მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535241.
ბიოლოგია | თავი XXIV
ფილოგენეტიკური სახეობის კონცეფცია. განსაზღვრავს სახეობას, როგორც ერთიანი გენეტიკური წარმომავლობის მქონე ორგანიზმების ნაკრებს – ანუ სიცოცხლის ხის ერთი ტოტს.
The phylogenetic species concept defines a species as a set of organisms with a unique genetic history-that is, as one branch on the tree of life.
535242.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბიოლოგები სახეობების ფილოგენეტიკური ისტორიის გამოსაკვლევად ადარებენ მათ ფიზიკურ თვისებებს ან ერთი სახეობის დნმ-ის თანმიმდევრობას სხვა ორგანიზმების დნმ-ის თანმიმდევრობასთან.
Biologists trace the phylogenetic history of a species by comparing its physical characteristics or its molecular sequences with those of other organisms.
535243.
ბიოლოგია | თავი XXIV
ასეთი ანალიზის შედეგად შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ სხვა მხრივ ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდგომი ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფები. ამ მეთოდების გამოყენების გარეშე ვერ განვიხილავთ მათ ცალკეულ სახეობებად.
Such analysis can distinguish groups of individuals that are sufficiently different to be considered separate species.
535244.
ბიოლოგია | თავი XXIV
რა თქმა უნდა ძნელია სხვაობის იმ ხარისხის დადგენა, რომლის მიხედვით სახეობა ცალკეულ სახეობად განისაზღვრება.
Of course, the difficulty is in determining the degree of difference required to indicate separate species.
535245.
ბიოლოგია | თავი XXIV
ფილოგენეტიკური ინფორმაციის მეშვეობით ხანდახან ხდება „მონათესავე, შვილეული სახეობების“ გამოვლენა. ეს სახეობები იმდენად მსგავსნი არიან, რომ მორფოლოგიურად მათი განსხვავება შეუძლებელია.
Phylogenetic information sometimes reveals the existence of "sibling species": species that appear so similar that they cannot be distinguished on morphological grounds.
535246.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუ ფილოგენეტიკური სხვაობა რეპროდუქციული შეუთავსებლობის შედეგია, მეცნიერები სახეობის განსაზღვრისთვის ბიოლოგიური სახეობის კონცეფციას მიმართავენ.
Scientists can then apply the biological species concept to determine if the phylogenetic distinction is confirmed by reproductive incompatibility.
535247.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ განმარტებების გამოყენების წარმატება დამოკიდებულია სიტუაციაზე და ჩვენს მიერ დაყენებულ კითხვებზე.
The usefulness of each of these definitions depends on the situation and the questions we are asking.
535248.
ბიოლოგია | თავი XXIV
რეპროდუქციულ ბარიერებზე დამყარებული ბიოლოგიური სახეობის კონცეფცია საკმაოდ გამოსადეგია სახეობათა წარმოშობის შესასწავლად.
The biological species concept, with its focus on reproductive barriers, is particularly valuable for studying how species originate.
535249.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობათა წარმოქმნა შეიძლება როგორც გეოგრაფიული (სივრცით) იზოლაციისას, ისე მის გარეშე მიმდინარეობდეს.
Speciation can take place with or without geographic separation.
535250.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობის წარმოქმნა შეიძლება ორი ძირითადი გზით მიმდინარეობდეს: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით ხდება პოპულაციაში გენთა ნაკადის შეწყვეტა.
Speciation can occur in two main ways, depending on how gene flow between the populations is interrupted.
535251.
ბიოლოგია | თავი XXIV
ალოპატრიული (სხვა ქვეყანაში) სახეობათა წარმოშობა.
Allopatric ("Other Country") Speciation.
535252.
ბიოლოგია | თავი XXIV
ალოპატრიული სახეობათა წარმოქმნის შემთხვევაში (ბერძნულიდან Aallos- სხვა პატრის - სამშობლო) გენების ნაკადი წყდება, როცა პოპულაცია გეოგრაფიულად იზოლირებულ ქვეპოპულაციებად იყოფა.
In allopatric speciation (from the Greek allos, other, and patra, homeland), gene flow is interrupted when a population is divided into geographically isolated subpopulations.
535253.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: ტბაში წყლის დონემ შეიძლება დაიწიოს, ამის შედეგად წარმოიქმნება პატარა ზომის განცალკევებული ტბები. ამ ტბებში მობინადრე პოპულაციები განცალკევებულები არიან ერთმანეთისგან.
For example, the water level in a lake may subside, resulting in smaller lakes that are home to separated populations.
535254.
ბიოლოგია | თავი XXIV
მდინარის დინების მიმართულება შეიძლება შეიცვალოს. ამის შედეგად ხდება იმ ცხოველების პოპულაციების განცალკევება, რომლებსაც არ შეუძლიათ მდინარის გადაკვეთა.
A river may change course and split a population of animals that cannot cross it.
535255.
ბიოლოგია | თავი XXIV
ალოპატრიული სახეობათა წარმოქმნა შეიძლება მიმდინარეობდეს გეოგრაფიული ცვლილებების გარეშეც, მაგალითად როცა ერთი სახეობის ინდივიდები მიგრირებენ საცხოვრებლად შორეულ რეგიონში. ამ ინდივიდების შთამომავლობა ხდება გეოგრაფიულად იზოლირებული მშობლიური პოპულაციიდან.
Allopatric speciation can also occur without geologic remodeling, such as when individuals colonize a remote area, and their descendants become geographically isolated from the parent population.
535256.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამის მაგალითია გალაპაგოსის კუნძულებზე მომხდარი სახეობათა წარმოქმნა. ის მოხდა იმის შემდეგ, რაც მატერიკზე ბინადარი ორგანიზმებით დასახლდა გალაპაგოსის კუნძულები.
An example is the speciation that occurred on the Galápagos Islands following colonization by mainland organisms.
535257.
ბიოლოგია | თავი XXIV
რამდენად დიდი უნდა იყოს გეოგრაფიული ბარიერი, რომ ალოპატრიული პოპულაციები დარჩნენ ერთმანეთისგან დაცილებულები საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში?
How formidable must a geographic barrier be to keep allopatric populations apart?
535258.
ბიოლოგია | თავი XXIV
პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააჩნიათ ორგანიზმებს ამ ბარიერის გადალახვის უნარი.
The answer depends on the ability of the organisms to move about.
535259.
ბიოლოგია | თავი XXIV
ფრინველებს, პუმებს და კოიოტებს შეუძლიათ მდინარეების, მთების და კანიონების გადალახვა.
Birds, mountain lions, and coyotes can cross hills, rivers, and canyons.
535260.
ბიოლოგია | თავი XXIV
ეს ბარიერები ასევე ხელს არ უშლიან ფიჭვის მტვრის ან უამრავი ყვავილოვანი მცენარის თესლის გავრცელებას.
Nor do such barriers hinder the windblown pollen of pine trees or the seeds of many flowering plants.