მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535341.
ბიოლოგია | თავი XXIV
ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ამ მოვლენის ასახსნელად უნდა გვერდი აუაროთ დარვინის (შთამომავლობა თანდათანობითი მოდიფიკაციებით) მოდელს.
Some scientists suggest that these patterns require an expla- Macroevolutionary changes nation outside the Darwinian model of gradual descent with modification.
535342.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუმცა არ არის აუცილებელი, რომ მართლაც ასე იყოს.
However, this is not necessarily the case.
535343.
ბიოლოგია | თავი XXIV
უპირველეს ყოვლისა ასეთ პოპულაციებს შეიძლება ნაკლები წყვეტა ჰქონდეთ, ვიდრე ეს განამარხებული ფორმებიდან ჩანს.
For one thing, such punctuations may have been less abrupt than they appear from the fossil record.
535344.
ბიოლოგია | თავი XXIV
წარმოიდგინეთ, რომ სახეობა არსებობს 5 მილიონი წლის განმავლობაში, მაგრამ ძირეული მორფოლოგიური ცვლილებების უმეტესობა მოხდა მისი არსებობის პირველი 50 000 წლის განმავლობაში. რაც მისი არსებობის ერთ პროცენტს წარმოადგენს.
Suppose that a species survived for 5 million years, but most of its morphological alterations occurred during the first 50,000 years of its existence-just 1% of its total lifetime.
535345.
ბიოლოგია | თავი XXIV
დროის ასეთი მცირე მონაკვეთების აღრიცხვა ნამარხებიდან ვერ ხერხდება. ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სახეობა ჯერ უეცრად გაჩნდა, შემდეგ მცირედ იცვლებოდა, ან საერთოდ არ შეცვლილა და ასე არსებობდა, შემდეგ კი გადაშენდა.
Because time periods this short often cannot be distinguished in fossil strata, the species would seem to have appeared suddenly and then lingered with little or no change before becoming extinct.
535346.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობის განვითარებას ალბათ რამდენიმე ათეული ათასი წელიწადი დასჭირდა, მაგრამ ცვლილებების ამ პერიოდმა ნამარხები ვერ შემოგვინახა.
Even though the emergence of this species actually took tens of thousands of years, this period of change left no fossil record.
535347.
ბიოლოგია | თავი XXIV
სინამდვილეში დარვინმა შეამჩნია ეს მოვლენა ნამარხების შესწავლის დროს.
In fact, Darwin himself noted this pattern in the fossil record.
535348.
ბიოლოგია | თავი XXIV
შეიძლება ასევე ავხსნათ უცვლელობის (სტაზისის) მდგომარეობა.
Stasis, too, can be explained.
535349.
ბიოლოგია | თავი XXIV
ყველა სახეობა არსებობის დასაწყისიდან განაგრძობს ადაპტაციას. ხშირად ადაპტაციის შედეგებს ნამარხებიდან ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ. მაგალითად ჩვენ ვერ დავინახავთ ორგანიზმის ბიოქიმიურ პროცესებში მომხდარ მცირე მოდიფიკაციას.
All species continue to adapt after they come into existence, but often in ways that cannot be detected from fossils, such as small modifications in their biochemistry.
535350.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამიტომ უცვლელი შთამომავლობის ჰიპოთეზა თითქმის მთლიანად მორფოლოგიურ ნიშნებზეა (ჩონჩხი, გარეგანი აგებულება) დამყარებული.
By necessity, paleontologists base hypotheses about descent almost entirely on external anatomy and skeletons.
535351.
ბიოლოგია | თავი XXIV
მოჩვენებითი გარეგნული წონასწორობის პერიოდების განმავლობაში ცვლილებები ქცევაში, შინაგან აგებულებაში და ფიზიოლოგიაში შეუმჩნეველი რჩება.
During periods of apparent equilibrium, changes in behavior, internal anatomy, and physiology may go undetected.
535352.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუ გარემო იცვლება, უძრავი მდგომარეობა ირღვევა. მონაცვლეობითი რღვევა ხილვად კვალს ტოვებს ნამარხებში.
If the environment changes, however, the stasis will be broken by punctuations that leave visible traces in the fossil record.
535353.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობათა წარმოქმნის პროცესის განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს მაკროევოლუციური ცვლილებები.
Mechanisms of Evolution can accumulate through many speciation events.
535354.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობათა წარმოქმნა შეიძლება უმნიშვნელო სხვაობის საფუძველზე დაიწყოს. ამის მაგალითია ციხლიდას ზურგის შეფერილობა.
Speciation can result from differences as seemingly small as the color on a cichlid's back.
535355.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუმცა რაც უფრო იზრდება დროის განმავლობაში სხვაობა სახეობებს შორის, სახეობები უფრო გამოკვეთილები ხდებიან.
However, as species diverge and speciate again and again, these differences can accumulate and become more pronounced.
535356.
ბიოლოგია | თავი XXIV
ასე რომ სახეობათა წარმოქმნა მაკროევოლუციური ცვლილებების დასაწყისია.
Thus, speciation constitutes the beginning of macroevolutionary change.
535357.
ბიოლოგია | თავი XXIV
მიკროევოლუციურ ცვლილებებს ადგილი აქვთ ერთი გენოფონდის ფარგლებში. ამის მსგავსად მაკროევოლუციური ცვლილება გროვდება იმ პროცესების განმავლობაში, რომლებზეც საუბარი გვქონდა 23 თავში.
Macroevolutionary transformations, like the microevolutionary changes that take place within a single gene pool, accumulate through the processes that we examined in Chapter 23.
535358.
ბიოლოგია | თავი XXIV
ეს არის ბუნებრივი გადარჩევა, მუტაცია, გენეტიკური დრეიფი და გენთა ნაკადი.
This is natural selection, mutation, genetic drift, and gene flow.
535359.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაკროევოლუციური ცვლილება შემაჯამებელი ცვლილება არის. ის სახეობათა წარმოქმნის მცირე ეპიზოდების დაგროვების შედეგია. ყველაფერს ამას მივყავართ ძირეულ ევოლუციურ ცვლილებამდე.
It is the cumulative change during thousands of small speciation episodes that accounts for sweeping evolutionary changes.
535360.
ბიოლოგია | თავი XXIV
ახლა განვიხილავთ ზოგიერთ გზას, რომლითაც მიმდინარეობენ ძირეული გარდაქმნები.
We will now look at some of the ways in which these major transformations have taken place.