მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527961.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედის სასიგნალო მოლეკულებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ, როდესაც პლაზმის მემბრანები ყოფენ ემბრიონს ცალკეულ უჯრედულ სექციებად.
Cell-signaling molecules are critically important once plasma membranes have divided the embryo into separate cellular compartments.
527962.
ბიოლოგია | თავი XXI
ბიკოიდური გენის მსგავსი კვერცხის პოლარულობის გენები ერთად მუშაობენ და არეგულირებენ გეფ გენების ექსპრესიას, რომლებიც აკონტროლებენ დაწყვილების გენების ექსპრესიას, რომლებიც, თავის მხრივ, ააქტიურებენ კონკრეტული სეგმენტის პოლარულობის გენს ყოველი სეგმენტის სხვადასხვა ნაწილში.
Working together, the products of egg-polarity genes like bicoid regulate the regional expression of gap genes, which control the localized expression of pair-rule genes, which in turn activate specific segment polarity genes in different parts of each segment.
527963.
ბიოლოგია | თავი XXI
ამის შემდეგ სეგმენტების საზღვრები და ღერძები უკვე ჩამოყალიბებულია.
The boundaries and axes of the segments are now set.
527964.
ბიოლოგია | თავი XXI
გენების აქტივაციის იერარქიაში, პატერნის ფორმირებაზე პასუხისმგებელი შემდეგი გენები, რომლებიც ექსპრესირდებიან, განსაზღვრავენ ყოველი სეგმენტის ანატომიას ემბრიონის მთელი სიგრძის გასწვრივ.
In the hierarchy of gene activations responsible for pattern formation, the next genes to be expressed determine the specific anatomy of each segment along the length of the embryo.
527965.
ბიოლოგია | თავი XXI
სხეულის ნაწილების თავისებურებები.
Identity of Body Parts.
527966.
ბიოლოგია | თავი XXI
ნორმალურად განვითარებულ ბუზს ისეთი ორგანოები, როგორიცაა ფეხები, ფრთები და ანტენები უვითარდება შესაბამის სეგმენტზე.
In a normal fly, structures such as antennae, legs, and wings develop on the appropriate segments.
527967.
ბიოლოგია | თავი XXI
სეგმენტების ანატომიურ თავისებურებებზე პასუხისმგებელია მთავარი მარეგულირებელი გენები, რომელთაც ჰომეოტური გენები ჰქვიათ.
The anatomical identity of the segments is set by master regulatory genes called homeotic genes.
527968.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ის გენებია, რომლებიც ედუარდ ლიუისმა აღმოაჩინა.
These are the genes discovered by Edward Lewis.
527969.
ბიოლოგია | თავი XXI
მას შემდეგ, რაც სეგმენტაციის გენები სეგმენტებს განსაზღვრავს, ჰომეოტური გენები განსაზღვრავენ სხვა დამატებით სტრუქტურებს, რომლებიც მონაწილეობენ სეგმენტის ფორმირებაში.
Once the segmentation genes have staked out the fly's segments, homeotic genes specify the types of appendages and other structures that each segment will form.
527970.
ბიოლოგია | თავი XXI
ჰომეოტური გენების მუტაციებს შეუძლია გამოიწვიოს კონკრეტული სეგმენტის დამახასიათებელი დამატებითი სტრუქტურის განვითარება სულ სხვა სეგმენტზე, რაც ლიუისმა ნახა ბუზებზე.
Mutations in homeotic genes can cause an entire structure characteristic of a particular segment of the animal to arise in the wrong segment, as Lewis observed in flies.
527971.
ბიოლოგია | თავი XXI
კვერცხის პოლარულობის და სეგმენტაციის მრავალი გენის მსგავსად, ჰომეოტური გენები აკოდირებენ სპეციფიკურ ტრანსკრიფციულ ფაქტორებს.
Like many of the egg-polarity and segmentation genes, the homeotic genes encode specific transcription factors.
527972.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს მარეგულირებელი პროტეინები წარმოადგენენ გენების გამააქტიურებლებს, ან რეპრესორებს, და აკონტროლებენ იმ გენების ექსპრესიას, რომლებიც პასუხს აგებენ კონკრეტულ ანატომიურ სტრუქტურაზე.
These regulatory proteins are gene activators or repressors, controlling expression of genes responsible for particular anatomical structures.
527973.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ჰომეოტური პროტეინი, გამომუშავებული თავის გარკვეული სეგმენტის უჯრედში, განსაზღვრავს ანტენის განვითარებას.
For example, a homeotic protein made in the cells of a particular head segment specifies antenna development.
527974.
ბიოლოგია | თავი XXI
მისგან განსხვავებით, გულმკერდის კონკრეტულ სეგმენტში გააქტიურებული ჰომეოტიკური პროტეინი შერჩევითად ააქტიურებს იმ გენებს, რომლებიც იწვევენ ფეხების განვითარებას.
In contrast, a homeotic protein active in a certain thoracic segment selectively activates genes that bring about leg development.
527975.
ბიოლოგია | თავი XXI
გულმკერდის ჰომეოტური პროტეინი, რომელიც კოდირებულია მუტანტური გენის მიერ, იწვევს ამ პროტეინის ექსპრესიას აგრეთვე თავის სეგმენტში.
A mutant version of the gene encoding the thoracic homeotic protein causes the protein to be expressed also in the head segment.
527976.
ბიოლოგია | თავი XXI
აქ ის გადაფარავს ანტენის გენის გამააქტიურებელ ნორმალურ პროტეინს, დაარქმევს სეგმენტს „გულმკერდის სეგმენტს“ „თავის სეგმენტის“ ნაცვლად და ანტენის ადგილზე განავითარებს ფეხებს.
There it overrides the normal antennal gene-activating protein, labeling the segment as "thoracic" instead of "head" and causing legs to develop in place of antennae.
527977.
ბიოლოგია | თავი XXI
მეცნიერები ამჟამად ცდილობენ იმ გენების იდენტიფიცირებას, რომლებსაც ააქტიურებენ ჰომეოტური პროტეინები.
Scientists are now busy identifying the genes activated by the homeotic proteins-the genes specifying the proteins that actually build the fly structures.
527978.
ბიოლოგია | თავი XXI
ანუ იმ გენების, რომლებიც განსაზღვრავენ პროტეინებს და რომლებიც რეალურად მონაწილეობენ სტრუქტურების მშენებლობაში.
The following flowchart summarizes the cascade of gene activity in the Drosophila embryo.
527979.
ბიოლოგია | თავი XXI
ქვემოთ მოყვანილ სურათზე შეჯამებულია დროზოფილას ემბრიონის გენების აქტივაციის კასკადი: თუმცა გამარტივებულ სქემაზე მოცემულია გენთა მოქმედებების მკაცრი თანმიმდევრობა, რეალურად ეს უფრო რთული პროცესია.
Although this simplified summary suggests a strictly sequential series of gene actions, the reality is more complicated.
527980.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ყოველი მონაკვეთის გენები არა მხოლოდ ააქტიურებენ გენების შემდეგ მონაკვეთს, არამედ უმეტეს შემთხვევებში თავის ექსპრესიას არეგულირებენ.
For instance, the genes in each set not only activate the next set of genes but also maintain their own expression in most cases.