მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535361.
ბიოლოგია | თავი XXIV
ევოლუციური სიახლეები.
Evolutionary Novelties.
535362.
ბიოლოგია | თავი XXIV
დარვინის კონცეფცია სახეშეცვლილ შთამომავლობაზე შეიძლება გამოვიყენოთ უფრო ძირეული მორფოლოგიური გარდაქმნების განხილვის დროს.
The Darwinian concept of descent with modification can be extended to account for even major morphological transfor- mations.
535363.
ბიოლოგია | თავი XXIV
უმეტეს შემთხვევაში რთული სტრუქტურები ვითარდებიან გაცილებით მარტივი სტრუქტურებიდან, რომლებსაც იგივე ძირითადი ფუნქცია გააჩნიათ.
In most cases, complex structures have evolved in increments from much simpler versions that performed the same basic function.
535364.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგალითად განვიხილოთ ადამიანის თვალი. ადამიანის თვალი რთული ორგანოა. ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ეს ნაწილები ერთად ქმნიან გამოსახულებას და რომელსაც ტვინს გადასცემენ.
For example, consider the human eye, an intricate organ constructed from numerous parts that work together in forming an image and transmitting it to the brain.
535365.
ბიოლოგია | თავი XXIV
როგორ წარმოიქმნა ადამიანის თვალი თანდათანობითი გართულების შედეგად?
How could the human eye have evolved in gradual increments?
535366.
ბიოლოგია | თავი XXIV
თუ თვალს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ყველა კომპონენტი, რომელიც თანამედროვე თვალს გააჩნია, მაშინ როგორ შეეძლო „დაუსრულებელ თვალს„ იგივე სამსახური გაეწია ჩვენი წინაპრისთვის?
If the needs all its components to function, how could a partial have been of any use to our ancestors?
535367.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამ არგუმენტის ნაკლი, რასაც თვითონ დარვინი ამჩნევდა არის იმის დაშვება, რომ მხოლოდ რთული თვალის გამოყენება არის შესაძლებელი.
The flaw in this argument, as Darwin himself noted, lies in the assumption that only complicated eyes are useful.
535368.
ბიოლოგია | თავი XXIV
სინამდვილეში ბევრი ცხოველის სიცოცხლე დამოკიდებულია ისეთ თვალზე, რომელიც ჩვენს თვალთან შედარებით, გაცილებით მარტივი აგებულებისაა.
In fact, many animals depend on eyes that are far less complex than our own.
535369.
ბიოლოგია | თავი XXIV
ყველაზე მარტივი თვალი რომელსაც ჩვენ ვიცნობთ არის ფოტორეცეპტორის მქონე უჯრედის თვალაკი.
The simplest eyes that we know of are patches of light-sensitive photoreceptor cells.
535370.
ბიოლოგია | თავი XXIV
ის მგრძნობიარეა სინათლის მიმართ. მარტივ თვალს როგორც ჩანს ერთი ევოლუციური წარმომავლობა აქვთ, ამჯერად ისინი განსხვავებულ ცხოველებში გვხვდებიან. მაგალითად მცირე ზომის მუცელფეხიანი მოლუსკებში (ტიპი Molluska-ს წარმომადგენლები).
These simple eyes appear to have had a single evolutionary origin and are now found in a variety of animals, such as limpets, small molluscs (members of the phylum Mollusca).
535371.
ბიოლოგია | თავი XXIV
ასეთ თვალს გამოსახულების ფოკუსირებისთვის საჭირო ლინზები ან სხვა ორგანოები არა აქვს, მაგრამ ასეთი თვალის საშუალებით ცხოველს შეუძლია სიბნელის და სინათლის გარჩევა.
These eyes have no lenses or other equipment for focusing images, but they do enable the animal to distinguish light from dark.
535372.
ბიოლოგია | თავი XXIV
ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი მარტივი თვალი საკმარისია, რომ უზრუნველყოს მათი გადარჩენა და გამრავლება.
Since limpets have had a long evolutionary history, we can conclude that their "simple" eyes are quite adequate to support their survival and reproduction.
535373.
ბიოლოგია | თავი XXIV
ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა ტიპის წარმომადგენლების რთული თვალი მარტივი საბაზო სტრუქტურიდან დამოუკიდებლად მრავალჯერ განვითარდა.
In the animal kingdom, complex eyes of various types evolved independently from such basic structures many times.
535374.
ბიოლოგია | თავი XXIV
ზოგ მოლუსკს (კალმარების და რვაფეხების ჩათვლით) აქვთ ისეთივე სირთულის თვალი, როგორიც ადამიანს ან სხვა ხერხემლიან ცხოველებს მოეპოვებათ.
Some molluscs, including the squids and octopuses, have eyes as complex as those of humans and other vertebrates.
535375.
ბიოლოგია | თავი XXIV
მართალია მოლუსკის რთული თვალი დამოუკიდებლად განვითარდა ხერხემლიანების რთული თვალისგან, მაგრამ ორივე ეს სტრუქტურა განვითარდა წინაპარი მარტივი ფოტორეცეპტორული უჯრედებისგან.
Although complex mollusc eyes evolved independently of complex vertebrate eyes, both evolved from an ancestral simple cluster of photoreceptor cells.
535376.
ბიოლოგია | თავი XXIV
თვალის აგებულების გამრავალფეროვნება მოხდა თანდათანობითი მოდიფიკაციების შედეგად. მოდიფიკაციის ყოველ სტადიაზე უფრო რთული აგებულების თვალის მფლობელი იღებდა უპირატესობას გადარჩენასა და გამრავლებაში.
This divergence took place through a series of incremental modifications that benefited the eyes' owners at every stage.
535377.
ბიოლოგია | თავი XXIV
ევოლუციური დივერგენციის დამამტკიცებელი არგუმენტებს ვიღებთ გენების ფილოგენეტიკური ანალიზის შედეგად. კერძოდ კი იმ გენების, რომლებიც თვალის განვითარების „ძირითადი მარეგულირებლები“ არიან. ეს გენები თვალის მქონე ყველა ცხოველს საერთო აქვთ.
Evidence for this evolutionary divergence comes from phylogenetic analysis of the genes that act as "master regulators" of eye development and are shared by all animals with eyes.
535378.
ბიოლოგია | თავი XXIV
მთელი თავისი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში თვალი ინარჩუნებს მხედველობის ფუნქციას.
Throughout their evolutionary history, eyes retained their basic function of vision.
535379.
ბიოლოგია | თავი XXIV
მაგრამ ევოლუციური სიახლე მაშინაც შეიძლება წარმოიქმნას, როცა გარკვეული სტრუქტურა თანდათანობით სხვა ფუნქციას იძენს.
But evolutionary novelty can also arise when structures that originally played one role gradually acquire a different one.
535380.
ბიოლოგია | თავი XXIV
სტრუქტურები, რომლებიც ერთი ფუნქციისთვის ვითარდებოდნენ გადავიდნენ სხვა ფუნქციის შესრულებაზე. ასეთი სტრუქტურები ზოგჯერ საჭიროებენ გადასინჯვას. მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ, თუ რა იყო საწყისი სტრუქტურის ადაპტაცია და განასხვაონ საბოლოო სტრუქტურა საწყისი სტრუქტურიდან.
Structures that evolve in one context but become co-opted for another function are sometimes called exaptations to distinguish them from the adaptive origin of the original structure.