მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535221.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუ ერთი სახეობის სპერმამ დაარღვია პრეზიგოტური ბარიერი და გაანაყოფიერა სხვა სახეობის კვერცხუჯრედი მაშინ ხშირად პოსტზიგოტური ბარიერი (ზიგოტის წარმოქმნის შემდეგ) არ აძლევს ჰიბრიდულ ზიგოტას განვითარების საშუალებას. პოსტზიგოტური ბარიერის მოქმედების შედეგად ჰიბრიდული ზიგოტა სიცოცხლისუნარიან, ნაყოფიერ ზიგოტად ვერ ყალიბდება.
If a sperm cell from one species does overcome prezygotic barriers and fertilizes an ovum from another species, postzygotic barriers ("after the zygote") often prevent the hybrid zygote from developing into a viable, fertile adult.
535222.
ბიოლოგია | თავი XXIV
24.4 სურათზე გამოხატულია სხვადასხვა პრეზიგოტური და პოსტზიგოტური ბარიერი.
Figure 24.4, on the next two pages, describes various prezygotic and postzygotic barriers.
535223.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბიოლოგიური სახეობების კონცეფციის იმიტაციები.
Limitations of the Biological Species Concept.
535224.
ბიოლოგია | თავი XXIV
რეპროდუქციულ იზოლაციაზე დაფუძნებული ბიოლოგიური სახეობების კონცეფცია დიდ გავლენას ახდენს ევოლუციურ თეორიაზე, მაგრამ ამ კონცეფციას სახეობების ლიმიტირებული რაოდენობა ესადაგება.
While the biological species concept's emphasis on reproductive isolation has greatly influenced evolutionary theory, the number of species to which this concept can be usefully applied is limited.
535225.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად, შეუძლებელია შევისწავლოთ ნამარხი ფორმების ან სქესობრივი გამრავლების არამქონე ორგანიზმების რეპროდუქციული იზოლაცია. მაგალითად პროკარიოტების რეპროდუქციული იზოლაცია.
For example, there is no way to evaluate the reproductive isolation of fossils or asexual organisms such as prokaryotes.
535226.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბევრ პროკარიოტ ორგანიზმში გენების მიმოცვლა ხდება კონიუგაციის და სხვა პროცესების მეშვეობით – იხილეთ თავი 18 – მაგრამ გენეტიკური მასალის მიმოცვლის ეს ხერხები განსხვავდება სქესობრივი რეკომბინაციისგან.
Many prokaryotes do transfer genes by conjugation and other processes-see Chapter 18-but this transfer is different from sexual recombination.
535227.
ბიოლოგია | თავი XXIV
გენების მიმოცვლა ხშირად შორეულ არამონათესავე პროკარიოტულ ორგანიზმებს შორისაც ხდება.
Furthermore, genes are often transferred between distantly related prokaryotes.)
535228.
ბიოლოგია | თავი XXIV
ძნელია მივმართოთ ბიოლოგიური სახეობების კონცეფციას იმ სქესობრივად გამრავლებადი სახეობების შემთხვევაშიც, რომლებზე ცოტა რამ არის ცნობილი. მათ ხშირად სხვა სახეობის წარმომადგენლებთან შეჯვარება შეუძლიათ.
It is also difficult to apply the biological species concept to the many sexual organisms about which little is known regarding their ability to mate with different kinds of organisms.
535229.
ბიოლოგია | თავი XXIV
ყველა ამ მიზეზის გამო გარკვეულ სიტუაციებში მართებულია ვიხმაროთ სახეობის ალტერნატიული კონცეფცია.
For such reasons, alternative species concepts are useful in certain situations.
535230.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობის სხვა განსაზღვრება.
Other Definitions of Species.
535231.
ბიოლოგია | თავი XXIV
ბიოლოგიური სახეობის კონცეფცია დაფუძნებულია სახეობების განცალკევებაზე რეპროდუქციული ბარიერების მეშვეობით. სხვა კონცეფციები დაფუძნებულია სახეობებს შორის კავშირზე.
While the biological species concept emphasizes the separateness of species from one another due to reproductive barriers, several other definitions emphasize the unity within a species.
535232.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: მორფოლოგიური სახეობის კონცეფციის თანახმად სახეობას განსაზღვრავენ მისი სხეულის ფორმის, ზომის და სხვა მსგავსი სტრუქტურული თვისებების მიხედვით.
For example, the morphological species concept characterizes a species by its body shape, size, and other structural features.
535233.
ბიოლოგია | თავი XXIV
მორფოლოგიური სახეობის კონცეფციას აქვს გარკვეული უპირატესობა: ის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც უსქესოდ ისე სქესობრივად გამრავლებადი ორგანიზმების შემთხვევაში, ის შეიძლება გამოვიყენოთ მაშინაც, თუ არა გვაქვს ინფორმაცია გენთა ნაკადის სიდიდეზე.
The morphological species concept has advantages: It can be applied to asexual and sexual organisms, and it can be useful even without information on the extent of gene flow. In practice, this is how scientists distinguish most species.
535234.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ კონცეფციის ნაკლია, რომ ის არის დამყარებული სუბიექტურ კრიტერიუმზე.
One disadvantage, however, is that this definition relies on subjective criteria.
535235.
ბიოლოგია | თავი XXIV
მკვლევრებმა შეიძლება ვერ მიაღწიონ შეთანხმებას იმ სტრუქტურების თაობაზე, რომელიც განასხვავებს სახეობას.
Researchers may disagree on which structural features distinguish a species.
535236.
ბიოლოგია | თავი XXIV
პალეონტოლოგიური სახეობის კონცეფცია. ეს კონცეფცია ეხება მორფოლოგიურად განსხვავებულ სახეობებს, რომელთა ნაშთები მხოლოდ ნამარხებით არის ცნობილი.
The paleontological species concept focuses on morphologically discrete species known only from the fossil record.
535237.
ბიოლოგია | თავი XXIV
მრავალი სახეობის დადგენა ზუსტად ამ გზით ხდება, ვინაიდან მათი შეჯვარების შესაძლებლობაზე ინფორმაცია ან ძალიან ცოტა არის, ან სულ არ არსებობს.
We are forced to distinguish many species in this way because there is little or no information about their mating capability.
535238.
ბიოლოგია | თავი XXIV
ეკოლოგიური სახეობის კონცეფცია სახეობებს განიხილავს მათი ეკოლოგიური ნიშების მიხედვით და როლის მიხედვით ბიოლოგიურ თანასაზოგადოებაში.
The ecological species concept views a species in terms of its ecological niche, its role in a biological community.
535239.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: გალაპაგოსის მთიულების ორი სახეობა გარეგნულად შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ სხვაობა მათ შორის დაფუძნებულია განსხვავებულ საკვებზე.
For example, two species of Galápagos finches may be similar in appearance but distinguishable based on what they eat.
535240.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობის ბიოლოგიური კონცეფციისგან განსხვავებით, ეს განმარტება შეიძლება მოერგოს როგორც სქესობრივად, ასევე უსქესოდ გამრავლებად სახეობებს.
Unlike the biological species concept, this definition can accommodate asexual as well as sexual species.