მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535101.
ბიოლოგია | თავი XXIII
ნებისმიერი თვისებების მქონე იშვიათი პეპლები იღებენ უპირატესობას ჩვეულებრივ პეპლებთან შედარებით, ნებისმიერი თვისებების მქონე ჩვეულებრივი პეპლები კი ხდებიან წარუმატებლები, ვინაიდან ჩხიკვები უფრო ადვილად სწავლობენ ჩვეულებრივი პეპლების მოძებნას, ვიდრე იშვიათი პეპლების.
Rare moths of any pattern were at an advantage and common moths of any pattern were at a disadvantage because the jays learned to find the common moths more easily than the rare ones.
535102.
ბიოლოგია | თავი XXIII
ველურ ბუნებაში მტაცებელი-მსხვერპლი ურთიერთკავშირისას ნანახია მსგავსი, სიხშირეზე დამოკიდებული გადარჩევა.
Similar frequency-dependent selection has been observed in a number of predator-prey interactions in the wild.
535103.
ბიოლოგია | თავი XXIII
ნეიტრალური ცვალებადობა.
Neutral Variation.
535104.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციაში არსებულ ზოგ მემკვიდრეობით ცვალებადობას ალბათ მცირე გავლენა აქვს ან საერთოდ არა აქვს გავლენა რეპროდუქციულ წარმატებაზე, ასე რომ ბუნებრივი გადარჩევა არ მოქმედებს ამ ალელებზე.
Some of the genetic variation in populations probably has little or no impact on reproductive success, and thus natural selection does not affect these alleles.
535105.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: ადამიანის გენომის დნმ-ის არატრანსლირებადი ნაწილი საკმაოდ განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანში, მაგრამ ეს ცვალებადობა არ იძლევა უპირატესობას გადარჩევაში. ასეთ ცვალებადობას ნეიტრალური ცვალებადობა დაარქვეს.
For example, most of the DNA base differences between humans that are found in untranslated parts of the genome appear to confer no selective advantage and therefore are considered neutral variation.
535106.
ბიოლოგია | თავი XXIII
ფსევდოგენებში, ანუ გენებში რომლებიც ინაქტივირებულები არიან მუტაციებით, გენის ყველა ნაწილში თავისუფლად გროვდება გენეტიკური “ხმაური” ანუ ნეიტრალური ცვალებადობა.
And in pseudogenes, genes that have become inactivated by mutations, genetic "noise" is free to accumulate in all parts of the gene.
535107.
ბიოლოგია | თავი XXIII
ნეიტრალური ცვალებადობის შეფარდებითი სიხშირეები არ ექვემდებარებიან ბუნებრივ გადარჩევას.
The relative frequencies of neutral variations are not affected by natural selection.
535108.
ბიოლოგია | თავი XXIII
გენეტიკური დრეიფის არსებობის გამო, დროის განმავლობაში ზოგი ნეიტრალური ალელის სიხშირე იზრდება და სხვების კი მცირდება.
Over time, some neutral alleles increase in frequency and others decrease through genetic drift.
535109.
ბიოლოგია | თავი XXIII
ცილის სტრუქტურის კოდის შემცვლელი მუტაციური ცვლილებებიც შეიძლება ნეიტრალურები იყვნენ.
Even mutational changes that alter proteins can be neutral.
535110.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: დროზოფილის გენომში წარმოიქმნებიან მუტაციები. ხდება ამ მუტაციების გენომში ფიქსირება, მაგრამ დროზოფილის გენეტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ამინომჟავების მაკოდირებელი ალელების მუტაციების დაახლოებით ნახევარი გადარჩევის ეფექტს არ ექვემდებარება, ანუ ეს მუტაციები არ ახდენენ გავლენას ცილების ფუნქციებზე.
For example, data from Drosophila suggest that roughly half of the amino-acid-changing mutations that arise and subsequently become fixed have no selective effect-that is, they do not affect protein function.
535111.
ბიოლოგია | თავი XXIII
რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ ნეიტრალურმა გენეტიკურმა სხვაობამ იმოქმედოს გადარჩევაზე და რეპროდუქციულ წარმატებაზე. ამ მოქმედების გზების განსაზღვრა რთულია.
Of course, it is possible that genetic differences that appear to be neutral may actually influence survival and reproductive success in ways that are difficult to measure.
535112.
ბიოლოგია | თავი XXIII
უფრო მეტიც, შეცვლილი ალელი შეიძლება იყოს ნეიტრალური ერთ გარემოში, მაგრამ სხვა გარემოში არ იქნება ნეიტრალური.
Furthermore, a variant allele may be neutral in one environment but not in another.
535113.
ბიოლოგია | თავი XXIII
დებატები ნეიტრალური ცვალებადობის მასშტაბზე გრძელდება (რომელსაც 25 თავში გაეცნობით) მაგრამ ერთი რამ ცხადია.
The debate over the extent of neutral variation continues (as you will read further in Chapter 25), but one thing is clear.
535114.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაშინაც, თუ გენოფონდში არსებული ინტენსიური ცვალებადობის მხოლოდ ნაწილი ახდენს მნიშვნელოვან გავლენას წარმატებაზე, ეს ცვლილება უდიდეს რეზერვს წარმოადგენს ბუნებრივი გადარჩევისთვის და ადაპტიური ევოლუციისთვის.
Even if only a fraction of the extensive variation in a gene pool significantly affects fitness, that is still an enormous reservoir of raw material for natural selection and adaptive evolution.
535115.
ბიოლოგია | თავი XXIII
სქესობრივი გადარჩევა.
Sexual Selection.
535116.
ბიოლოგია | თავი XXIII
ჩარლზ დარვინი პირველი იყო, რომელმაც გამოიკვლია სქესობრივი გადარჩევის გავლენა ევოლუციაზე.
Charles Darwin was the first to explore the implications of sexual selection, which is natural selection for mating success.
535117.
ბიოლოგია | თავი XXIII
წარმატებულ შეჯვარებაში სქესობრივი გადარჩევა იგივე როლს ასრულებს, რასაც ბუნებრივი გადარჩევა. გადარჩევის ეს ტიპი აისახება სქესობრივ დიმორფიზმში, ანუ სქესთა შორის სხვაობაში. სქესთა შორის სხვაობა კი გამოიხატება მეორად სასქესო ნიშნებში. მეორადი სასქესო ნიშნები პირდაპირ არ ასოცირდებიან რეპროდუქციასთან.
This type of selection can result in sexual dimorphism, marked differences between the sexes in secondary sexual characteristics, which are not directly associated with reproduction.
535118.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ ნიშნებს მიეკუთვნება სხეულის ზომაში, შეფერილობაში და მოხატულობაში განსხვავება.
These distinctions include differences in size, color, and ornamentation.
535119.
ბიოლოგია | თავი XXIII
ხერხემლიანებში მამრები წესისამებრ „ძლიერ სქესს“ წარმოადგენენ.
In vertebrates, males are usually the showier sex.
535120.
ბიოლოგია | თავი XXIII
მნიშვნელოვანია შევძლოთ სქესთაშორისი (ინტრასექსუალური) და შიდასქესობრივი გადარჩევის გარჩევა.
It is important to distinguish between intrasexual and intersexual selection.