მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534621.
ბიოლოგია | თავი XXII
ხელოვნური გადარჩევის შედეგად ადამიანს მცენარეთა და ცხოველთა ახალ ჯიშები გამოჰყავს.
As a result of artificial selection, crop plants and animals bred as livestock or pets often bear little resemblance to their wild ancestors.
534622.
ბიოლოგია | თავი XXII
შექმნილ ჯიშებს გარეგნულად ველურ წინაპრებისაგან ძალიან ცოტა რამ საერთო მოეპოვებათ. დარვინმა დაასკვნა, რომ თუ ხელოვნური გადარჩევა შედარებით მოკლე დროში ასეთ შთამბეჭდავ შედეგს გვაძლევს, მაშინ, რასაც ჩვენ „ბუნებრივ გადარჩევას“ ვუწოდებთ, მრავალი ასეული თაობის შემდეგ სახეობათა მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.
If artificial selection can achieve so much change in a relatively short period of time, Darwin reasoned, then what he termed "natural selection" should be capable of considerable modification of species over hundreds or thousands of generations.
534623.
ბიოლოგია | თავი XXII
მას ადგილი ექნება მაშინაც კი, როცა ზოგი მემკვიდრეობითი ნიშან-თვისების უპირატესობა სხვებთან შედარებით მცირეა. სასარგებლო თვისებები თანდათანობით გროვდება პოპულაციაში. ნაკლებ სასარგებლო თვისებები კი ქრება.
Even if the advantages of some heritable traits over others are slight, the advantageous variations will gradually accumulate in the population, and less favorable variations will diminish.
534624.
ბიოლოგია | თავი XXII
ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შეჯამება.
Summary of Natural Selection.
534625.
ბიოლოგია | თავი XXII
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ბუნებრივი გადარჩევის მთავარი იდეა: ბუნებრივი გადარჩევა ინდივიდთა განსხვავებულ წარმატებულ გამრავლებასთან არის დაკავშირებული (ინდივიდები გადარჩენისა და გამრავლების განსხვავებულ უნარს ფლობენ). ეს შესაძლებლობა განსხვავებული გარემოს და განსხვავებული მემკვიდრული ნიშან-თვისების მქონე ინდივიდთა ურთიერთკავშირზეა დამყარებული.
Let's once more state the main ideas of natural selection: Natural selection is the differential success in reproduction (the unequal ability of individuals to survive and reproduce) that results from the interaction between individuals that vary in heritable traits and their environment.
534626.
ბიოლოგია | თავი XXII
დროთა განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევის მოქმედებით ორგანიზმთა ადაპტაცია გარემოსთან იზრდება.
Over time, natural selection can increase the adaptation of organisms to their environment.
534627.
ბიოლოგია | თავი XXII
თუ გარემო დროთა განმავლობაში იცვლება, ან თუ სახეობის გარკვეული ჯგუფი ახალ გარემოში განსახლდება, ბუნებრივი გადარჩევის მოქმედება ახალ პირობებთან ადაპტაციაში აისახება. ზოგჯერ ადაპტაციის შედეგად ახალი სახეობები წარმოიქმნება.
If an environment changes over time, or if individuals of a particular species move to a new environment, natural selection may result in adaptation to these new conditions, sometimes giving rise to new species in the process.
534628.
ბიოლოგია | თავი XXII
სანამ გავაგრძელებდეთ, აღვნიშნოთ სამი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ახასიათებს ევოლუციას ბუნებრივი გადარჩევის გზით.
Before continuing, we need to emphasize three subtle but important points about evolution by natural selection.
534629.
ბიოლოგია | თავი XXII
პირველი: თუმცა ბუნებრივი გადარჩევა ორგანიზმსა და საარსებო გარემოს შორის ურთიერთკავშირის შედეგად მოქმედებს, მაგრამ ინდივიდი არ ევოლუირებს.
The first is that although natural selection occurs through interactions between individual organisms and their environment, individuals do not evolve.
534630.
ბიოლოგია | თავი XXII
პოპულაცია არის ის ელემენტარული ერთეული, რომელიც ევოლუირებს.
A population is the smallest unit that can evolve.
534631.
