მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535321.
ბიოლოგია | თავი XXIV
ცხოველებში სახეობათა წარმოქმნა ხდება სქესობრივი გადარჩევის შედეგად პოლიმორფულ პოპულაციაში.
In animals, speciation can also result from sexual selection in a polymorphic population.
535322.
ბიოლოგია | თავი XXIV
ადაპტაციური რადიაცია.
Adaptive Radiation.
535323.
ბიოლოგია | თავი XXIV
ერთი საერთო წინაპრიდან მრავალი სხვადასხვანაირად ადაპტირებული სახეობის ევოლუცია არის ადაპტაციური რადიაცია. ის ხორციელდება ახალ გარემო პირობებში, ახალი შესაძლებლობების გამოყენებით.
The evolution of many diversely adapted species from a common ancestor upon introduction to various new environmental opportunities and challenges is called adaptive radiation.
535324.
ბიოლოგია | თავი XXIV
როგორც წესი ადაპტიურ რადიაციას ადგილი აქვს, როცა რამდენიმე ორგანიზმი გადაინაცვლებს ახალ, ხშირად ძველისგან დაცილებულ არეალში, ან როცა გარემოს ცვლილების შედეგად ხდება სახეობების გადაშენება და გადარჩენილებისთვის ახალი ეკოლოგიური ნიშა ჩნდება.
Adaptive radiation typically occurs when a few organisms dll make their way to new, often distant areas or when environmental changes cause numerous extinctions, opening up ecological niches for the survivors.
535325.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად: ნამარხი ნაშთებიდან ჩანს, რომ ძუძუმწოვრებმა განიცადეს ძლიერი ადაპტაციური რადიაცია დინოზავრების გადაშენების შემდეგ, რომელიც 65 მილიონი წლის წინ მოხდა.
For example, fossil evidence indicates that mammals underwent a dramatic adaptive radiation after the extinction of the dinosaurs 65 million years ago.
535326.
ბიოლოგია | თავი XXIV
კუნძულზე სახლდებოდნენ ორგანიზმები, რომლებიც ოკეანის დინების, ან ქარის საშუალებით დიდი მანძილით დაშორებული ადგილიდან, ან უფრო ძველი კუნძულიდან ახალ კუნძულზე აღწევდნენ.
Each island was born "naked" and was gradually populated by stray organisms that rode the ocean currents and winds either from far-distant land areas or from older islands of the archipelago itself.
535327.
ბიოლოგია | თავი XXIV
ყოველი კუნძულის სიმაღლე ზღვის დონიდან და მოსული ნალექების რაოდენობა განსხვავებულია, ანუ კუნძულებს ახასიათებთ ფიზიკური მაჩვენებლების მრავალფეროვნება. ეს ქმნის ბევრ შესაძლებლობას ევოლუციური მრავალფეროვნებისთვის ბუნებრივი გადარჩევის გზით.
The physical diversity of each island-including immense ranges of altitudes and rainfall-provides many opportunities for evolutionary divergence by natural selection.
535328.
ბიოლოგია | თავი XXIV
მრავლობითი ინვაზია (შეჭრა). ალოპატრიული და სიმპატრიული სახეობათა წარმოქმნა აძლიერებს ადაპტაციურ რადიაციას. თითქოს ხდება ადაპტაციური რადიაციის აფეთქება. წარმოიქმნება სახეობები, რომლებიც კუნძულის გარდა სხვაგან მსოფლიოში არსად არ გვხვდებიან. ასეთია არქიპელაგზე მობინადრე სახეობათა უმეტესობა.
Multiple invasions and allopatric and sympatric speciation events have ignited an explosion of adaptive radiation-most of the thousands of species that inhabit the islands are found nowhere else on Earth.
535329.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობათა წარმოქმნის გენეტიკის შესწავლა.
Studying the Genetics of Speciation.
535330.
ბიოლოგია | თავი XXIV
სადღეისოდ გენეტიკა ვითარდება სწრაფი ნაბიჯებით. ამის საშუალებით მკვლევრებს შეუძლიათ დიდი სიზუსტით განსაზღვრონ გენები, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ სახეობათა წარმოქმნის გარკვეულ პროცესებში.
