მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534881.
ბიოლოგია | თავი XXIII
მუტაციების უმეტესობა სომატურ (არა სასქესო) უჯრედებში წარმოიქმნება. ინდივიდის სიკვდილთან ერთად ეს მუტაციები იკარგებიან.
Most mutations occur in somatic cells and are lost when the individual dies.
534882.
ბიოლოგია | თავი XXIII
მხოლოდ ის მუტაციები, რომლებიც გამეტების წარმომქმნელ სასქესო უჯრედებში ინდუცირდება, შეიძლება გადაეცეს შთამომავლობას. ამავე დროს მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ვრცელდება პოპულაციაში.
Only mutations in cell lines that produce gametes can be passed to offspring, and only a small fraction of these spread through populations.
534883.
ბიოლოგია | თავი XXIII
წერტილოვანი მუტაციები.
Point Mutations.
534884.
ბიოლოგია | თავი XXIII
ისეთ მცირე ცვლილებასაც, როგორიცაა ერთი წყვილი ნუკლეოტიდის შეცვლა, ანუ „წერტილოვანი მუტაცია“ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფენოტიპზე. ამის მაგალითია ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (მემკვიდრული დაავადება).
A change of as little as one base in a gene-a "point mutation"— can have a significant impact on phenotype, as in sickle-cell disease.
534885.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ წერტილოვანი მუტაციების უმეტესობა სავარაუდოდ უვნებელია.
But most point mutations are probably harmless.
534886.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამის ერთი მიზეზია ის, რომ ევკარიოტული გენომის დნმ-ის უმეტესი ნაწილი არ კოდირებს ცილოვან პროდუქტებს.
One reason is that much of the DNA in eukaryotic genomes does not code for protein products.
534887.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენეტიკური კოდში არსებობს სინონიმური კოდონები, რის გამო ცილების მაკოდირებელ გენებში მომხდარი წერტილოვანი მუტაციები ცილის ამინომჟავურ შემადგენლობას არ ცვლიან და ამგვარად მათი გავლენა მცირეა.
And because the genetic code is redundant, even point mutations genes that code for protein may have little effect because they do not alter the protein's amino acid composition.
534888.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუმცა ზოგი, კოდირების უნარის არამქონე დნმ-ის რეგიონი გენების ექსპრესიას არეგულირებს.
However, some noncoding regions of DNA do regulate the expression of genes.
534889.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამდაგვარ მარეგულირებელ რეგიონის დნმ-ში მომხდარი ცვლილებები მნიშვნელოვან ეფექტს იძლევიან.
Changes in these regulatory regions of DNA can have profound effects.
534890.
ბიოლოგია | თავი XXIII
ცალკე აღებულ ორგანიზმზე აისახება გადარჩევის შედეგი, რომელიც ათასობით თაობის განმავლობაში წარსულში ხდებოდა. ამიტომ გენომზე ერთი მუტაციური ცვლილების მოქმედების ალბათობა იგივეა, რაც მანქანის კაპოტის მიმართულებით ბრმა გასროლის შედეგად მანქანის ძრავას თვისებების გაუმჯობესების ალბათობა.
Organisms reflect thousands of generations of past selection, and a single mutational change is about as likely to improve the genome as blindly firing a gunshot through the hood of a car is likely to improve engine performance.
534891.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუმცა, იშვიათ შემთხვევებში მუტანტური ალელის მტარებელი უკეთ ესადაგება გარემოს, ვინაიდან იზრდება მისი რეპროდუქციული წარმატება.
On rare occasions, however, a mutant allele may actually make its bearer better suited to the environment, enhancing reproductive success.
534892.
ბიოლოგია | თავი XXIII
ეს ხდება მაშინ, თუ გარემო პირობები იცვლება, ის მუტაციები, რომლებიც ადრე ორგანიზმისთვის მავნე იყვნენ შეცვლილ გარემოში უპირატესობას ანიჭებენ მას.
This is more likely when the environment is changing and mutations that were once selected against become favorable.
534893.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: როგორც 22 თავში წაიკითხეთ, მუტაციები, რომლებიც აივ-ს ვირუსს სამკურნალო პრეპარატის მიმართ მდგრადობას ანიჭებენ, ამავე დროს ამცირებენ მისი გამრავლების სიჩქარეს.
For example, as read in Chapter 22, certain mutations that make HIV resisyou tant to particular drugs also slow its reproductive rate.
534894.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ მუტანტურ ალელებს უპირატესობა ენიჭებათ პრეპარატის მოქმედების შემდეგ. წამლის მიღების შემდეგ ბუნებრივი გადარჩევის მოქმედების შედეგად იზრდება მუტანტური ალელების რაოდენობა.
Only after the drugs were introduced were these mutant alleles favored, and natural selection increased their frequency as a result.
534895.
ბიოლოგია | თავი XXIII
მუტაციები რომლებიც ცვლიან გენების რაოდენობას ან თანამიმდევრობას.
Many Mutations that Alter Gene Number or Sequence.
534896.
ბიოლოგია | თავი XXIII
ქრომოსომური მუტაციები, რომლებიც ერთბაშად შლიან, ანაწევრებენ ან ადგილებს უცვლიან მრავალ ლოკუსს თითქმის ყოველთვის სახიფათოა ორგანიზმისთვის.
Chromosomal mutations that delete, disrupt, or rearrange loci at once are almost certain to be harmful.
534897.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუმცა, თუ გენები ხელშეუხებლები რჩებიან ასეთი მუტაციების გავლენა ორგანიზმზე შეიძლება ნეიტრალური იყოს.
However, when such mutations leave genes intact, their effects on organisms may be neutral.
534898.
ბიოლოგია | თავი XXIII
იშვიათ შემთხვევებში ქრომოსომათა შორის უბნების გადაატანა წარმატებულიც კი არის.
In rare cases, chromosomal rearrangements may even be beneficial.
534899.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად, ერთი ქრომოსომის ნაწილის გადატანამ სხვა ქრომოსომაზე შეიძლება ისე გააერთიანოს გენები, რომ მათ ერთად მეტი პოზიტიური ეფექტი ექნებათ.
For example, the translocation of part of one chromosome to a different chromosome could link genes that together have some heightened positive effect.
534900.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენების დუპლიკაცია (გაორმაგება) ცვალებადობის მნიშვნელოვანი რესურსია.
Gene duplication is an important source of variation.