მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535021.
ბიოლოგია | თავი XXIII
სხვა შემთხვევებში გარემოს თანდათანობითი ცვლილება ქმნის კლინს.
In other cases, a gradation in some environmental variable may produce a cline.
535022.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ფრინველის და ძუძუმწოვრის მრავალ სახეობაში განედის მატებასთან ერთად სხეულის საშუალო ზომა თანდათან იზრდება.
For example, the average body size of many North American species of birds and mammals increases gradually with increasing latitude.
535023.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც ჩანს, სხეულის ზედაპირის ფართობის მოცულობასთან შეფარდების შემცირება ცხოველის ტანის ზრდის უკუპროპორციულია. ეს არის ადაპტაცია, რომლის მეშვეობით ცხოველი ცივ გარემოში მუდმივ ტემპერატურას ადვილად ინარჩუნებს.
Presumably, the reduced ratio of surface area to volume that accompanies larger size is an adaptation that helps animals conserve body heat in cold environments.
535024.
ბიოლოგია | თავი XXIII
კლინების ექსპერიმენტული შესწავლით დადგინდა, რომ ორივე: გენეტიკური ცვალებადობაც და გარემოც თავის როლს ასრულებს გეოგრაფიულად დაშორებულ ფენოტიპთა სხვაობაში.
Experimental studies of many clines have confirmed that both genetic variation and environment play a role in the geographic differences of phenotype.
535025.
ბიოლოგია | თავი XXIII
უფრო ახლოს გავეცნოთ ბუნებრივ გადარჩევას.
A Closer Look at Natural Selection.
535026.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციაში არსებული შეცვლილი გენოტიპებიდან ბუნებრივი გადარჩევის მოქმედებით ზოგიერთი მათგანის სიხშირე იზრდება, ანუ იმ ორგანიზმების რაოდენობა, რომლებიც თაობათა განმავლობაში უკეთ შეეგუვნენ კონკრეტულ გარემოს.
From the range of available variations in a population, natural selection increases the frequencies of certain genotypes, fitting organisms to their environment over generations.
535027.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ ნაწილში უფრო ახლოს გავეცნობით ბუნებრივ გადარჩევას, როგორც ევოლუციური ადაპტაციის მექანიზმს.
This section takes a closer look at natural selection as a mechanism of evolutionary adaptation.
535028.
ბიოლოგია | თავი XXIII
ევოლუციური წარმატება.
Evolutionary Fitness.
535029.
ბიოლოგია | თავი XXIII
ფრაზა „ბრძოლა არსებობისათვის“ და უკეთ შეგუებულთა გადარჩენა“ ჩვეულებრივად იხმარება ბუნებრივი გადარჩევის აღწერის დროს, თუმცა ეს გამოთქმა არასწორია, თუ ვგულისხმობთ პირდაპირ ბრძოლას ინდივიდებს შორის.
The phrases "struggle for existence" and "survival of the fittest" are commonly used to describe natural selection, yet these expressions are misleading if taken to mean direct competitive contests among individuals.
535030.
ბიოლოგია | თავი XXIII
არის ისეთი სახეობები, სადაც მამრებს მოეპოვებათ რქები. მამრები (მდედრის დასაუფლებლად) ერთმანეთს რქებით ან სხვანაირად ებრძვიან.
There are animal species in which individuals, usually the males, lock horns or otherwise do combat to determine mating privilege.
535031.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ რეპროდუქციული წარმატება ზოგადად უფრო ნაზია და მდედრისთვის უშუალო ბრძოლის გარდა დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც.
But reproductive success is generally subtler and depends on many factors besides outright battles for mates.
535032.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: ერთ-ერთ კიბოსნაირს () შეუძლია მეტი კვერცხის დადება, ვიდრე მეზობელ კიბოსნაირს, ვინაიდან უკეთ შეუძლია საკვების მოპოვება წყალში.
For example, a barnacle may produce more eggs than its neighbors because it is more efficient at collecting food from the water.
535033.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციაში ერთ-ერთ ჩრჩილს შეიძლება მეტი შთამომავალი ჰყავდეს, ვიდრე იმავე პოპულაციის სხვა ჩრჩილს, ვინაიდან სხეულის შეფერილობა მას მტრისგან უკეთ იცავს.
A moth may have more offspring than other moths in the same population because its body colors more effectively conceal it from predators.
535034.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებაში ველურად მოზარდი ყვავილოვანი მცენარის რეპროდუქციული წარმატება განსხვავებულია, ვინაიდან ზოგს (ყვავილის შეფერილობაში, ზომაში ან სურნელში არსებული მცირე ცვალებადობის გამო) მეტი დამმტვერავი მწერის მიზიდვა შეუძლია.
Wildflowers may differ in reproductive success because some attract more pollinators owing to slight variations in color, shape, or fragrance.
535035.
ბიოლოგია | თავი XXIII
ყოველივე ეს ადაპტიური უპირატესობის მაგალითია. ამავე დროს კომპონენტია იმისა, რასაც ჩვენ წარმატებას ვუწოდებთ.
These are all examples of adaptive advantage, and they are all components of what we call fitness.
535036.
ბიოლოგია | თავი XXIII
ინდივიდს გარკვეული წვლილი შეაქვს შემდეგი თაობის გენოფონდის ფორმირებაში. ამ შენატანის შეფარდება სხვა ინდივიდების შენატანთან გვაძლევს წარმატებას.
The contribution an individual makes to the gene pool of the next generation, relative to the contributions of other individuals.
535037.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევის ეფექტურობის რიცხვებში გამოსახატავად, პოპულაციურმა გენეტიკოსებმა განსაზღვრეს ფარდობითი წარმატების ცნება. ეს არის გენოტიპის შენატანი შემდეგ თაობაში შეფარდებული ამავე ლოკუსის მიხედვით ალტერნატიული გენოტიპის შენატანთან.
In a more quantitative approach to natural selection, population geneticists define relative fitness as the contribution of a genotype to the next generation compared to the contributions of alternative genotypes for the same locus.
535038.
ბიოლოგია | თავი XXIII
განვიხილოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ველურად მზარდი ყვავილოვანი მცენარის პოპულაცია.
Consider our wildflower population once again.
535039.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩავთვალოთ, რომ წითელი ყვავილების მქონე ინდივიდები საშუალოდ უფრო მცირე რაოდენობით გვაძლევენ შთამომავლობას, ვიდრე თეთრი ან ვარდისფერი ყვავილების მქონე ინდივიდები. თეთრი და ვარდისფერი ყვავილების მქონე ინდივიდები კი თანაბარი რაოდენობის შთამომავლობას იძლევიან.
Let's assume that, on average, individuals with red flowers produce fewer offspring than those with white or pink flowers, which produce equal numbers of offspring.
535040.
ბიოლოგია | თავი XXIII
რეპროდუქციულად ყველაზე წარმატებული ვარიანტის ფარდობითი წარმატება მივიჩნიოთ 1-ის ტოლად. ეს იქნება საფუძველი შესადარებლად, ასე რომ თეთრყვავილიანი ან ვარდისფერ ყვავილიანი მცენარეების ფარდობითი წარმატება არის 1.
The relative fitness of the most reproductively successful variants is set at 1 as a basis for comparison, so the relative fitness of a white-flowered or pink-flowered plant is 1.