მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535121.
ბიოლოგია | თავი XXIII
შიდასქესობრივი გადარჩევა ნიშნავს გადარჩევას “ერთი და იმავე სქესს შორის”. ამ დროს ადგილი აქვს პირდაპირ შეჯიბრს ერთი სქესის ინდივიდებს შორის მდედრის დასაუფლებლად.
Intrasexual selection, meaning selection "within the same sex," is a direct competition among individuals of one sex for mates of the opposite sex.
535122.
ბიოლოგია | თავი XXIII
შიდასქესობრივი გადარჩევა ყველაზე ადვილად შესამჩნევია მამრებში.
Intrasexual selection is usually most obvious in males.
535123.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: მრავალ სახეობაში ერთი მამრი მდედრების ჯგუფს პატრონობს. სხვა მამრებს არ აკარებს თავის მდედრებს იმიტომ, რომ მის მდედრებს არ შეეჯვარონ.
For example, in many species a single male patrols a group of females and prevents other males from mating with them.
535124.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასეთი მამრი იცავს თავის მდგომარეობას და ჩაგრავს უფრო მცირე ზომის, სუსტ ან ნაკლებად აგრესიულ მამრებს; ამ შეჯიბრის დროს უფრო ხშირია ფსიქოლოგიური გამარჯვება რიტუალურ შეჯიბრში. ფსიქოლოგიური გამარჯვების შედეგად მეორე მეტოქე უკან იხევს და თავს არიდებს ტრავმის რისკს. ტრავმები ამცირებენ მის საკუთარ წარმატებას.
The patrolling male may defend his status by defeating smaller, weaker, or less fierce males in combat; more often, he is the psychological victor in ritualized displays that discourage would-be competitors but do not risk injury that would reduce his own fitness.
535125.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც ჩანს შიდასქესობრივი გადარჩევა ზოგჯერ მდედრებშიც მიმდინარეობს.
But evidence is growing that intrasexual selection can take place between females as well.
535126.
ბიოლოგია | თავი XXIII
მრგვალკუდა ლემურებში დომინანტები არიან მდედრები და არა მამრები. ამიტომ იერარქიას ერთმანეთში მდედრები ადგენენ.
In ring-tailed lemurs, for example, females dominate males and also establish hierarchies of dominance among themselves.
535127.
ბიოლოგია | თავი XXIII
სქესთაშორისი გადარჩევის დროს, რომელსაც ასევე მამრის შერჩევას უწოდებენ, ერთი სქესის ინდივიდები (როგორც წესი მდედრები) ირჩევენ თავიანთ პარტნიორებს მეორე სქესის წარმომადგენლებს შორის.
In intersexual selection, also called mate choice, individuals of one sex (usually females) are choosy in selecting their mates from the other sex.
535128.
ბიოლოგია | თავი XXIII
უმეტეს შემთხვევაში მდედრის არჩევანი დამოკიდებულია მამრის გარეგნობაზე ან ქცევაზე.
In many cases, the female's choice depends on the showiness of the male's appearance or behavior.
535129.
ბიოლოგია | თავი XXIII
მდედრები მამრებთან შედარებით უფრო იშვიათად უწყვილდებიან. ამიტომ უპირატესობა იმ მდედრს ექნება, რომელიც უფრო მეტ შთამომავლებს დატოვებს, ანუ ისეთ მამრს შეირჩევს, რომლისგან მეტი ნაშიერი ეყოლება.
However, because females have fewer chances to mate than males, a female only gains an advantage over other females if she chooses a mate that enables her to produce more fit offspring.
535130.
ბიოლოგია | თავი XXIII
სქესობრივი გადარჩევის კვლევისას დარვინს აოცებდა ის, რომ ზოგი სახეობის მამრის მკვეთრი გარეგნობა მისთვის მომგებიანია მხოლოდ მდედრის მისაზიდად. სხვა მხრივ ის სულ არ არის ადაპტიური და უქმნის მის პატრონს გარკვეულ რისკს.
What intrigued Darwin about mate choice is that some of the male showiness does not seem to be adaptive in any other way and may in fact pose some risk.
535131.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად კაშკაშა შეფერილობა მამრ ფრინველებს უფრო შესამჩნევს ხდის მტაცებლებისთვის.
For example, bright plumage may make male birds more visible to predators.
535132.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ თუ ეს მეორადი სქესობრივი მაჩვენებელი ეხმარება მამრს მდედრის მოხიბვლაში და სარგებელი აქედან რისკთან შედარებით მეტია, მაშინ ორივე, კაშკაშა შეფერილობაც და მდედრის არჩევანიც ზრდიან რეპროდუქციულ წარმატებას. ამით მტკიცდება დარვინის ძირითადი იდეა.
But if such secondary sexual characteristics help a male gain a mate, and this benefit outweighs the risk from predation, then both the bright plumage and the female preference for it will be reinforced for the most Darwinian of reasons-because they enhance reproductive success.
535133.
ბიოლოგია | თავი XXIII
მდედრი ყოველ ჯერზე პარტნიორს ირჩევს გარკვეული გარეგნობის ან ქცევის მიხედვით. ასე ხდება იმ ალელების შენახვა, რომელთა არსებობის გამო მდედრი აკეთებს ამ არჩევანს. ეს კი აძლევს საშუალებას განსაკუთრებით მკვეთრი ფენოტიპის მქონე მამრს გადასცეს შთამომავლობას მისი ალელები.
Every time a female chooses a mate based on a certain appearance or behavior, she perpetuates the alleles that influenced her to make that choice, allowing a male with an especially showy phenotype to pass on his alleles to offspring.
535134.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორ ვითარდება მამრის გარკვეული ნიშან-თვისებების შერჩევა მდედრის მიერ?
How do female preferences for certain male characteristics evolve?
535135.
ბიოლოგია | თავი XXIII
აქვს თუ არა მამრს შესაბამისი სარგებელი მკაფიო ნიშან-თვისებებისგან?
Could there be fitness benefits to showy traits?
535136.
ბიოლოგია | თავი XXIII
რამდენიმე მკვლევარი მუშაობს ჰიპოთეზაზე, რომ მკვეთრი სქესობრივი ნიშნები ასახავენ ცხოველის ჯანმრთელობას.
Several researchers are testing the hypothesis that these sexual advertisements reflect overall health.
535137.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: სერიოზული პარაზიტული ინფექციების მატარებელ მამრ ფრინველებს აქვთ შეუხედავი, აჩეჩილი ბუმბული.
For example, male birds with serious parasitic infections may have dull, disheveled plumage.
535138.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც წესი ისინი ვერ ახერხებენ საკმარისი რაოდენობის მდედრების მოხიბვლას.
They don't usually win many females.
535139.
ბიოლოგია | თავი XXIII
როცა მდედრი ყველაზე ლამაზ მამრს ირჩევს, ის ამავე დროს პარტნიორად ირჩევს ჯანმრთელ ინდივიდს. ამით კი მეტი შანსი აქვს ჯანმრთელი შთამომავლობა დატოვოს.
If the female chooses a showy male, she may be choosing a healthy one as well, and the benefit will be a greater chance of healthy offspring.
535140.
ბიოლოგია | თავი XXIII
სქესობრივი გამრავლების ევოლუციური გამოცანა.
The Evolutionary Enigma of Sexual Reproduction.