მოიძებნა 668060 ჩანაწერი
52961.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული სამართალი გმობდა სისასტიკეს და გაუმართლებელ სასჯელთა სისტემას, რითაც გამორჩეული ადგილი ეკავა არა მარტო განათლებულ აღმოსავლეთში, არამედ ევროპის სახელმწიფოთა შორისაც.
In general it should be noted that Georgian law condemned cruelty and a system of unjustified penalties, this according it a place of honour not only in the enlightened Orient but among European states as well.
52962.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
პირველსავე სამართლის წიგნში კანონმდებელი განმარტავს, რომ მოსამართლე უნდა იყოს „უქრთამო“, ღვთის მოშიში, სამართლიანი, რომელიც სხვათა ხათრით და პატივისცემით არ გაამრუდებს სამართალს, არ დაჩაგრავს არაფრისმქონეს.
In the first Georgian law book the legislator states that the judge must be "unbribable", pious, fair, who will not distort justice out of deference and respect for others and will not put the penurious to disadvantage.
52963.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
„მოსამართლე და მოწყალე“ დააკავშირა ერთმანეთთან შოთა რუსთაველმაც, რითაც გამოხატა იმ დროისათვის მიღებული საზოგადოებრივი აზრი კანონისა და სასამართლოს ჰუმანურობის თაობაზე.
Shota Rustaveli too, linked "the judge and the merciful", thereby expressing the then prevalent public view regarding the humanity of law and court.
52964.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მეფე თამარის დროს, მე-12 საუკუნეში, სიკვდილით დასჯა გაუქმებული იყო.
In Tamar's time (12th century) capital punishment was abolished.
52965.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
დაუშვებელი იყო სასამართლო პროცესში ეჭვმიტანილის წამება, კანონი სასტიკად ებრძოდა მესისხლეობას, ანუ მკვლელობისათვის მკვლელის ან მისიანის მოკვლას, რომლის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებლობისა და ხალხური სამართლის სათანადო მექანიზმიც იყო მომარჯვებული.
It was forbidden to torture the suspect during the trial; the law was strict against blood feud; for the prevention of blood feud use was made of a special mechanism of legislation and popular law.
52966.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ქართული სამართლის საფუძვლები ეროვნული ტრადიციების წიაღში უნდა ვეძიოთ.
The fundamentals of Georgian law should be sought in the national traditions.
52967.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
საქართველო უძველესი კლასიკური მევენახეობის ქვეყანაა, სადაც ვაზის გამოსახულებას ეკლესია-მონასტრების ჩუქურთმებადაც კი ძერწავდნენ და ღვთისმშობელს აყვავებულ ვენახს ადარებდნენ.
Georgia is an ancient classical country of vine-growing, where the image of the vine was woven into a decorative design of churches and monasteries and the Virgin Mary was likened to the vine.
52968.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ცხადია, ქვეყანაში, სადაც 500-მდე ვაზის ჯიში იყო გამოყვანილი და უამრავი ღვინო იწურებოდა, უნდა ჩამოყალიბებულიყო ღვინის მოხმარების მაღალი კულტურა.
Clearly, in a country in which up to 500 varieties of vine were cultivated and a great quantity of wine was made, a high culture of wine consumption must have developed.
52969.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ამიტომაც ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში (მე-18 საუკუნის დასაწყისი) სიმთვრალეში დანაშაულის ჩადენა მიჩნეულია დამამძიმებელ გარემოებად და ეს მაშინ, როდესაც ასეთი მიდგომა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულისადმი სხვა ქვეყნებში ბევრად უფრო გვიან დაკანონდა.
That is why in Vakhtang VI's Code of Laws (early 18th century) committing a crime in drunkenness is considered an aggravating circumstance, while in other countries such an attitude to a crime committed in drunkenness became a law much later.
52970.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სხვადასხვა დროს შექმნილი ქართული სამართლებრივი ძეგლები თვალნათლივ ასახავენ საქართველოში მიმდინარე რთულ პოლიტიკურ პროცესებს, გამოხატავენ დროისა და სახელმწიფოს მოთხოვნებს.
Georgian legal monuments, compiled at various periods, clearly reflect the complex political processes in Georgia, expressing the demands of the time and the State.
52971.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ხელმწიფის კარის გარიგება, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი არის განვითარებული ქართული სახელმწიფოს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მაღალი მსოფლმხედველობითი დონის უტყუარი დასტური.
The Book of Laws of Beka-Aghbugha, The Regulations of the Royal Court, Vakhtang VI's Code of Laws are an unmistakable proof not only of the legal but also of a high world view level of the developed Georgian State.
52972.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
1783 წლის ცნობილი გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობა გაუქმდა და საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდა.
Following the well-known Treaty of Georgievsk of 1783 Georgian statehood was abolished and the country became a constituent part of the Russian Empire.
52973.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I გამოსცა კანონი საქართველოს შიდა მმართველობის შესახებ.
On 12 September 1801 the Russian Emperor Alexander I promulgated a law on the internal government of Georgia.
52974.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გატარებამ თავისი გავლენა მოახდინა ქართულ სამართლებრივ აზროვნებაზე.
The implementation of Russian imperial policy affected Georgian legal thinking.
52975.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
მაგრამ მთლიანად მაინც ვერ გაანადგურა ათასწლოვანი ტრადიციები.
However, it failed to completely destroy the millennial traditions.
52976.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
იმპერატორის ბრძანებით სამოქალაქო საქმეები უნდა განხილულიყო ქართული ადათ-წესებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით, იმ კანონების გამოყენებით, რაც დადგენილი იყო მეფე ვახტანგის მიერ.
On the Emperor's order civil suits were to be tried with account of Georgian customs and mores, using the law codified by King Vakhtang.
52977.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ისინი უნდა განხილულიყო რუსეთის იმპერიის კანონებით.
As for criminal cases, they were to be tried by the laws of the Russian Empire.
52978.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოსცა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რითაც აღდგა 1801 წელს დაკარგული საქართველოს სახელმწიფოებრიობა.
On 26 May 1918 the Georgian National Council issued an Act of Independence of Georgia, thereby restoring Georgian Statehood lost in 1801.
52979.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
1919 წლის 29 ივლისს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღეს საქართველოს სენატის უზენაესი სასამართლოს დებულება.
On 29 July 1919 the Georgian Constituent Assembly and the Georgian government adopted the Regulation of the Supreme Court of the Georgian Senate.
52980.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები | მართლმსაჯულების სასახლე
სენატი იმყოფებოდა ქ. თბილისში და შედგებოდა ორი საკასაციო დეპარტამენტისაგან — სისხლის სამართლისა და სამოქალაქოსი.
Quartered in Tbilisi, the Senate comprised two appeals departments: Criminal and Civil.