მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535141.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბიოლოგები არა მარტო სქესობრივი გამრავლების მექანიზმებს სწავლობენ, არამედ სქესის ევოლუციასაც, როგორც ცალკე აღებულ მოვლენას.
Even as biologists study the mechanisms of sexual selection, they continue to wonder about the evolution of sex itself.
535142.
ბიოლოგია | თავი XXIII
პოპულაციის სწრაფი გამრავლებისთვის უსქესო გამრავლება სქესობრივ გამრავლებასთან შედარებით უფრო მომგებიანია.
As a mechanism of rapid population expansion, it is far inferior to asexual reproduction.
535143.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: განვიხილოთ მწერების პოპულაცია, სადაც მდედრების ნახევარი მრავლდება მხოლოდ სქესობრივად და ნახევარი მხოლოდ უსქესოდ.
Consider, for example, a population of insects in which half the females reproduce only sexually and half reproduce only asexually.
535144.
ბიოლოგია | თავი XXIII
საპირისპიროდ, ორსქესიანი გამრავლებისას მდედრების შთამომავლობის ნახევარს მამრები შეადგენენ. ეს აუცილებელია გამრავლებისთვის, მაგრამ მამრები თვითონ არ ტოვებენ შთამომავლობას.
In contrast, half of the sexual females' offspring would be males, which would be required for reproduction but would themselves be unable to give birth.
535145.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ რა უპირატესობა აქვს სქესობრივ გამრავლებას?
But what advantage does sex provide?
535146.
ბიოლოგია | თავი XXIII
ერთი ვერსიით მეიოზური რეკომბინაციის და განაყოფიერების პროცესის შედეგად გროვდება მემკვიდრეობითი ცვალებადობა (გენეტიკური მრავალფეროვნება), რომელზეც მოქმედებს ბუნებრივი გადარჩევა.
One explanation is that the processes of meiotic recombination and fertilization generate the genetic variation on which natural selection acts.
535147.
ბიოლოგია | თავი XXIII
სავარაუდოდ, ბუნებრივი გადარჩევა ინარჩუნებს სქესის არსებობას, მიუხედავად მისი რეპროდუქციული ნაკლისა, ვინაიდან მომავალში მას სარგებელი მოაქვს. მემკვიდრეობითი ცვალებადობა სქესის არსებობის შედეგია. ის იძლევა ორგანიზმის ადაპტაციის შესაძლებლობას ცვალებად გარემოსთან.
The assumption is that natural selection sustains sex, in spite of its reproductive drawbacks, because genetic variation enables future adaptation to an ever-changing environment.
535148.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ ამ ვარაუდის დაცვა ძნელია.
But this assumption is difficult to defend.
535149.
ბიოლოგია | თავი XXIII
ბუნებრივი გადარჩევა ყოველთვის მოქმედებს „ახლა და აქ“, ის არ მოქმედებს მომავალზე გათვალისწინებით, ამიტომ იმ ინდივიდების რეპროდუქციულ წარმატებას ხელს უწყობს, რომლებიც უკეთ მრავლდებიან კონკრეტულ გარემოში.
Natural selection always acts in the here and now, favoring the success of those individuals that reproduce best in the current environment.
535150.
ბიოლოგია | თავი XXIII
შეეცადეთ განსაზღვროთ, თუ რა გზით ანიჭებს უპირატესობას გამრავლებად ინდივიდებს მემკვიდრეობითი ცვალებადობა ანუ გენეტიკური მრავალფეროვნება დროის მცირე მონაკვეთის, თაობიდან –თაობამდე, განმავლობაში.
So instead, consider how the genetic variation that results from sex might benefit sexually reproducing individuals over the short term on a generation-to-generation time scale.
535151.
ბიოლოგია | თავი XXIII
ერთი ჰიპოთეზით მემკვიდრეობითი ცვალებადობის არსებობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაავადებათა მიმართ ორგანიზმის მდგრადობაში.
One hypothesis emphasizes the importance of genetic variation in resistance to disease.
535152.
ბიოლოგია | თავი XXIII
მრავალი ბაქტერიული და ვირუსული პათოგენი ცნობს მასპინძელს და აინფიცირებს. ის უკავშირდება მასპინძლის რეცეპტორების მოლეკულებს.
Many bacterial and viral pathogens recognize and infect a host by attaching to receptor molecules on the host's cells.
535153.
ბიოლოგია | თავი XXIII
ასე რომ, მომგებიანი უნდა იყოს სხვადასხვა დაავადების მიმართ ცვალებადები მდგრადობის მქონე შთამომავლობა.
There should be an advantage in producing offspring that vary in their resistance to different diseases.
535154.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: ერთ შთამომავალს შეიძლება ჰქონდეს უჯრედული მარკერი, რომელიც მას A ვირუსის მიმართ რეზისტენტულს ხდის. მეორე შეიძლება რეზისტენტული იყოს B ვირუსის მიმართ.
For example, one offspring may have cellular markers that make it resistant to virus A, while another may be resistant to virus B.
535155.
ბიოლოგია | თავი XXIII
ამ ჰიპოთეზიდან გამომდინარეობს, რომ რეცეპტორების (რომლებსაც ემაგრებიან პათოგენები) მაკოდირებელი გენის ლოკუსს უნდა ჰქონდეს მრავალი ალელი.
This hypothesis predicts that gene loci that code for the receptors to which pathogens attach should have many alleles.
535156.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგალითად: ადამიანებში ორიდან ყოველი გენის ლოკუსისთვის არსებობს ასეულობით ალელი, რომლებიც აკოდირებენ ცილებს. ეს ცილები უჯრედის ზედაპირს მის მოლეკულურ უნიკალობას ანიჭებენ (ამ უჯრედული მარკერების შესახებ მეტი ინფორმაცია მოცემულია 43 თავში).
In humans, for example, there are hundreds of alleles for each of two gene loci coding for the proteins that give cell surfaces their molecular fingerprints (you'll read more about these cellular markers in Chapter 43).
535157.
ბიოლოგია | თავი XXIII
პათოგენების უმეტესობას უნარი აქვს სწრაფად იპოვოს მასპინძლის სპეციფიკური რეცეპტორის გასაღები, ამიტომ ცალკეული გენოტიპის მდგრადობა მოცემული დაავადების მიმართ არ არის მუდმივი.
Of course, because most pathogens evolve rapidly in their ability to key on specific host receptors, resistance of a particular genotype to a given disease is not permanent.
535158.
ბიოლოგია | თავი XXIII
მაგრამ სქესის არსებობა იძლევა „კლიტეების შეცვლის“ მექანიზმს და ეს მექანიზმი ცვალებადია შთამომავალთა შორის.
But sex provides a mechanism for "changing the locks" and varying them among offspring.
535159.
ბიოლოგია | თავი XXIII
როგორც 22 თავში აღვნიშნეთ, ბუნებაში არსებობს უამრავი ორგანიზმი რომელიც არც ისე კარგად არის მორგებული თავის ცხოვრების ნირთან. ეს ხდება რამდენიმე მიზეზის გამო.
As we noted in Chapter 22, nature abounds with examples of organisms that seem to be less than ideally "engineered" for their lifestyles, for several reasons.
535160.
ბიოლოგია | თავი XXIII
ევოლუცია შეზღუდულია ისტორიული ზეწოლით.
Evolution is limited by historical constraints.