მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534581.
ბიოლოგია | თავი XXII
1844 წელს დარვინმა სახეობათა წარმოშობასა და ბუნებრივ გადარჩევაზე ვრცელი ნარკვევი დაწერა.
In 1844, Darwin wrote a long essay on the origin of species and natural selection.
534582.
ბიოლოგია | თავი XXII
მას არ უნდოდა თავისი თეორიის გამოქვეყნება, ვინაიდან იცოდა, რომ მისი თეორიის გამოქვეყნებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება.
However, he was reluctant to introduce his theory publicly, apparently because he anticipated the uproar it would cause.
534583.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინმა სთხოვა მეუღლეს გამოექვეყნებინა მისი ნაშრომის ნარკვევი, თუ ის უფრო სრულყოფილი ნაშრომის დამთავრებამდე მოკვდებოდა.
Darwin asked his wife to publish his essay if he were to die before finishing a more thorough dissertation.
534584.
ბიოლოგია | თავი XXII
მართალია დარვინმა გადადო თავისი ნაშრომის გამოქვეყნება, მაგრამ ის აგრძელებდა თავისი თეორიის დამადასტურებელი არგუმენტების მოძიებას.
Even as he procrastinated, he continued to compile evidence in support of his theory.
534585.
ბიოლოგია | თავი XXII
ლაიელი თავად არ იზიარებდა ევოლუციის იდეას, მიუხედავად ამისა ურჩევდა დარვინს ნაშრომის გამოქვეყნებას, სანამ ვინმე სხვა არ მივიდოდა იგივე დასკვნამდე და არ გაასწრებდა მას.
Lyell, not yet himself convinced of evolution, nevertheless urged Darwin to publish on the subject before someone else came to the same conclusions and published first.
534586.
ბიოლოგია | თავი XXII
1858 წლის ივნისში ლაიელის ვარაუდი გამართლდა.
In June 1858, Lyell's prediction came true.
534587.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინმა მიიღო ახალგაზრდა ბრიტანელი ნატურალისტის ალფრედ რასელ უოლესის მანუსკრიპტი. უოლესი მუშაობდა მალაის არქიპელაგზე და განავითარა დარვინის იდეის მსგავსი ბუნებრივი გადარჩევის თეორია.
Darwin received a manuscript from Alfred Russel Wallace, young British naturalist working in the East Indies who had developed a theory of natural selection similar to Darwin's.
534588.
ბიოლოგია | თავი XXII
უოლესი სთხოვდა დარვინს განეხილა მისი ნაშრომი და თუ ის იმსახურებდა გამოქვეყნებას გადაეცა ლაიელისთვის დასაბეჭდად.
Wallace asked Darwin to evaluate his paper and forward it to Lyell if it merited publication.
534589.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინმა მისწერა ლაიელს: „ თქვენი სიტყვები სრულიად გამართლდა..... მე არასდროს მინახია უფრო საოცარი თანხვედრა..... ასე რომ მთელი ჩემი პირველობა, რაოდენ დიდიც არ უნდა ყოფილიყო განადგურდა.„
Darwin complied, writing to Lyell: "Your words have come true with a vengeance.... I never saw a more striking coincidence... so all my originality, whatever it may amount to, will be smashed."
534590.
ბიოლოგია | თავი XXII
1858 წლის 1 ივლისს ლაიელმა და მისმა კოლეგებმა ლონდონის ლინეს საზოგადოებას წარუდგინეს უოლესის ნაშრომი, დარვინის გამოუქვეყნებელი ნაშრომის თეზისებთან ერთად.
Lyell and a colleague then presented Wallace's paper, along with extracts from Darwin's unpublished 1844 essay, to the Linnean Society of London on July 1, 1858.
534591.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინმა სწრაფად დაასრულა ნაშრომი „სახეობათა წარმოშობა„ და მომდევნო წელს გამოაქვეყნა.
Darwin quickly finished The Origin of Species and published it the next year.
534592.
ბიოლოგია | თავი XXII
10 წელიწადში ბიოლოგების უმრავლესობამ აღიარა, რომ ბიოლოგიური მრავალფეროვნება ორგანული სამყაროს ევოლუციის განვითარების შედეგია.
Within a decade, Darwin's book and its proponents had convinced most biologists that biological diversity was the product of evolution.
534593.
ბიოლოგია | თავი XXII
სახეობათა წარმოშობა.
The Origin of Species.
534594.
ბიოლოგია | თავი XXII
სახეობათა წარმოშობის თეორიაში დარვინი ორ მთავარ იდეას ავითარებდა: პირველი, ევოლუციით შესაძლებელია სიცოცხლის ერთიანობისა და მრავალფეროვნებას მიზეზის ახსნა, და მეორე, ადაპტაციური ევოლუციის მიზეზი არის ბუნებრივი გადარჩევა.
In publishing his theory, Darwin developed two main ideas: that evolution explains life's unity and diversity and that natural selection is a cause of adaptive evolution.
534595.
ბიოლოგია | თავი XXII
სახეობათა წარმოშობის პირველ გამოცემაში დარვინს სიტყვა „ევოლუცია“ წიგნის დასარულამდე არ უხმარია.
In the first edition of The Origin of Species, Darwin did not use the word evolution until the very end.
534596.
ბიოლოგია | თავი XXII
მის ნაცვლად ის ტერმინ „სახეშეცვლილი შთამომავლობას“ იყენებდა. ეს ფრაზა უკეთ აჯამებდა მის მოსაზრებებს სიცოცხლის შესახებ.
Instead, he referred to descent with modification, a phrase that summarized his view of life.
534597.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინი აღიქვამდა სიცოცხლის ერთიანობას. ის თვლიდა, რომ ყველა ორგანიზმი, დაწყებული უძველეს წარსულში მცხოვრები წინაპრებიდან მოყოლებული, თაობათა მანძილზე ერთმანეთს ენათესავება.
Darwin perceived unity in life, with all organisms related through descent from an ancestor that lived in the remote past.
534598.
ბიოლოგია | თავი XXII
მილიონობით წლების განმავლობაში წინაპართა შთამომავლები სხვადასხვა გარემოში ვრცელდებოდა. განსხვავებულ გარემოში მათ ნაირგვარი ცვლილებები და ადაპტაციები დაუგროვდათ. ეს ადაპტაციები მათ გადარჩენასა და კონკრეტულ გარემო პირობებთან შეგუებაში ეხმარებოდნენ.
As the descendants of that ancestral organism spilled into various habitats over millions of years, they accumulated diverse modifications, or adaptations, that fit them to specific ways of life.
534599.
ბიოლოგია | თავი XXII
დარვინის შეხედულებით სიცოცხლის ისტორია შეიძლება განტოტვილი ხეს შევადაროთ. საერთო ღერძიდან თავდაპირველად განშტოვდებიან მარტივი და უძველესი სახეობები, ტოტების კენწეროებზე კი რთული და შედარებით გვიან ჩამოყალიბებული ფორმები თავსდებიან. ამგვარად კენწეროები ამჟამად არსებულ ორგანიზმთა მრავალფეროვნებას ასახავს.
In the Darwinian view, the history of life is like a tree, with multiple branchings from a common trunk to the tips of the youngest twigs that represent the diversity of living organisms.
534600.
ბიოლოგია | თავი XXII
ყოველი განშტოების ადგილი წარმოადგენს ყველა იმ ევოლუციური ხაზის წინაპარს, რომლებიც მოგვიანებით ამ წერტილიდან განტოტდნენ.
Each fork of the tree represents an ancestor of all the lines of evolution that subsequently branched from that point.