მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53021.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ახალი აბრეშუმის გზა გადის საქართველოზე.
The New Silk Route crosses Georgia.
53022.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ეს ქვეყანა მდებარეობს ევრაზიის შესაყართან, კავკასიის მთებთან, იქ, სადაც, როგორც ვთქვით, კლდეზე იყო მიჯაჭვული ტიტანი პრომეთეოსი, რომელიც, ბერძნული მითების თანახმად, უძველესი ქართველური სამეფოს — კოლხეთის – „ოქროს საწმისის“ ქვეყნის ლეგენდარული მეფის – აიეტის ახლო ნათესავია.
This country lies at the junction of Europe and Asia, between the Caucasus mountains where, as I said, Prometheus, a close kin of Aeetes, the king of the Kartvelian Kingdom of Colchis - the country of the Golden Fleece was chained to a rock.
53023.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მე მინახავს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ცათამბჯენი, რომელსაც კოლხური „ოქროს საწმისის“ სახელი ჰქვია.
I have seen the skyscraper named after the Colchian Golden Fleece on Manhattan, in New York.
53024.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მე მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში მოგზაურობის დროს ვნახე უდიდეს თეატრებში ევრიპიდეს და სენეკას „მედეა“ და ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“, მომისმენია ბეთჰოვენის „პრომეთეოსი“.
In my visits to up to 60 countries I have seen Medea by Euripides and by Seneca as well as Aeschylus' Prometheus Bound, staged at major theaters, I have listened to Beethoven's Prometheus.
53025.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მინახავს პიერ პაოლო პაზოლინის ფილმი „მედეა“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ლეგენდარული მარია კალასი.
I have seen Pierre Paolo Pasolini's film Medea, starring the legendary Maria Callas in the main role.
53026.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
აი, ამ ზღაპრულ ქვეყანაში - საქართველოში გადის დიდი აბრეშუმის გზა, აქ იწერება ამ წიგნის სტრიქონები.
And the Great Silk Route runs through this fairyland country - Georgia, and these lines are being written here.
53027.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ამ უძველესი კოლხეთის მიწიდან მივმართავ მსოფლიო ოს პრეზიდენტებს, პრემიერებს, პარლამენტებს, ბიზნესმენებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, კომერსანტებს — საერთო ძალისხმევით ავაღორძინოთ დიდი აბრეშუმის გზა!
I appeal from this ancient land of Colchis to the world's presidents, prime-ministers, parliaments, businessmen, bankers, financiers and merchants: Let us revitalize the Great Silk Route with joint effort.
53028.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
დაე, მსოფლიოს ყველა ქვეყანამ შეიტანოს თავისი წვლილი აბრეშუმის გზის აღდგენა-რეკონსტრუქციაში.
Let all countries of the world make their contribution to the restoration and reconstruction of the Great Silk Route.
53029.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
საქართველო არის უძველესი კოლხეთი და იბერია („კავკასიის იბერია“).
Georgia is ancient Colchis and "Caucasian Iberia" as well.
53030.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
კოლხეთს და იბერიას იცნობდნენ ჰომეროსი, ჰესიოდე, ჰეროდოტე, სტრაბონი, პლატონი, არისტოტელე...
Colchis and Iberia were known to Homer, Hesiod, Herodotus, Strabo, Plato, Aristotle...
53031.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
საქართველოზე ისტორიული ცნობები მოიპოვება უძველეს ასირიულ, ეგვიპტურ, ურარტულ, სპარსულ, ბერძნულ თუ რომაულ წყაროებში.
Historical evidence on Georgia is to be found in ancient Assyrian, Egyptian, Urartean, Persian, Greek and Roman sources.
53032.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
საქართველოს შესახებ არსებული ბერძნული, რომაული და სხვა უძველესი წყაროების კრებული „გეორგიკა“ შეადგენს დიდ მრავალტომეულს.
Georgica - a collection of ancient Greek and roman sources on Georgia - is a multivolume edition.
53033.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
მსოფლიოში მხოლოდ 14 ორიგინალური დამწერლობაა, მათ შორის ერთი ქართულია.
The world has only 14 original scripts, including Georgian.
53034.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ეს ქართული ანბანი 2300 წლის წინ შეიქმნა მეფე ფარნაოზ ბრძენის ეპოქაში.
The Georgian alphabet was created 2300 years ago in the reign of King Parnavaz the Wise.
53035.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ქართული ლიტერატურა 1500 წლისაა და ის იწყება იაკობ ცურტაველის დიდმოთხრობით „შუშანიკის წამება“.
Georgian literature counts 1500 years, beginning with lakob Tsurtaveli's story The Passion of Shushanik.
53036.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ეს თარიღი რამდენიმე წლის წინ იუნესკოს გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში აღინიშნა.
This date was marked throughout the world a few years ago by decision of UNESCO.
53037.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
საქართველოში ქრისტიანობას პირველ საუკუნეში ავრცელებდნენ ქრისტეს მოციქულები: წმინდა ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი.
Christianity was preached in the 1st century by the Apostles St. Andrew the First Called and Simon the Canaanite.
53038.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგან ორნი – სიმონ კანანელი და მატათია – საქართველოში გარდაიცვალნენ და აქვე არიან დასაფლავებული.
Of the Twelve Apostles of Christ two - Simon the Canaanite and Matithias - died in Georgia, on the Black Sea coast, and are buried there.
53039.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნის დასაწყისში გამოცხადდა, 1600 წლის წინათ.
Christianity was proclaimed the state religion early in the 4<sup>th</sup> century - 1600 years ago.
53040.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი I
1700 წლის წინ საქართველოში არსებობდა ფაზისის ფილოსოფიური აკადემია – ერთ-ერთი უძველესი აკადემია ევრაზიის სივრცეში.
1700 years ago Georgia boasted the phasis Philosophical Academy - one of the oldest in the Eurasian space.