მოიძებნა 669201 ჩანაწერი
534961.
ბიოლოგია | თავი XXIII
გვიან 1960 წლებში ამ პირველი კოლონისტების 240 შთამომავლიდან დაავადება ოთხს აღენიშნებოდა.
Of the 240 descendants living on the island in the late 1960s, four had the disease.
534962.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ ალელის სიხშირე ტრისტან დე კუნიაზე ათჯერ მეტი აღმოჩნდა, ვიდრე იმ პოპულაციაში, საიდანაც დამფუძნებლები მოვიდნენ.
The frequency of this allele remains ten times higher on Tris-diversity, we are generally less sensitive to individuality in tan da Cunha than in the populations from which the founders came.
534963.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენთა ნაკადი.
Gene Flow.
534964.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენთა ნაკადის არსებობის გამო პოპულაციამ შეიძლება შეიძინოს ან დაკარგოს გარკვეული ალელები. პოპულაციას გენეტიკური მასალა ემატება ან აკლდება. ეს პროცესი ხდება ფერტილური (ნაყოფიერი) ინდივიდების ან გამეტების გადაადგილების შედეგად.
A population may gain or lose alleles by gene flow, genetic additions to and/or subtractions from a population resulting from the movement of fertile individuals or gametes.
534965.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს წარმოსახვით ყვავილოვან მცენარეთა პოპულაციასთან ახლოს არის ახლად დაფუძნებული ველურად მოზარდი ყვავილოვან მცენარეთა პოპულაცია. ახალი პოპულაცია ძირითადად შედგება თეთრყვავილიანი ინდივიდებისგან.
Suppose, for example, that near our original hypothetical wildflower population there is a newly established wildflower population consisting primarily of white-flowered individuals (CWCW).
534966.
ბიოლოგია | თავი XXIII
დამტვერავ მწერებს შეუძლიათ გადაფრენა და საწყისი პოპულაციის მცენარეების დამტვერვა.
Insects carrying pollen from these plants may fly to and pollinate plants in our original population.
534967.
ბიოლოგია | თავი XXIII
შემოტანილმა CW ალელებმა შეიძლება შეცვალონ ალელების სიხშირე ჩვენი საწყისი პოპულაციის მომდევნო თაობაში.
The introduced CW alleles will modify our original population's allele frequencies in the next generation.
534968.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენების ნაკადს აქვს ტენდენცია შეამციროს პოპულაციებს შორის გენეტიკური სხვაობა.
Gene flow tends to reduce differences between populations.
534969.
ბიოლოგია | თავი XXIII
თუ გენთა ნაკადი საკმაოდ ინტენსიურია, მას შეუძლია მეზობელი პოპულაციები საერთო გენოფონდის მქონე ერთ პოპულაციად გააერთიანოს.
If it is extensive enough, gene flow can amalgamate neighboring populations into a single population with a common gene pool.
534970.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: დღეს ადამიანები გაცილებით ადვილად გადაადგილდებიან მსოფლიოს მასშტაბით, ვიდრე ეს ადრე იყო. ამის შედეგად გენების ნაკადი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ადამიანის პოპულაციაში არსებული ევოლუციური ცვლილებებისთვის, ვიდრე იმ დროს, როცა ადამიანები შედარებით იზოლირებულები იყვნენ.
For example, humans today move much more freely about the world than in the past, and gene flow has become an important agent of evolutionary change in human populations that were previously quite isolated.
534971.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევა ადაპტიური ევოლუციის ძირითადი მექანიზმია.
Natural selection is the primary mechanism of adaptive evolution.
534972.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყველა იმ ფაქტორიდან, რომელსაც შეუძლია გენოფონდის შეცვლა, მხოლოდ ბუნებრივ გადარჩევას შეუძლია მოახდინოს პოპულაციის ადაპტაცია გარემოსთან.
Of all the factors that can change a gene pool, only natural selection is likely to adapt a population to its environment.
534973.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევის შედეგად პოპულაციაში გროვდებიან წამყვანი (ფავორიტი) გენოტიპები.
Natural selection accumulates and maintains favorable genotypes in a population.
534974.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც ადრე წაიკითხეთ, ბუნებრივი გადარჩევის პროცესი გენეტიკური ცვალებადობაზეა დამოკიდებული.
As you have read, the process of selection depends on the existence of genetic variation.
534975.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენეტიკური ცვალებადობა.
Genetic Variation.
534976.
ბიოლოგია | თავი XXIII
ალბათ არ გაგიჭირდებათ ხალხში მეგობრების ამოცნობა.
You probably have no trouble recognizing your friends in a crowd.
534977.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყველა ადამიანს აქვს უნიკალური გენომი. გენომი აისახება ინდივიდუალურ ფენოტიპურ ცვალებადობაში, როგორიცაა: გარეგნობა, ხმა და ტემპერამენტი და მისთ.
Each person has a unique genome, reflected in individual phenotypic variations such as appearance, voice, and temperament.
534978.
ბიოლოგია | თავი XXIII
ინდივიდუალური ცვალებადობა ყველა სახეობის ინდივიდისთვის არის დამახასიათებელი.
Individual variation occurs in populations of all species.
534979.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ ცვალებადობა ყოველთვის არსებობს ყველა სახეობაში. დარვინი აღნიშნავდა, რომ მემკვიდრეობითი ცვალებადობა მასალას ქმნის ბუნებრივი გადარჩევისთვის.
But variations are always present, and as Darwin realized, variations that are heritable are the raw material for natural selection.
534980.
ბიოლოგია | თავი XXIII
იმ განსხვავებასთან ერთად, რომელთა დანახვა ან გაგონება შეგვიძლია, პოპულაციებს ახასიათებთ ინტენსიური გენეტიკური ცვალებადობა. გენეტიკური ცვალებადობის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ მოლეკულურ დონეზე.
In addition to the differences that we can see or hear, populations have extensive genetic variation that can only be observed at the molecular level.