მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535261.
ბიოლოგია | თავი XXIV
გეოგრაფიული იზოლაციის გაჩენის შემდეგ, იზოლირებული გენოფონდები ყველა იმ წესის მიხედვით განიცდიან გათიშვას, რომლებიც 23 თავში აღწერილია.
Once geographic separation has occurred, the separated gene pools diverge through any or all of the mechanisms described in Chapter 23.
535262.
ბიოლოგია | თავი XXIV
წარმოიქმნება სხვადასხვა სახის მუტაციები, სქესობრივი გადარჩევა შესაბამის პოპულაციებში სხვადასხვა გზით მიმდინარეობს, სხვა გადარჩევითი ზეწოლა სხვადასხვანაირად მოქმედებს იზოლირებულ ორგანიზმებზე, გენეტიკური დრეიფი კი ცვლის ალელების სიხშირეს.
The different mutations arise, sexual selection takes a different course in the respective populations, other selective pressures act differently on the separated organisms, and genetic drift alters allele frequencies.
535263.
ბიოლოგია | თავი XXIV
იზოლირებული მცირერიცხოვანი პოპულაცია დიდ პოპულაციასთან შედარებით უფრო ადვილად განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, ამიტომ მისი გენოფონდი შედარებით მცირე დროის განმავლობაში დამოკიდებულია გადარჩევაზე და გენეტიკურ დრეიფზე. მოსალოდნელია, რომ უფრო მცირე ზომის პოპულაციები, უფრო დიდი ალბათობით განიცდიან ალოპატრიულ სახეობათა წარმოქმნას.
Because small, isolated populations are more likely than large populations to undergo a significant change in their gene pool in a relatively short time due to selection and drift, they are also more likely to experience allopatric speciation.
535264.
ბიოლოგია | თავი XXIV
სამხრეთი ამერიკის მატერიკიდან დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ რამდენიმე ცხოველი და მცენარე მოხვდა გალაპაგოსის კუნძულებზე. მათ დასაბამი მისცეს ყველა იმ ახალ სახეობას, რომელიც ამჟამად ამ კუნძულებზე ბინადრობს.
In less than 2 million years, the few animals and plants from the South American mainland that colonized the Galápagos Islands gave rise to all the new species now found there.
535265.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგრამ მცირე ზომის იზოლირებული პოპულაციის დაღუპვის შანსი ახალ გარემოში ბევრად დიდია, ვიდრე ახალ სახეობად გადაქცევის შანსი.
But for each small, isolated population that becomes a new species, many more perish in their new environment.
535266.
ბიოლოგია | თავი XXIV
რომ დავადასტუროთ ალოპატრიული სახეობათა წარმოქმნის შემთხვევა, აუცილებელია განვსაზღვროთ, საკმარისად შეიცვალნენ ალოპატრიული პოპულაციები თუ არა, შეძლებენ თუ არა ისინი შეჯვარებას და ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემას.
To confirm a case of allopatric speciation, it is necessary to determine whether the allopatric populations have changed enough that they no longer have the potential to interbreed and produce fertile offspring.
535267.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამის გასარკვევად ზოგ შემთხვევაში მკვლევრები შემდეგ ცდას ატარებენ: იზოლირებული პოპულაციების წევრებს ლაბორატორიულ პირობებში ერთად ათავსებენ.
In some cases, researchers evaluate whether speciation has occurred by bringing together members of separated populations in a laboratory setting.
535268.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბიოლოგები ალოპატრიულ სახეობათა წარმოქმნას ველურ ბუნებაშიც აფასებენ.
Biologists can also assess allopatric speciation in the wild.
535269.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: გალაპაგოსის მიწის მთიულების Geospiza difficilis მდედრებს აქვთ იმავე კუნძულზე მობინადრე მამრის გალობაზე გარკვეული საპასუხო რეაქცია, მაგრამ ისინი არ აქცევენ ყურადღებას სხვა კუნძულიდან მოყვანილი იგივე სახეობის მამრის გალობას (ალოპატრიული პოპულაცია).
For example, females of the Galápagos ground finch Geospiza difficilis respond to the song of males from the same island, but ignore the songs of males of the same species from other islands (allopatric populations) that they encounter.
535270.
