მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527981.
ბიოლოგია | თავი XXI
საოცარია, რომ დროზოფილას პატერნის ფორმირების კვლევის დროს გამოვლენილი მოლეკულების და მექანიზმების უმრავლესობას გააჩნია ორეულები მთელ ცხოველთა სამყაროში.
Amazingly, many of the molecules and mechanisms revealed by research on fly pattern formation have turned out to have close counterparts throughout the animal kingdom.
527982.
ბიოლოგია | თავი XXI
ჰომეოტური გენები და მათი პროდუქტები აშკარად ავლენენ ასეთ მსგავსებებს.
The homeotic genes and their products exhibit these similarities in a most striking way.
527983.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ საკითხს ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით, როდესაც განვიხილავთ განვითარების ევოლუციას.
We will return to this point later in the chapter when we consider the evolution of development.
527984.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედული სიგნალის მნიშვნელობა.
The Role of Cell Signaling.
527985.
ბიოლოგია | თავი XXI
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის განვითარება მოითხოვს უჯრედებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის არსებობას.
The development of a multicellular organism requires close communication between cells.
527986.
ბიოლოგია | თავი XXI
და მართლაც, დროზოფილას კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, მოლეკულები, წარმოქმნილი მეზობელ მკვებავ უჯრედებში, იწვევენ ბიკოიდური მრნმ-ის ლოკალიზებას კვერცხის ერთ კონკრეტულ ბოლოში, და ამით ხელს უწყობენ მომავალი ემბრიონის ანტერიორული ნაწილის განსაზღვრას.
Indeed, even before fertilization in Drosophila, molecules made in neighboring nurse cells cause localization of bicoid mRNA at one end of the egg, thus helping to establish the anterior end of the future embryo.
527987.
ბიოლოგია | თავი XXI
როდესაც ემბრიონი მრავალუჯრედიანი გახდება, და თითოეულ უჯრედს ექნება მემბრანებით გარშემორტყმული ბირთვი და ციტოპლაზმა, ძალზე დიდ მნიშვნელობას იძენს ინდუქციური სიგნალები ემბრიონალურ უჯრედებს შორის.
Once the embryo is truly multicellular, with membranes enclosing each individual nucleus and accompanying cytoplasm, inductive signaling among the embryo's own cells becomes increasingly important.
527988.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ჩვენ უკვე ვნახეთ, უჯრედებს შორის განსხვავებები წარმოიქმნება ტრანსკრიფციული რეგულირების საფუძველზე – სპეციფიკური გენების ჩართვა-გამორთვით.
As we've seen, the ultimate basis for the differences between cells is transcriptional regulation-the turning on and off of specific genes.
527989.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს არის ინდუქცია, სიგნალების გადაცემა უჯრედების ერთი ჯგუფიდან მეზობელ ჯგუფებზე, რის შედეგადაც ხდება დიფერენცირება.
It is induction, signaling from one group of cells to an adjacent group, that brings about differentiation.
527990.
ბიოლოგია | თავი XXI
ზოგიერთ შემთხვევაში, სიგნალის გამცემი უჯრედი იწვევს გარკვეული უჯრედის დაპროგრამებულ სიკვდილს.
In some cases, cell signaling also leads to the programmed death of specific cells.
527991.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ მოვლენას აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემბრიონის ნორმალური განვითარებისათვის.
A phenomenon that is also crucial to normal embryonic development.
527992.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდა C. elegans აღმოჩნდა ძალიან კარგი სამოდელო ორგანიზმი უჯრედული სიგნალების როლის, ინდუქციისა და დაპროგრამებული უჯრედების სიკვდილის კვლევისას.
The nematode C. elegans has proved to be a very useful model organism for investigating the roles of cell signaling, induction, and programmed cell death in development.
527993.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა იციან ზრდასრული ნემატოდას სხეულის ყოველი უჯრედის წინაპარი, ორგანიზმის მთლიანი უჯრედული გენეალოგია.
Researchers know the entire ancestry of every cell in the body of an adult C. elegans, the organism's complete cell lineage.
527994.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილ იქნას უჯრედის გენეალოგიის დიაგრამის სახით, რომელიც აჩვენებს განვითარებადი ემბრიონის ყველა უჯრედის საბოლოო ბედს.
This information can be represented in a cell lineage diagram, somewhat like a pedigree, that shows the fates of all the cells in the developing embryo.
527995.
ბიოლოგია | თავი XXI
ვინაიდან ნემატოდას უჯრედების გენეალოგიური ხე ასეთი თვალსაჩინოა, მეცნიერებმა თავდაპირველად ივარაუდეს, რომ იგი შეიძლებოდა სასტარტო წერტილიდანვე ყოფილიყო დეტერმინირებული.
Because the lineage of each C. elegans cell is so reproducible, scientists at first thought that it must be determined from the start.
527996.
ბიოლოგია | თავი XXI
მათ ივარაუდეს, რომ ნემატოდას უჯრედების საბოლოო ბედის განსაზღვრაში ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას ციტოპლაზმური დეტერმინანტები წარმოადგენს.
Suggesting that cytoplasmic determinants are the most important means of establishing cell fate in nematodes.
527997.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ციტოპლაზმური დეტერმინანტები მართლაც ძალიან დიდ როლს თამაშობენ C. elegans-ის განვითარების საწყის სტადიებზე, გენეტიკური, ბიოქიმიური და ემბრიოლოგიური მიდგომების კომბინირებულმა გამოყენებამ გამოააშკარავა ინდუქციის მნიშვნელოვანი წვლილიც.
However, although cytoplasmic determinants do play a key role very early in C. elegans development, a combination of genetic, biochemical, and embryological approaches have revealed important contributions of inductive events as well.
527998.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას ოთხ-უჯრედიან ემბრიონალურ სტადიაზე, უჯრედული სიგნალები შვილობილ უჯრედებს მიუთითებს შესაბამის გზას.
As early as the four-cell stage in C. elegans, cell signaling helps direct daughter cells down the appropriate pathways.
527999.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, სურათზე 21.16ა ნაჩვენებია, რომ უჯრედი 4-ის სიგნალი ზემოქმედებს მე-3 უჯრედზე ისე, რომ მე-3 უჯრედის ერთ-ერთი შვილობილი უჯრედი აძლევს საწყისს ინტესტინალურ უჯრედებს.
For instance, as shown in Figure 21.16a, a signal from cell 4 acts on cell 3 so that one of the daughter cells of cell 3 eventually gives rise to the intestine.
528000.
ბიოლოგია | თავი XXI
სიგნალს წარმოადგენს უჯრედის ზედაპირის პროტეინი, რომელსაც აწარმოებს უჯრედი 4, რომელსაც ამოიცნობს და დააკავებს მე-3 უჯრედის ზედაპირის რეცეპტორის პროტეინი.
The signal is a cell-surface protein, made by cell 4, that can be recognized and bound by a cell-surface receptor protein on cell 3.