული გენომური დნმ-ის ელექტროფორეზი ძალიან ბევრ ხაზს მოგვცემს იმისთვის, რომ მათი ინდივიდუალურად გარჩევა მოხერხდეს.
Electrophoresis of genomic DNA digested with a restriction enzyme yields too many bands to distinguish them individually.
527279.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ მეთოდით, რომელსაც საუზერნ ბლოტინგი ეწოდება და რომელიც გელ-ელექტროფორეზისა და ნუკლეინის მჟავების ჰიბრიდიზაციის კომბინაციას წარმოადგენს, ჩვენ შეგვიძლია სწორედ იმ ხაზების დადგენა, რომლებიც b-გლობინის გენის ნაწილებს შეიცავენ.
But with a method called Southern blotting, which combines gel electrophoresis and nucleic acid hybridization, we can detect just those bands that include parts of the B-globin gene.
527280.
ბიოლოგია | თავი XX
პრინციპი იგივეა, რაც ბაქტერიული კლონების სკრინინგისას ნუკლეინის მჟავების ჰიბრიდიზაციაში.
The principle is the same as in nucleic acid hybridization for screening bacterial clones.