მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53421.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
ამან განაპირობა, პირველ რიგში, რეგიონალური პროგრამის – ტრასეკა-ს (სატრანსპორტო დერეფანი ევროპის, კავკასიის და აზიისათვის) ჩარჩოებში, ევროკავშირის ეგიდით 1993-97 წწ. ორ ათეულამდე ტექნიკური დახმარების პროექტის შემუშავება და განხორციელება.
This led to the development and implementation of up to two dozen technical assistance projects within the TRACECA under the aegis of the European Union, in 1993-97.
53422.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
მსგავს მიზნებს ისახავდა აგრეთვე ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროექტებიც.
The World Bank's projects of technical assistance for the reform and rehabilitation of transport had similar objectives.
53423.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
ტრასეკას პროექტის განვითარების პირველ ეტაპზე, ტექნიკური დახმარების პროექტები მოითხოვდა მთელი რიგი ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების შესწავლას, როგორიცაა:
At the initial stage of the development of the TRACECA project the technical assistance projects required the handling of such important issues, as:
53424.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
1) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ტვირთნაკადების პროგნოზირება;
1) Projection of freight flows of the Eurasian transport corridor;
53425.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
2) არსებული გადაზიდვების სტრუქტურა;
2) Study of the existing structure;
53426.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
3) საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, საზღვაო პორტების, აეროპორტების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მათი რეაბილიტაციის შეასაძლებლობის შეფასება და პერსპექტიული განვითარების პროექტების შექმნა;
3) Study of the state of the existing road and rail routes, seaports and airports, assessment of the feasibility of their rehabilitation and the design of projects for their prospective development;
53427.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
4) საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების ანალიზი, მათი აუცილებელი გამარტივება და ამ სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების დანერგვის პირობების შესწავლა;
4) Analysis of the customs and border procedures, their obligatory simplification and study of conditions of implementing modern information and communication technologies;
53428.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
5) ერთიანი სატარიფო პოლიტიკის საფუძვლების ფორმირება და ამ თვალსაზრისით ტრასეკას მიმზიდველობის გაზრდა და სხვ.
5) Setting the principles of a common tariff policy, thereby enhancing the attraction of TRACECA, etc.
53429.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
ყველა ამ სამუშაოთა შესრულებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველო.
Georgia has taken an active part in all this work.
53430.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
საგულისხმოა, რომ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გადიდების ყველა ზემოხსენებული ღონისძიება, მეტად რთული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის პრობლემაა და მათი წარმატებით გადაწყვეტა მოითხოვს ტრასეკას ხელშეკრულების მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა ერთობლივ ძალისხმევას.
Notably enough, all the above measures towards enhancing the competitiveness of the Eurasian transport corridor constitute a very complex problem of interstate relations, and their successful solution calls for a joint endeavor of the various states party to the TRACECA Agreement.
53431.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ბუნებრივი და პოლიტიკური შემზღუდავი ფაქტორები (რელიეფური პირობები, საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო კომუნიკაციების ხშირი მონაცვლეობა, ათეუზე მეტი სახელმწიფო საზღვრის გადალახვა და ა.შ.) მეტად ართულებს ტვირთების ექსპედირების ორგანიზაციას და გარკვეულად ზრდის გადაზიდვების თვითღირებულებას.
The natural and political constraining factors of the development of the Eurasian transport corridor (rugged terrain, alternation of maritime and land transport communications, crossing more than a dozen state borders, etc.) render extremely difficult the forwarding of freights and increase somewhat the prime cost of transportation.
53432.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
საქართველოს ტრანსპორტის მესვეურთათვის, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პრობლემა, რასაკვირველია, კომპლექსური ხასიათისაა.
For the Georgian transport authorities the Europe-Caucasus-Asia Transport Corridor issue is of course of complex nature.
53433.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
დღეს იგი, ამ სფეროში მიმდინარე რეფორმების, სატრანსპორტო სისტემის ინსტიტუციური მოწყობის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე-მარეგლამენტირებელი ბაზის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სრულყოფა-განვითარების განმსაზღვრელია.
it determines the current reforms and regulatory basis, and development and perfection of the transport infrastructure.
53434.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
საქართველოს ტრანსპორტის ადაპტაცია ტრასეკა-ს იდეასა და პროექტთან ეროვნული ტრანსპორტის რეფორმების კონტექსტში.
ADJUSTMENT OF GEORGIAN TRANSPORT TO THE IDEA AND PROJECT OF TRACECA IN THE NATIONAL TRANSPORT REFORM CONTEXT.
53435.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
თუ ტრასეკას საქართველოს მონაკვეთის მიმდინარე და პერსპექტიული განვითარების საერთო ვითარებას შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ მას ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრირების საერთო სტრატეგიამდე მივყავართ.
Assessing the overall strategy of the current and prospective development of the Georgian segment of TRACECA, it may be said that this strategy leads to the integration of the country's transport system in international transport systems.
53436.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
აქ სამი ძირითადი მიმართულებაა საგულისხმო:
Here three principal trends are notable;
53437.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
პირველი: საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მართვის სრულყოფა, მისი თანამედროვე დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით მოწყობა, მთელი ინსტიტუციური სისტემის რეფორმა, ტრანსპორტის სექტორის საწარმოთა პრივატიზაციის დამთავრება.
First, perfection of the management of the Georgian transport system, its organization, with account of modern Western standards, reform of its entire institutional system, completion of the privatization of the transport sector facilities.
53438.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
მეორე: საქართველოს სატრანსპორტო სისტემის საკანონმდებლო, კანონქვემდებარე-მარეგლამენტირებელი თანამედროვე ბაზის ფორმირება და მისი ჰარმონიზაცია ანალოგიურ დასავლურ, პირველ რიგში, ევროკავშირის - სისტემებთან და სტანდარტებთან.
Second, creation of a modern legislative, legal and regulatory basis of the Georgian transport system and its harmonization with analogous Western (international) - primarily European Union - systems and standards.
53439.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
მესამე: როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის, მოძრავი შემადგენლობის, ქსელებისა და კომუნიკაციების, მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინტეგრირება საერთაშორისო სისტემებთან, მათ შორის, პირველ რიგში, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანთან.
Third, as already noted, integration of Georgia's transport system, rolling stock, networks and communications, the entire logistics in international systems, primarily with Eurasian transport corridor.
53440.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IV
საქართველოს სატრანსპორტო სისტემის რეფორმა, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს ჩვენ მიერ ზემოხსენებული ჰარმონიზაციის სამი მიმართულების რეალიზაციას, აუცილებლად ითვალისწინებს აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების სრული ანსამბლურობის მიღწევას.
The reform of the Georgian transport system - in the first place implying the implementation of the above three directions of harmonization - makes imperative a concerted implementation of the measures just cited.