Rapid strides in genetics are enabling researchers to pinpoint genes that play a key role in particular cases of speciation.
535331.
ბიოლოგია | თავი XXIV
დუგლას შემსკემ და მისმა კოლეგებმა (მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩაატარეს ერთ-ერთი ასეთი კვლევა მათ განიხილეს გვარი Mimulus–ის ორი სახეობა.
In one such study, Douglas Schemske and his colleagues at Michigan State University examined two species of monkey flower (Mimulus).
535332.
ბიოლოგია | თავი XXIV
Mimulus lewisii-ს და Mimulus cardinalis-ს შესაბამისად ფუტკრები და კოლიბრები მტვერავენ. მათი გენოფონდები პრეზიგოტული იზოლაციით არის განმხოლოებული.
Mimulus lewisii and Mimulus cardinalis are pollinated by bees and hummingbirds, respectively, keeping their gene pools separate through prezygotic isolation.
535333.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგრამ ეს სახეობები პოსტზიგოტურ იზოლაციას არ ფლობენ; ორანჟერეაში ისინი ერთმანეთს ეჯვარებიან.
But the species so far show no postzygotic isolation; they can be mated readily in the greenhouse.
535334.
ბიოლოგია | თავი XXIV
მიღებულ ჰიბრიდები ნაირგვარად შეფერილ და სხვადასხვა ზომის ყვავილებს იკეთებენ. ისინი ნაყოფიერ ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან.
The resulting hybrids produce offspring with flowers in a wide variety of colors and shapes.
535335.
ბიოლოგია | თავი XXIV
მკვლევრები აკვირდებოდნენ, რომელი დამმტვერავი ცხოველი რომელ მცენარეს ირჩევდა. მცენარეებს შორის გენეტიკური სხვაობის გამოკვლევის შედეგად მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცხოველის მიზიდვაზე ორი გენია პასუხისმგებელი.
By observing which pollinators visit which flowers and then investigating the genetic differences among the plants, the researchers concluded that two gene loci are largely responsible for pollinator choice.
535336.
ბიოლოგია | თავი XXIV
ერთი ლოკუსი მოქმედებს ყვავილის შეფერილობაზე, მეორე კი - ნექტრის რაოდენობაზე, რომელსაც მცენარე წარმოქმნის.
One locus influences flower color and the other affects the amount of nectar that the flowers make.
535337.
ბიოლოგია | თავი XXIV
მკვლევრებმა დაადგინეს, თუ რომელი მცენარე რომელი დამმტვერავისთვის არის მიმზიდველი. ამ ლოკუსის მიხედვით ალელების მრავალფეროვნების შედეგად მიმდინარეობს სახეობათა წარმოქმნა.
Thus, by determining the attractiveness of the flowers to different pollinators, allelic diversity at these loci has ultimately resulted in speciation.
535338.
ბიოლოგია | თავი XXIV
სახეობათა წარმოშობის სიხშირე.
The Tempo of Speciation.
535339.
ბიოლოგია | თავი XXIV
ნამარხი ნაშთებიდან ჩანს, რომ ხშირად გეოლოგიურ სტრატაში ახალი სახეობა მყისიერად ჩნდება. რამდენიმე სტრატაში ჯიუტად რჩება უცვლელი და შემდეგ კი ქრება.
The fossil record includes many episodes in which new species appear suddenly in a geologic stratum, persist essentially unchanged through several strata, and then apparently disappear.
535340.
ბიოლოგია | თავი XXIV
პალეონტოლოგებმა ნილს ელდრეჯმა (ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმი) და სტეფან ჯეი გოულდმა (ჰარვარდის უნივერსიტეტი) შემოიტანეს ტერმინი პერიოდულად დარღვევადი წონასწორობა. ამ ტერმინით შეეცადნენ აღეწერათ სახეობის უცვლელობის პერიოდები, რომლებიც დრო და დრო უეცარი ცვლილებებით ირღვევა.
Paleontologists Niles Eldredge of the American Museum of Natural History and Stephen Jay Gould of Harvard University coined the term punctuated equilibrium to describe these periods of apparent stasis punctuated by sudden change.