მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527281.
ბიოლოგია | თავი XX
ამ შემთხვევაში, ნიმუში რადიოაქტიური ერთჯაჭვიანი დნმ-ის მოლეკულაა, რომელიც ნამგლისებრი უჯრედის მუტანტური b-გლობინის გენის კომპლემენტარულია.
In this case, the probe is a radioactive single-stranded DNA molecule that is complementary to the B-globin gene.
527282.
ბიოლოგია | თავი XX
სურათი 20.10 ასახავს მთელ პროცედურას და გვიჩვენებს, როგორ შეიძლება მისი გამოყენება ზემოთ ნახსენები სამი ინდივიდისგან მიღებული დნმ-ის ნიმუშების შესადარებლად.
Figure 20.10 outlines the entire procedure and demonstrates how it can be used to compare DNA samples from the three individuals mentioned above.
527283.
ბიოლოგია | თავი XX
საუზერნ ბლოტინგი არა მხოლოდ განსაზღვრული თანამიმდევრობის არსებობას გამოავლენს დნმ-ის ნიმუშში, არამედ ამ თანამიმდევრობის შემცველი რესტრიქციული ფრაგმენტების ზომასაც.
Southern blotting reveals not only whether a particular sequence is present in a sample of DNA but also the size of the restriction fragments that contain the sequence.
527284.
ბიოლოგია | თავი XX
აღნიშნული მეთოდის მრავალ გამოყენებათაგან ერთ-ერთია გენეტიკურ დაავადებებთან ასოცირებული მუტანტური ალელების ჰეტეროზიგოტური მატარებლების გამოვლენა, როგორც ეს იყო ჩვენს b-გლობინის მაგალითში.
One of its many applications, as in our B-globin example, is to identify heterozygote carriers of mutant alleles associated with genetic diseases.
527285.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფრაგმენტების სიგრძის მიხედვით განსხვავებები, როგორც გენეტიკური მარკერები.
Restriction Fragment Length Differences as Genetic Markers.
527286.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზი მეტად ფასეული აღმოჩნდა, როდესაც ბიოლოგები არამაკოდირებელი დნმ-ით დაინტერესდნენ, რომელიც ცხოველური და მცენარეული გენომების უდიდეს ნაწილს შეადგენს.
Restriction fragment analysis proved invaluable when biologists turned their attention to noncoding DNA, which comprises most of the DNA of animal and plant genomes.
527287.
ბიოლოგია | თავი XX
როდესაც მკვლევრებმა სხვადასხვა ინდივიდისგან აღებულ არამაკოდირებელი დნმ-ის კლონირებულ სეგმენტებზე სურათ 20.8-ზე ნაჩვენები პროცედურა განახორციელეს, მეტად საინტერესო იყო აღმოჩენა, რომ მათი ხაზების სურათებში მრავალი სხვაობები არსებობს.
When researchers subjected cloned segments of noncoding DNA from different individuals to procedures like that shown in Figure 20.8, they were excited to discover many differences in band patterns.
527288.
ბიოლოგია | თავი XX
გენის სხვადასხვა ალელების მსგავსად, ჰომოლოგიურ ქრომოსომებზე განლაგებული არამაკოდირებელი დნმ-ის თანამიმდევრობებიც ავლენენ მცირე ნუკლეოტიდურ განსხვავებულობას.
Like different alleles of a gene, noncoding DNA sequences on homologous chromosomes may exhibit small nucleotide differences.
527289.
ბიოლოგია | თავი XX
ჰომოლოგიურ ქრომოსომებზე განლაგებულ რესტრიქციულ საიტებში არსებულ განსხვავებებს, რომლებიც რესტრიქციული ფრაგმენტების განსხვავებულ სურათებს იწვევს, რესტრიქციული ფრაგმენტების სიგრძის პოლიმორფიზმებს უწოდებენ.
Differences in the restriction sites on homologous chromosomes that result in different restriction fragment patterns are called restriction fragment length polymorphisms.
527290.
ბიოლოგია | თავი XX
RFLP ჭარბადაა მიმობნეული მთელ გენომში, მათ შორის ადამიანის გენომშიც.
RFLPs are scattered abundantly throughout genomes, including the human genome.
527291.
ბიოლოგია | თავი XX
არამაკოდირებელ დნმ-ში თანამიმდევრობის სხვაობის ეს ტიპი კონცეპტუალურად იგივეა, რაც განსხვავება მაკოდირებელ თანმიმდევრობაში.
This type of sequence difference in noncoding DNA is conceptually the same as a difference in coding sequence.
527292.
ბიოლოგია | თავი XX
როგორც ერთი წყვილი ფუძის სხვაობითაა შესაძლებელი ნამგლისებრი უჯრედის ალელის იდენტიფიკაცია, ანალოგიურად RFLP-მ შეიძლება გენეტიკური მარკერის როლი შეასრულოს გენომში განსაზღვრული მდებარეობისთვის (ლოკუსისთვის).
Analogous to the single base-pair difference that identifies the sickle-cell allele, a RFLP can serve as a genetic marker for a particular location (locus) in the genome.
527293.
ბიოლოგია | თავი XX
მოცემული RFLP პოპულაციაში მრავალი ვარიანტის სახით შეიძლება შეგვხვდეს.
A given RFLP may occur in numerous variants in a population.
527294.
ბიოლოგია | თავი XX
სიტყვა პოლიმორფიზმი ბერძნული „მრავალი ფორმიდან” მოდის
The word polymorphisms comes from the Greek for "many forms."
527295.
ბიოლოგია | თავი XX
RFLP-ს დეტექცია და ანალიზი საუზერნ ბლოტინგის საშუალებით ხდება, განსახილველი თანმიმდევრობის კომპლემენტარული ნიმუშის გამოყენებით.
RFLPs are detected and analyzed by Southern blotting, with the probe complementary to the sequence under consideration.
527296.
ბიოლოგია | თავი XX
სურათ 20.10-ზე მოყვანილი მაგალითი ისევე ადვილად შეიძლება ასახავდეს არამაკოდირებელ დნმ-ში RFLP-ის დეტექციას, როგორც ორი ალელის მაკოდირებელი თანმიმდევრობიდან ერთ-ერთის.
The example shown in Figure 20.10 could as easily represent the detection of a RFLP in noncoding DNA as one in the coding sequences of two alleles.
527297.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ ჰიბრიდიზაციის მაღალი მგრძნობელობის გამო, შესაძლებელია მთელი გენომის გამოყენება დნმ-ის საწყის მასალად.
Because of the sensitivity of DNA hybridization, the entire genome can be used as the DNA starting material.
527298.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის დნმ-ის ნიმუშებს ჩვეულებრივ სისხლის თეთრი უჯრედებიდან იღებენ.
Samples of human DNA are typically obtained from white blood cells.
527299.
ბიოლოგია | თავი XX
RFLP მარკერების გადაცემა მენდელის წესებით ხდება და ამიტომ მათ გენეტიკური მარკერის როლის შესრულება კავშირული რუკების შედგენისათვისაც შეუძლიათ.
Because RFLP markers are inherited in a Mendelian fashion, they can serve as genetic markers for making linkage maps.
527300.
ბიოლოგია | თავი XX
გენეტიკოსები იმავე დასაბუთებით სარგებლობენ, რაც სურათ 15.6-ზეა აღწერილი.
The geneticist uses the same reasoning illustrated in Figure 15.6.