ბიოლოგია | თავი XXII
ამჯერად ჩვენ შეგვიძლია განვმატოთ პოპულაცია როგორც ინდივიდთა ჯგუფი, რომელიც გარკვეულ სახეობას მიეკუთვნება, ერთმანეთს თავისუფლად ეჯვარება და კონკრეტულ ტერიტორიაზე - არეალში ბინადრობს.
For now, we will define a population as a group of interbreeding individuals belonging to a particular species and sharing a common geographic area.
534632.
ბიოლოგია | თავი XXII
ევოლუციას ვაფასებთ მემკვიდრეობითი ცვლილებებით, რომლებიც ხდება პოპულაციაში წარმატებული თაობების განმავლობაში. ამ დროს სასარგებლო მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებების მქონე ინდივიდთა რიცხვი პოპულაციაში მატულობს.
Evolution can be measured only as changes in relative proportions of heritable variations in a population over a succession of generations.
534633.
ბიოლოგია | თავი XXII
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ბუნებრივ გადარჩევას მხოლოდ მემკვიდრეობითი ნიშნების გაზრდა ან შემცირება შეუძლია, ანუ იმ ნიშნების, რომლებსაც ორგანიზმი შთამომავლობას გადასცემს.
Another key point is that natural selection can amplify or diminish only heritable traits-that is, traits that are passed from organisms to their offspring.
534634.
ბიოლოგია | თავი XXII
თუმცა თვით ორგანიზმიც სიცოცხლის მანძილზე გარემოს მოქმედებით შეიძლება შეიცვალოს. ინდივიდუალური განვითარებისას შეძენილი ნიშნები ზოგჯერ ადაპტიური ხასიათისაა. სადღეისოდ არ არსებობს თვალსაჩინო არგუმენტი, რომ ასეთი შეძენილი ნიშნები შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცეს.
Though an organism may become modified through its own interactions with the environment during its lifetime, and these acquired characteristics may even adapt the organism to its environment, there is no evidence that such acquired characteristics can be inherited by offspring.
534635.
ბიოლოგია | თავი XXII
ჩვენ უნდა განვასხვაოთ ადაპტაცია, რომელსაც ორგანიზმი იძენს სიცოცხლის განმავლობაში და მემკვიდრეობითი ადაპტაცია, რომელიც ბუნებრივი გადარჩევის შედეგად მრავალი თაობის განმავლობაში გროვდება პოპულაციაში.
We must distinguish between adaptations that an organism acquires during its lifetime and inherited adaptations that accumulate in aied wild guppy populations living in pools in the Aripo River population over many generations as a result of natural selection.
534636.
ბიოლოგია | თავი XXII
ასევე გახსოვდეთ, რომ გარემო ფაქტორები ადგილის და დროის მიხედვით იცვლებიან.
Also, remember that environmental factors vary from place to place and from time to time.
534637.
ბიოლოგია | თავი XXII
ერთი და იგივე მემკვიდრეობითი ადაპტაცია ერთ შემთხვევაში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, სხვა შემთხვევაში კი შეიძლება საზიანო.
A trait that is favorable in one situation may be useless-or even detrimental-in different circumstances.
534638.
ბიოლოგია | თავი XXII
ბუნებრივი გადარჩევა მუდმივად მოქმედებს, მაგრამ თუ რა ნიშნები გამოვლენ წინა პლანზე გარემოზეა დამოკიდებული.
Natural selection is always operating, but which traits are favored depends on the environment.
534639.
ბიოლოგია | თავი XXII
ასე რომ, დარვინს ჰქონდა წარმოდგენილი სიცოცხლე როგორც ამ მცირე თვისებების თანდათანობითი შეგროვების შედეგად მიღებული განვითარება.
Thus, Darwin envisioned life as evolving through this gradual accumulation of small changes.
534640.
ბიოლოგია | თავი XXII
ის ამტკიცებდა, რომ დროის დიდი მონაკვეთის განმავლობაში და ცვალებად პირობებში მოქმედი ბუნებრივი გადარჩევა პასუხისმგებელია სიცოცხლის მთელ მრავალფეროვნებაზე.
He postulated that natural selection, operating in varying contexts over vast spans of time as revealed by the emerging science of geology, could account for the entire diversity of life.