მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52941.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
შენობის საერთო ინტერიერზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს ისეთი აქსესუარის შესახებ, როგორიცაა დეკორატიული ფარდები.
When speaking of the general interior one cannot help mentioning such an accessory as the decorative curtains.
52942.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
უზენაესი სასამართლოს შენობის მრავალრიცხოვანი ფანჯრები სათანადოდ მოდელირებული ფარდებით „შემოსა“ ამ საქმის ცნობილი ოჯახური დინასტიის შთამომავალმა არჩილ წიქვაძემ.
The numerous windows of the Supreme Court building were furnished with specially fashioned curtains by Archil Tsikvadze, an offspring of a well-known family dynasty of the craft.
52943.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების მიხედვით, მატერიალური კულტურის ძეგლის ცნება გულისხმობს ყოველგვარ ობიექტს, რომელიც ინტერესს წარმოადგენს არქიტექტურული და ესთეტიკური თვალსაზრისით.
According to universally accepted international norms the concept of a monument of material culture implies any object that is of interest from the architectural and aesthetic points of view.
52944.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ეჭვგარეშეა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობა ზემოაღნიშნულ განსაზღვრას სავსებით შეესატყვისება.
The building of the Supreme Court doubtless meets this definition fully.
52945.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სწორედ ამიტომაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამართლიანად ჩაირიცხა იგი ჩვენი ქვეყნის მატერიალური კულტურის ძეგლთა რიცხვში.
Hence, by a decision of the Republic's government the building of the Supreme Court has been classed among the monuments of the material culture of the Republic of Georgia.
52946.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მართლმსაჯულების სასახლე სრულ ჰარმონიაშია ქართულ სამართლებრივ კულტურასთან, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობა.
The Palace of Justice is in full harmony with Georgian legal culture which is as old as Georgian statehood.
52947.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ერის სულიერი კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაჩვენებელი სამართალიც არის, რომელიც ყალიბდება და იხვეწება ეკონომიკისა და ტრადიციების გავლენით.
Law too is one of the notable indices of a nation's spiritual culture which takes shape and is specified under the influence of the country's economy and traditions.
52948.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
უძველესი დროიდან საქართველო ეყო არა მარტო სახელმწიფოებრივი, არამედ სასამართლო და ადმინისტრაციული მოწყობის შესანიშნავი ნიმუში.
From ancient times Georgia was not only a brilliant example of state system but also of judicial and administrative order.
52949.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ქართულ სახელმწიფოში განუწყვეტლივ მიმდინარეობდა მუშაობა სამართლებრივი სტრუქტურების დახვეწა-სრულყოფისათვის.
Work was continuously carried on in the Georgian State towards the specification and perfection of legal structures.
52950.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ხდებოდა კულტურული სამყაროს მოწინავე აზრის გაცნობა-გაზიარება.
The progressive thought of the cultural world was studied and adopted.
52951.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამდენად, ქართული სამართლებრივი აზრი არამცთუ გამოირჩეოდა თავისი თვითმყოფობით, ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულებით, ჰუმანურობით, არამედ ზოგი ასპექტით უსწრებდა კიდეც ევროპის მოწინავე ქვეყნებს.
Thus, Georgian legal thought was not only distinguished for its originality, adherence to national traditions, and humanism but in some aspects it was even ahead of the advanced countries of Europe.
52952.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
დღესაც ცხოველ ინტერესს იწვევს უძველესი სამართლებრივი ძეგლების ლოგიკურობა, მათი პრაქტიკული გამოყენების ეფექტიანობა.
The logic of Old Georgian legal documents and their effective use in practice today too evoke lively interest.
52953.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ძველ ქართულში მოსამართლეობა, ანუ მსაჯულობა გამგეობასა და მართვას ნიშნავდა.
In Old Georgian judging implied management and rule.
52954.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალი თავის საჯაროუფლებრივ ფუნქციებს სწორედ სასამართლო საქმიანობაში გამოავლენდა.
The highest authority of the state exercised his public legal functions in judicial activity.
52955.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ისიც უნდა ითქვას, რომ სამართლებრივ ძეგლებზე მუშაობას ეწეოდნენ არა მხოლოდ „სწავლულნი მსაჯულნი“, არამედ მეფე და საეკლესიო პირებიც, რის გამოც ქართული სამართლებრივი აზრი მოიცავს როგორც საერო, ისე რელიგიურ და ფილოსოფიურ განზოგადებებს.
It should be noted also that work on legal documents was carried on not only by "learned judges" but by the king, and involved secular as well as religious and philosophical generalizations.
52956.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ქართული სამართლებრივი კულტურის მაჩვენებელია სარწმუნოების, პიროვნების პატივისა და ღირსების, აგრეთვე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისათვის საჭირო სამართლებრივი ნორმების დამუშავება.
The development of legal norms necessary for upholding the honour and dignity of personality as well as woman's legal status points to Georgian legal culture.
52957.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
იმ დროს, როდესაც ზოგიერთ ქვეყანაში ქალის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბარიც კი არ იყო, საქართველოში იგი მემკვიდრედ აღიარეს მშობლების დანართ ქონებაზე, რითაც კანონმდებლებმა შექმნეს პირობები ქალის თავისუფლებისა და მისი ღირსების დასაცავად.
Whereas in some countries woman's legal status was not even mentioned, in Georgia a woman was recognized as inheritor of the parent's property, this creating conditions for defending woman's freedom and dignity.
52958.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საოცარია ქართული სისხლის სამართლის სასჯელების ჰუმანური ბუნება.
The humane nature of Georgian criminal penalties is striking.
52959.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ჯერ კიდევ დიდი დავით აღმაშენებელი თავის ფილოსოფიურ-ესთეტიკურ შედევრში „გალობანი სანანულისანი“ გამოთქვამს წადილს „რათა მართლად სჯიდნენ და უბრალოთ წყალობდნენ“.
Already David the Builder expressed the desire in his "Prayers of Remorse" "to be judged righteously and for the righteous to rejoice".
52960.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
თუ მხედველობაში მივიღებთ დავითის უდრეკ ნებისყოფას და რკინისებურ ხელს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მით უფრო მნიშვნელოვანია ის ჰუმანური პოზიცია, რაც მას სამართალთან დამოკიდებულებაში აქვს გაცხადებული.
Bearing in mind David's unbending will and iron hand in building up the state, the more important is his humane stand in relation to law.