ბიოლოგია | თავი XXIV
უნდა აღვნიშნოთ, რომ გეოგრაფიული იზოლაცია თავისთავად არ წარმოადგენს ბიოლოგიური იზოლაციის მექანიზმს. თუმცა ნათელია, რომ ის იცავს ალოპატრიულ პოპულაციებს შეჯვარებისგან.
We need to emphasize that geographic isolation, though obviously preventing interbreeding between allopatric populations, is not in itself a biological isolating mechanism.
535271.
ბიოლოგია | თავი XXIV
იზოლაციური მექანიზმი შეიძლება თვითონ ორგანიზმს ახასიათებდეს, ანუ მასში არსებობდეს. ის მაშინაც უშლის ხელს სხვადასხვა პოპულაციების შეჯვარებას, როცა გეოგრაფიული იზოლაცია აღარ არსებობს.
Isolating mechanisms-which are intrinsic to the organisms themselves prevent interbreeding even in the absence of geographic isolation.
535272.
ბიოლოგია | თავი XXIV
განვიხილოთ მექანიზმები, რომელთა მოქმედების შედეგად მშობლიური პოპულაციიდან გეოგრაფიული იზოლაციის გარეშე წარმოიქმნება ახალი სახეობები.
Next, let's turn to mechanisms that can produce a new species without geographic isolation from the parent population.
535273.
ბიოლოგია | თავი XXIV
სიმპატრიული სახეობათა წარმოქმნა (იმავე ტერიტორიაზე).
Sympatric ("Same Country") Speciation.
535274.
ბიოლოგია | თავი XXIV
სიმპატრიული სახეობათა წარმოქმნისას (ბერძნულიდან syn - ერთად) სახეობების წარმოქმნა ხდება გეოგრაფიულად გადაფარვად პოპულაციებში.
In sympatric speciation (from the Greek syn, together), speciation takes place in geographically overlapping populations.
535275.
ბიოლოგია | თავი XXIV
როგორ წარმოიქმნება რეპროდუქციული ბარიერები სიმპატრიულ პოპულაციაში, თუ პოპულაციის წევრები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებენ?
How can reproductive barriers between sympatric populations evolve when the members remain in contact with each other?
535276.
ბიოლოგია | თავი XXIV
სიმპატრიული სახეობათა წარმოქმნის მექანიზმს ქმნიან ქრომოსომური ცვლილებები და შერჩევითი შეჯვარება, უკანასკნელი ამცირებს გენების ნაკადს.
Mechanisms of sympatric speciation include chromosomal changes and nonrandom mating that reduces gene flow.
535277.
ბიოლოგია | თავი XXIV
მცენარის ზოგიერთ სახეობაში უჯრედების გაყოფის დროს ხდება შეცდომები. გაყოფის შეცდომები აისახება ან ქრომოსომების დამატებით რაოდენობაში, ან მუტაციურ ცვლილებებში. ამის შედეგად ხშირად ვიღებთ მდგომარეობას, რომელიც პოლიპლოიდიის სახელით არის აღწერილი.
Some plant species have their origins in accidents during cell division that result in extra sets of chromosomes, a mutational change that results in the condition called polyploidy.
535278.
ბიოლოგია | თავი XXIV
ავტოპოლიპლოიდური (ბერძნულიდან ავტო - თვითონ) არის ინდივიდი, რომელსაც ქრომოსომების ორ ნაკრებზე მეტი აქვს. ამ მოვლენას ერთი სახეობის ფარგლებში აქვს ადგილი.
An autopolyploid (from the Greek autos, self) is an individual that has more than two chromosome sets, all derived from a single species.
535279.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: უჯრედის დაყოფის დროს მომხდარი შეცდომის შედეგად ქრომოსომების რიცხვი შეიძლება დიპლოიდურიდან ტეტრაპლოიდურამდე გაიზარდოს.
For example, a failure of cell division can double a cell's chromosome number from the diploid number to a tetraploid number.
535280.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ მუტაციის შედეგად ტეტრაპლოიდური ორგანიზმი ხდება საწყისი პოპულაციის დიპლოიდურ ორგანიზმთან შეჯვარებისგან დაცული. თუ შეჯვარება მაინც მოხდა, მივიღებთ ტრიპლოიდ შთამომავლობას.
This mutation prevents a tetraploid from successfully interbreeding with diploid plants of the original population.