მოიძებნა 669200 ჩანაწერი
528061.
ბიოლოგია | თავი XXI
აღმოჩნდა, რომ ასეთი ახალი მცენარეების დიდი რაოდენობა ქიმერული იყო, ანუ გენეტიკურად სხვადასხვა უჯრედების მქონე ორგანიზმები.
Many of the new plants were chimeras, or-1 ganisms with a mixture of genetically different cells.
528062.
ბიოლოგია | თავი XXI
ზოგი მათგანი ყვავილის ისეთ მერისტემებს აწარმოებდა, რომელთა სამი შრე არ იყო წარმოშობილი ერთი და იმავე «მშობლისგან».
Some chimeras produced floral meristems in which the three cell layers did not all come from the same "parent."
528063.
ბიოლოგია | თავი XXI
იმის გარკვევა, თუ რომელი მშობლისგან ვითარდება მერისტემის ესა თუ ის შრე, შესაძლებელი გახდა სხვა გენეტიკური მახასიათებლების მონიტორინგით, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, სხვა დამოუკიდებელი მუტაციით განპირობებული ყვითელი ფოთლები.
The researchers identified the parental sources of the meristem layers by monitoring other genetic markers, such as an unrelated mutation causing yellow leaves.
528064.
ბიოლოგია | თავი XXI
შედეგად გაირკვა, რომ ყვავილის ორგანოების დიდი, ან ნორმალური რაოდენობა უმეტესად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის უჯრედებიდან არის წარმოშობილი L3 შრე, ველური ტიპის უჯრედებიდან თუ მუტანტური ტიპის უჯრედებიდან.
The results showed that whether the number of floral organs was normal or abnormally high depended on whether the L3 layer arose from wild-type or mutant cells.
528065.
ბიოლოგია | თავი XXI
L3 შრე ინდუცირებს L2 და L1 შრეების ფორმირებას და განსაზღვრავს ორგანოების რაოდენობას.
Thus, the L3 cell layer induces the overlying L2 and L1 layers to form a particular number of organs.
528066.
ბიოლოგია | თავი XXI
სასიგნალო მექანიზმი, რომელიც უჯრედებს შორის მიმდინარეობს, და რომელიც ინდუქციას უდევს საფუძვლად, ჯერ არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუმცა მის შესწავლაზე ამჟამად მუშაობენ.
The mechanism of cell-cell signaling leading to this induction is not yet known, but is currently under study.
528067.
ბიოლოგია | თავი XXI
ისეთი გენების გარდა, რომლებიც აკონტროლებენ ყვავილის ორგანოების რაოდენობას, არსებობს ორგანოების იდენტურობის (თავისებურების) მაკონტროლებელი გენები.
In contrast to genes controlling organ number in flowers are genes controlling organ identity.
528068.
ბიოლოგია | თავი XXI
ორგანოს იდენტურობის გენი განსაზღვრავს იმ სტრუქტურის ტიპს, რომელიც გაიზრდება მერისტემიდან, მაგალითად, განვითარდება ყვავილის მერისტემის გამონაზარდი გვირგვინის ფურცლად, თუ მტვრიანად?
An organ identity gene determines the type of structure that will grow from a meristem-for instance, whether a particular outgrowth from a floral meristem becomes a petal or a stamen.
528069.
ბიოლოგია | თავი XXI
ცოდნა, რომელიც გაგვაჩნია ასეთი ორგანოების იდენტურობის გენების შესახებ, მთლიანად მიღებულია Arabidopsis-ის ყვავილის განვითარების კვლევის საფუძველზე.
Most of what we know about such organ identity genes comes from research on flower development in Arabidopsis.
528070.
ბიოლოგია | თავი XXI
ორგანოების იდენტურობის გენები ცხოველების ჰომეოტური გენების ანალოგიურია და ხშირად მოიხსენიება, როგორც მცენარეული ჰომეოტური გენები.
