მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52921.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ისინი უზენაესი სასამართლოს კუთვნილებაა და უდაოდ ხელს უწყობენ შენობის ერთიანი მხატვრულ-ესთეტიკური სახის შექმნას.
The canvases - the property of the Supreme Court - contribute to the creation of a single artistic and aesthetic image of the building.
52922.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
შთამბეჭდავია ოქროსფრად მოხატული ვესტიბიული, რომლის გვირგვინია მდიდრული ჭაღი.
The hall is painted in gold colour and crowned with a gorgeous lustre.
52923.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ვესტიბიულიდან ქათქათა კარით შედიხართ ასევე თეთრ დარბაზში, სადაც იმართება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები.
From the hall, passing through a white door, one enters the hall - also white - where the plenary sessions of the Supreme Court are held.
52924.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
პლენუმის დარბაზი ინტერიერის არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს რესპუბლიკაშიც.
By its architectural-artistic solution of the interior, the Plenary Hall is one of the best not only in Tbilisi but in the whole Republic as well.
52925.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
კედლების და ჭერის მოხატულობა ჰარმონიულად ერწყმის ორიგინალური დიზაინის ავეჯს.
The paintings of the walls and ceiling blend harmoniously with furniture of original design.
52926.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
გემოვნება, რომელიც, პირველ რიგში, დახვეწილ სისადავეში მჟღავნდება, მნახველს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს.
Taste – manifested primarily in refined simplicity - gives the viewer great aesthetic pleasure.
52927.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
პლენუმის სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმსაჯულების პრობლემების თაობაზე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებენ, თვალსაჩინო ადგილას მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა - დროშა და გერბი: თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი მახვილით კვეთს გველეშაპს.
In the Plenary Hall, where major decisions are taken on questions of justice, the state symbols are displayed in a conspicuous place: the Flag and the National Emblem - St. George on a white horse, killing the dragon with a spear.
52928.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ცალკე აღნიშვნის ღირსია პლენუმის დარბაზის ჭერის მოხატულობა, რომელიც გამოირჩევა უნაზეს ფერთა შერწყმით და ჰაეროვნების განცდით.
The painting of the ceiling of the Plenary Hall - distinguished for a blend of most delicate colours and a sensation of airiness - is worth special notice.
52929.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
დარბაზის მშვენებაა უნიკალური ჭაღი, რომლის ავტორია რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი ნოდარ ერგემლიძე.
The beauty of the hall is a unique lustre designed by Nodar Ergemlidze, Honoured Artist of the Republic.
52930.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მხატვრულ - ესთეტიკური თვალსაზრისით, განსხვავებულია უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის დარბაზი.
The Presidium Hall differs from the art-and-aesthetic point of view.
52931.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თუ პლენუმის დარბაზში სიმსუბუქე და ჰაეროვნება მეფობს, პრეზიდიუმის სხდომათა დარბაზში ოქროსფერი ჭარბობს და თავისი მდიდრულობით გამოირჩევა.
Whereas lightness and airiness rein in the Plenary Hall, golden colour prevails in the Presidium Session Hall, being distingnished for its brilliance.
52932.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მეექვსე სართულზე მუშაობენ ამ დიდებული შენობის მთავარი ბინადარნი — საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრები.
The principal incumbents of this magnificent building - Members of the Supreme Court of the Republic of Georgia - work on the fifth floor.
52933.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თითოეული მათგანი მუშაობს ნათელ, კომფორტულ კაბინეტში, რომლებიც ნაზი ცისფერითა და ოქროსფერით მოხატული მრგვალი ვესტიბიულიდან რამდენიმე სხივად შეჭრილი გრძელი დერეფნების გასწვრივაა განლაგებული.
They have light, comfortable studies situated along the corridors rediating from the round lobby painted in mellow blue and golden colours.
52934.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მართლმსაჯულების სასახლეში მათთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა განხორციელდეს „მართალი სამართლის“ იდეალი და სასამართლომ სრულყოფილად შესძლოს თავისი მაღალი ჰუმანური დანიშნულების — ადამიანის უფლებების — დაცვა.
All conditions are created for them so that the ideal of "True Justice" be implemented and the court be able to fulfil its high humane purpose - that of protecting human rights.
52935.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შენობის კიბეები.
The staircase of the building is worth special notice.
52936.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თავისი პარადულობით იგი ყოველთვის შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ახლა ნამდვილად სასახლისებურია მარმარილოს თეთრი ფილებით, მასიური მუქი ხის მოაჯირებით, გამოკვეთილი ორნამენტებითა და წითელი ხალიჩებით.
Always impressive with its splendour, it is really like one in a palace with its white marble slabs, massive wooden banisters, pronounced ornaments and red carpets.
52937.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ბროლის ბრები რიტმულად არის განლაგებული პირველიდან მეექვსე სართულამდე.
The cut-glass lamps are arranged rhythmically from ground to fifth floor.
52938.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
კიბე მთავრდება კესონური ჭერით, რომელშიც ოქროთი მოვარაყებული ვარდულებია ჩამჯდარი.
The staircase ends with a caisson ceiling with gilt rosettes.
52939.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
რა თქმა უნდა, შენობის ერთიანი მხატვრული სახის შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს ავეჯი.
The furniture obviously plays a major role in creating a single artistic image of the building.
52940.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
დარბაზების, მოსაცდელების, კაბინეტების, სხვადასხვა დანიშნულების ოთახების ავეჯი და მოწყობილობა ორგანულად ერწყმის ინტერიერს და სრულ კომფორტს უქმნის იქ მომუშავე ადამიანს.
The furniture and equipment of the halls, reception-rooms, studies, and other facilities blend organically with the interior, creating full comfort for the persons working there.