მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527241.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ თითის ანაბეჭდებიდან თუ დანაშაულის ადგილიდან აღებული სისხლის, ქსოვილის ან სპერმის უმცირესი რაოდენობიდან.
DNA from fingerprints or from tiny amounts of blood, tissue, or semen found at crime scenes.
527242.
ბიოლოგია | თავი XX
ერთეული ემბრიონული უჯრედების დნმ გენეტიკური დარღვევების სწრაფი პრენატალური დიაგნოსტირებისთვის.
DNA from single embryonic cells for rapid prenatal diagnosis of genetic disorders.
527243.
ბიოლოგია | თავი XX
რთულად აღმოსაჩენი ვირუსებით, როგორიცაა მაგალითად HIV, ინფიცირებული უჯრედებიდან აღებული ვირუსული გენების დნმ.
DNA of viral genes from cells infected with viruses that are difficult to detect, such as HIV.
527244.
ბიოლოგია | თავი XX
PCR-ის გამოყენებას ჩვენ მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით.
We'll return to applications of PCR later in the chapter.
527245.
ბიოლოგია | თავი XX
რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზი აღმოაჩენს დნმ-ის განსხვავებებს, რომლებიც რესტრიქციის საიტებზე მოქმედებენ.
Restriction fragment analysis detects DNA differences that affect restriction sites.
527246.
ბიოლოგია | თავი XX
იდენტური დნმ-ის სეგმენტების დიდი რაოდენობების ჰომოგენურად მომზადებისთვის საჭირო ტექნიკის ხელმისაწვდომობის შემდეგ, უკვე შეგვიძლია სპეციფიკურ გენებთან და მათ ფუნქციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო საკითხავს შევეჭიდოთ.
With techniques available for making homogeneous preparations of large numbers of identical DNA segments, we can begin to tackle interesting questions about specific genes and their functions.
527247.
ბიოლოგია | თავი XX
განსხვავდება თუ არა განსაზღვრული გენი სხვადასხვა პირში და არსებობს თუ არა მემკვიდრულ დარღვევებთან ასოცირებული გარკვეული ალელები?
Does a particular gene differ from person to person, and are there certain alleles associated with a hereditary disorder?
527248.
ბიოლოგია | თავი XX
სხეულის რა ნაწილში და როდის ხდება გენის ექსპრესია?
Where in the body and when is the gene expressed?
527249.
ბიოლოგია | თავი XX
გენომში სად მდებარეობს გენი?
Where is the gene located within the genome?
527250.
ბიოლოგია | თავი XX
დამოკიდებულია თუ არა გენის ექსპრესია სხვა გენების ექსპრესიაზე?
Is expression of the gene related to expression of other genes?
527251.
ბიოლოგია | თავი XX
ჩვენ შეგვიძლია ასევე ვიკითხოთ, განსხვავდება თუ არა გენი სახეობიდან სახეობამდე და დავიწყოთ მისი ევოლუციური ისტორიის გარკვევა.
We can also ask how the gene differs from species to species and begin to unravel its evolutionary history.
527252.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარ კითხვებზე საპასუხოდ, საჭიროა გენისა და სხვადასხვა ინდივიდებსა და სახეობებში მისი ასლების სრული ნუკლეოტიდური თანამიმდევრობის, ასევე მისი ექსპრესიის სურათის ცოდნა.
To answer such questions, we need to know the complete nucleotide sequence of the gene and its counterparts in various individuals and species, as well as its expression pattern.
527253.
ბიოლოგია | თავი XX
სწორედ ამ საკითხებს ეხება თავის შემდგომი ორი ნაწილი.
These topics are covered in the next two sections.
527254.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ნაწილში კი ჩვენ უფრო არაპირდაპირ მიდგომას განვიხილავთ, რომელსაც რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზი ეწოდება და რომლის საშუალებითაც დნმ-ის მოლეკულების ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობებში არსებული გარკვეული განსხვავებების დეტექციაა შესაძლებელი.
In this section, we discuss a more indirect approach, called restriction fragment analysis, that detects certain differences in the nucleotide sequences of DNA molecules.
527255.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტიპის ანალიზს დნმ-ის თანამიმდევრობის შესახებ შედარებითი ინფორმაციის სწრაფად მოწოდება შეუძლია.
This type of analysis can rapidly provide useful comparative information about DNA sequences.
527256.
ბიოლოგია | თავი XX
გელ-ელექტროფორეზი და საუზერნ ბლოტინგი.
Gel Electrophoresis and Southern Blotting.
527257.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის მოლეკულების შესწავლის მრავალ მიდგომაში გელ-ელექტროფორეზს იყენებენ.
Many approaches for studying DNA molecules make use of gel electrophoresis.
527258.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტექნიკაში ხდება გელის, როგორც მოლეკულური საცერის გამოყენება ნუკლეინის მჟავებისა და ცილების დასაყოფად ზომის, ელექტრული მუხტისა და სხვა ფიზიკური თვისებების საფუძველზე.
This technique uses a gel as a molecular sieve to separate nucleic acids or proteins on the basis of size, electrical charge, and other physical properties.
527259.
ბიოლოგია | თავი XX
რადგანაც ნუკლეინის მჟავის მოლეკულები ფოსფატურ ჯგუფებზე უარყოფითი მუხტის მატარებლები არიან, ელექტრულ ველში ისინი ყველანი დადებითი ელექტროდისკენ მიემართებიან.
Because nucleic acid molecules carry negative charges on their phosphate groups, they all travel toward the positive electrode in an electric field.
527260.
ბიოლოგია | თავი XX
პოლიმერული ბოჭკოების სიხშირეში გადაადგილება გრძელ მოლეკულებს უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე მოკლეებს და ამიტომ მათი დაყოფა სიგრძის მიხედვით ხდება.
As they move, the thicket of polymer fibers impedes longer molecules more than it does shorter ones, separating them by length.