მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52901.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ერთი სიტყვით, მთელი კომპლექსის დაგეგმარებით სისტემაში ეს კვანძი წარმოადგენს ცენტრალურ განმანაწილებელ ადგილს, მოხერხებულად არის შერწყმული შენობის მთელ დაგეგმარებით სტრუქტურასთან და უშუალოდ უკავშირდება ყველა ხალხმრავალ სათავსს.
In a word, according to the planning of the complex this unit forms the central distribution place and blends favourably with the entire plan structure, being directly linked to all crowded facilities.
52902.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მეორე სართულზე მოწყობილია სასამართლო სხდომის დარბაზები თავიანთი მოსაცდელებით, მოსამართლეთა სათათბირო, მსაჯულებისა და პროკურორისათვის განკუთვნილი დამოუკიდებელი ოთახები.
The first floor houses several trial courtrooms, with their anterooms, rooms for the judges to hold consultations, separate rooms for the jury and the procurator.
52903.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
უნაკლოდაა დაგეგმარებული სხდომათა დარბაზები.
The trial courtrooms are planned flawlessly.
52904.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
კედლებისა და იატაკების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია თანამედროვე მასალები.
Modern materials are used in the facing of the walls and floors.
52905.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მკაცრ სტილში, დიდი თავშეკავებით გადაწყვეტილი მათი ინტერიერები ხელს უწყობენ აუცილებელი ფსიქოლოგიური ზემოქმედების, გარკვეულწილად — ამაღლებული განწყობის შექმნას.
Their interiors, executed in an austere style but with great moderation, help to exert psychological influence and create a somewhat sublime set.
52906.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ცნობილია, რომ კედლებიც ზემოქმედებენ ადამიანზე.
As is known, walls, too, exert influence on man.
52907.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
არსად ისე მნიშვნელოვანი არ არის ფორმისა და შინაარსის ერთიანობის პრინციპის დაცვა, როგორც მართლმსაჯულების აღსრულებისას.
Nowhere else is adherence to the principle of the unity of form and content so important as in the execution of justice.
52908.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
უზენაესი სასამართლოს სხდომათა დარბაზები სავსებით აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს.
The trial courtrooms of the Supreme Court meet all modern demands.
52909.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ისინი ზომიერებითა და მასშტაბურობით გამოირჩევიან, შეხამებული არიან ცენტრალურ მრგვალ ვესტიბიულთან, რომელიც, თავის მხრივ, ნაძერწი, მოვარაყებული ორნამენტებითა და მოხატულობით ორგანულადაა შერწყმული კიბის უჯრედთან.
Being distinguished for moderation and scale, they are in harmony with the central round lobby which, in its turn blends organically with the staircase well with mouldings, gilt ornaments and paintings.
52910.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სხდომათა დარბაზები ისეა დაგეგმარებული, რომ პატიმართა, მოსამართლეთა და პროცესზე მოსული ხალხის ნაკადი სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისაგან, რაც სასამართლო სხდომის ნორმალურად ჩატარების აუცილებელი პირობაა.
The trial courtrooms are planned in such a way that the defendants, judges, and the public attending the trial are completely isolated one from another, which is a sine qua non for the normal proceeding of the trial.
52911.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საინტერესოა მესამე სართულზე მოთავსებული ვესტიბიულის და დიდი სხდომის დარბაზის მხატვრული გაფორმება.
The artistic design of the lobby and the large hall of trial is interesting.
52912.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მეორე სართულის მრგვალი ვესტიბიულისაგან განსხვავებით, მეოთხე სართულის ვესტიბიული უფრო ნაზ ფერებშია გადაწყვეტილი.
Unlike the round hall of the first floor, the hall on the third floor is done in mellow colours.
52913.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ეფექტურია ფერთა შეხამება.
The harmony of colours is effective.
52914.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ქართული მარმარილოთი მოპირკეთებულ ვესტიბიულში, ვარდისფერი მარმარილოს სვეტების ცენტრში, თეთრ კვარცხლბეკზე მოთავსებული იყო ჯერ ალექსანდრე მეორის სკულპტურული გამოსახულება, შემდეგ — ვლადიმერ ლენინისა.
In the hall faced with Georgian marble, in the centre of columns of pink marble, on a white pedestal, there originally stood a statue of Alexander II, then that of Vladimir Lenin.
52915.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მართლმსაჯულების სასახლის 100 წლისთავთან დაკავშირებით, დაიდგა სკულპტურული კომპოზიცია — შავ-თეთრი სფერო.
In connection with the centenary of the Palace of Justice a sculptural composition - a black-and-white sphere - was placed on the pedestal.
52916.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
იგი პოლიტიკურ კონიუნქტურას აღარ ემორჩილება და მასში სიმბოლურად აისახა სიკეთისა და ბოროტების მარადიული ბრძოლა.
This composition which is not subject to political conjuncture - symbolically reflects the eternal struggle of good and evil.
52917.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სფეროს შემოვლებული აქვს ოქროსფერი სარტყელი, რომელზეც ასომთავრულით ინკრუსტირებულია შოთა რუსთაველის ცნობილი აფორიზმი – „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
The sphere has a golden girdle with Rustaveli's well-known aphorism: "Evil has been conquered by good and the latter is everlasting".
52918.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სკულპტურული კომპოზიციის ავტორია არქიტექტორი კოტე მემანიშვილი.
The author of the sculptural composition is the architect Kote Memanishvili.
52919.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მეხუთე სართულზე მოთავსებულია უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელთა სამუშაო კაბინეტები და კანცელარიები.
The studies and offices of the Chairman of the Supreme Court and his Deputies are on the fourth floor.
52920.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მომხიბვლელია ფართო დერეფნები და მზით და სინათლით სავსე, გემოვნებით გაფორმებული ვრცელი მოსაცდელები, რომლებიც დამშვენებულია ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოებით.
The wide sunlit corridors and the spacious reception rooms, designed with taste and embellished with canvases of Georgian artists, are charming.