მოიძებნა 669200 ჩანაწერი
528001.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს ურთიერთქმედება აძლევს ბიძგს მე-3 უჯრედში განვითარებულ მოვლენებს, რის შედეგადაც უჯრედის ერთი ბოლო (პოსტერიორული ბოლო) მეორე ბოლოსაგან განსხვავებული ხდება.
This interaction triggers events inside cell 3 that result in one end of the cell (the posterior end) becoming different from the other.
528002.
ბიოლოგია | თავი XXI
როდესაც მე-3 უჯრედი დაიყოფა, პოსტერიორული შვილობილი უჯრედი განაგრძობს ინტესტინალური გარსის წარმოქმნას, მაშინ, როდესაც ანტერიორულ შვილობილ უჯრედს სხვა ბედი აქვს.
When cell 3 divides, the posterior daughter cell will go on to make the intestine, whereas the anterior daughter cell has a different fate.
528003.
ბიოლოგია | თავი XXI
თუ ექსპერიმენტის დროს ემბრიონის 4-უჯრედიან სტადიაზე მე-4 უჯრედს მოვაშორებთ, ინტესტინალური ქსოვილი აღარ წარმოიქმნება, მაგრამ, თუ იზოლირებული მე-3 და მე-4 უჯრედების რეკომბინაციას მოვახდენთ, ინტესტინალური გარსი ნორმალურად განვითარდება.
If cell 4 is experimentally removed early in the four-cell stage, no intestine forms, but if an isolated cell 3 and cell 4 are recombined, the intestine develops as normal.
528004.
ბიოლოგია | თავი XXI
ვულვა, პატარა ხვრელი, რომლის მეშვეობითაც ეს ჭია დებს კვერცხებს, აღმოცენდება ექვსი უჯრედიდან, რომლებიც მე-2 ლარვის სტადიაში წარმოდგენილია ლარვის ვენტრალურ ზედაპირზე.
The vulva, the tiny opening through which a worm lays its eggs, arises from six cells that are present on the ventral surface at the second larval stage.
528005.
ბიოლოგია | თავი XXI
ემბრიონის გონადის ერთი უჯრედი, ინიციატორი, აძლევს ბიძგს ინდუქციური სიგნალების კასკადს, რაც განსაზღვრავს ვულვის 6 წინამორბედი უჯრედის ბედს.
A single cell of the embryonic gonad, the anchor cell, initiates a cascade of inductive signals that establishes the fates of the six vulval precursor cells.
528006.
ბიოლოგია | თავი XXI
თუ ექსპერიმენტის დროს ლაზერული სხივით დაზიანდება ინიციატორი უჯრედი, ვულვა არ წარმოიქმნება, და მისი წინამორბედი უჯრედები გადაიქცევიან ჭიის ეპიდერმისის ნაწილად.
If an experimenter destroys the anchor cell with a laser beam, the vulva fails to form, and the precursor cells simply become part of the worm's epidermis.
528007.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ ორივე შემთხვევაში სასიგნალო მექანიზმები მე-11 თავში აღწერილი მექანიზმების მსგავსია.
The signaling mechanisms in both of these examples are similar to those discussed in Chapter 11.
528008.
ბიოლოგია | თავი XXI
სეკრეტირებული ზრდის ფაქტორები ან უჯრედის ზედაპირის პროტეინები ებმიან რეციპიენტ უჯრედს და ამით იწყება უჯრედშორისი სიგნალების ტრანსდუქცია (გადაცემა).
Secreted growth factors or cell-surface proteins bind to a receptor on the recipient cell, initiating intracellular signal transduction pathways.
528009.
ბიოლოგია | თავი XXI
ინდუცირებულ უჯრედში ეს აისახება ტრანსკრიფციულ რეგულირებაში და მადიფერენცირებელი გენის ექსპრესიაში.
Transcriptional regulation and differential gene expression in the induced cell are the usual results.
528010.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას, და აგრეთვე სხვა მრავალი ცხოველის განვითარების პროცესში, ინდუქციის ეს ორი მაგალითი შეიძლება გამოდგეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კონცეფციის საილუსტრაციოდ.
These two examples of induction during nematode development illustrate a number of important concepts that apply elsewhere in the development of C. elegans and many other animals.
528011.
ბიოლოგია | თავი XXI
განვითარებად ემბრიონში, თანმიმდევრული ინდუქციის შედეგად ყალიბდება ორგანოები.
In the developing embryo, sequential inductions drive the formation of organs.
528012.
ბიოლოგია | თავი XXI
მაინდუცირებელი ეფექტი შეიძლება იყოს დამოკიდებული მის კონცენტრაციაზე.
The effect of an inducer can depend on its concentration.
528013.
ბიოლოგია | თავი XXI
როგორც ჩვენ ეს ვნახეთ ციტოპლაზმური დეტერმინანტების მაგალითზე დროზოფილაში.
Just as we saw with cytoplasmic determinants in Drosophila
528014.
ბიოლოგია | თავი XXI
მაინდუცირებელი უჯრედები მოქმედებს ისეთივე სასიგნალო ტრანსდუქციული გზით, როგორც ეს ზრდასრულ უჯრედებში ხდება.
Inducers produce their effects via signal transduction pathways similar to those operating in adult cells.
528015.
ბიოლოგია | თავი XXI
ინდუცირებული უჯრედების პასუხს ხშირად წარმოადგენს გენების აქტივაცია (ან ინაქტივაცია) - ტრანსკრიფციული რეგულირება - რომელიც თავის მხრივ კონკრეტული ტიპის დიფერენცირებული უჯრედისთვის დამახასიათებელ გენის აქტივობის მოდელს ქმნის.
The induced cell's response is often the activation (or inactivation) of genes-transcriptional regulation-which in turn establishes the pattern of gene activity characteristic of a particular kind of differentiated cell.
528016.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი (აპოპტოზი).
Programmed Cell Death (Apoptosis).
528017.
ბიოლოგია | თავი XXI
უჯრედების დროული თვითმკვლელობა ზუსტად 131-ჯერ ხორციელდება ნემატოდას ნორმალური განვითარების მსვლელობაში.
The timely suicide of cells occurs exactly 131 times in the course of normal development.
528018.
ბიოლოგია | თავი XXI
აპოპტოზის დროს უჯრედი იჭმუხნება, ბირთვი პატარავდება და დნმ განიცდის ფრაგმენტაციას.
During apoptosis, a cell shrinks and becomes lobed (called "blebbing"), the nucleus condenses, and the DNA is fragmented.
528019.
ბიოლოგია | თავი XXI
მეზობელი უჯრედები სწრაფად და უკვალოდ შთანთქავენ და ინელებენ მემბრანით გარშემორტყმულ ნარჩენებს.
Neighboring cells quickly engulf and digest the membrane-bound remains, leaving no trace.
528020.
ბიოლოგია | თავი XXI
ნემატოდას გენეტიკური სკრინინგის (დეტალური გამოკვლევის) შედეგად გამოვლინდა ორი ძირითადი აპოპტოზის გენი Ced-3 და Ced-4, რომლებიც აკოდირებენ აპოპტოზისთვის მნიშვნელობის მქონე პროტეინებს.
Genetic screening of C. elegans has revealed two key apoptosis genes, ced-3 and ced-4 (ced stands for "cell death"), which encode proteins essential for apoptosis.