Organ identity genes are analogous to homeotic genes in animals and are often referred to as plant homeotic genes.
528071.
ბიოლოგია | თავი XXI
ისევე, როგორც ხილის ბუზის ჰომეოტური გენის მუტაციას შეუძლია გამოიწვიოს ანტენის ნაცვლად ფეხის განვითარება, მცენარის იდენტურობის გენის მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბუტკოს განვითარება ჯამის ფოთოლაკის ადგილზე.
Just as a mutation in a fruit fly homeotic gene can cause legs to grow in place of antennae, a mutation in an organ identity gene can cause carpels to grow in place of sepals.
528072.
ბიოლოგია | თავი XXI
მუტანტი არანორმალური ყვავილების შეგროვებით და შესწავლით მკვლევრებმა შეძლეს ყვავილის ორგანოების იდენტურობის მრავალი გენის იდენტიფიცირება და კლონირება.
By collecting and studying mutants with abnormal flowers, researchers have been able to identify and clone a number of floral organ identity genes.
528073.
ბიოლოგია | თავი XXI
„ჰომეოტური“ მუტაციების მქონე მცენარეებს რომელიმე კონკრეტული ორგანო ან არ აქვთ, ან აქვთ ზედმეტი რაოდენობით.
In plants with a "homeotic" mutation, specific organs are missing or repeated.
528074.
ბიოლოგია | თავი XXI
ასეთი მუტანტური ფენოტიპები მოგვაგონებს დროზოფილას ბიკოიდური მუტაციით, ან სხვა პატერნის ფორმირების მუტაციებით გამოწვეულ ცვლილებებს.
Some of these mutant phenotypes are reminiscent of those caused by bicoid or other pattern formation mutations in Drosophila.
528075.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველების ჰომეოტური გენების მსგავსად, მცენარის ორგანოების იდენტურობის გენები აკოდირებენ ტრანსკრიფციულ ფაქტორებს, რომლებიც მართავენ სპეციფიკურ მიზნობრივ გენებს დნმ-ში მათ გამაძლიერებლებზე ზეგავლენის(ბმის) საშუალებით.
Like the homeotic genes of animals, the organ identity genes of plants encode transcription factors that regulate specific target genes by binding to their enhancers in the DNA.
528076.
ბიოლოგია | თავი XXI
თავში 35, თქვენ შეისწავლით გენების მიერ ორგანოთა განვითარების კონტროლის მოდელს.
In Chapter 35, you will learn about a current model of how these genes control organ development.
528077.
ბიოლოგია | თავი XXI
რა თქმა უნდა, მცენარის განვითარების მექანიზმები ძალიან ჰგავს იმ ორი ცხოველის განვითარების მექანიზმებს, რომლებიც ჩვენ ადრე განვიხილეთ.
Clearly, the developmental mechanisms used by plants are similar to those used by the two animal species we discussed earlier.
528078.
ბიოლოგია | თავი XXI
შემდეგ განყოფილებაში ჩვენ ვნახავთ, თუ რისი გარკვევა შეიძლება მრავალუჯრედიანი ორგანიზმების განვითარების სტრატეგიებისა და მოლეკულური მექანიზმების ერთმანეთთან შედარებით.
In the next section, we will see what can be learned from comparing developmental strategies and molecular mechanisms across all multicellular organisms.
528079.
ბიოლოგია | თავი XXI
შედარებითი კვლევის საშუალებით შესაძლებელია აიხსნას როგორ ყალიბდება მორფოლოგიური მრავალფეროვნება განვითარების ევოლუციის პროცესში.
Comparative studies help explain how the evolution of development leads to morphological diversity.
528080.
ბიოლოგია | თავი XXI
ევოლუციური განვითარების (როგორც მას ხშირად „ევო-დევო“-ს ეძახიან) ბიოლოგებმა, ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმის განვითარების პროცესები.
Biologists in the field of evolutionary developmental biology, or "evo-devo" as it is often called, compare developmental processes of different multicellular organisms.