მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535481.
ბიოლოგია | თავი XXV
უფრო ხშირად ნამარხებში გვხვდება ის სახეობები, რომლებიც წარსულში დროის დიდი პერიოდის განმავლობაში არსებობდნენ, იყვნენ მრავალრიცხოვანნი და ფართოდ გავრცელებულნი, ჰქონდათ მკვრივი ნიჟარები, ჩონჩხი ან სხვა მკვრივი ნაწილები.
Rather than giving a true indication of the diversity of past life, the fossil record is biased in favor of species that existed for a long time, were abundant and widespread, and had hard shells, skeletons, or other hard parts that facilitated their fossilization.
535482.
ბიოლოგია | თავი XXV
ყველა ამ შეზღუდვის მიუხედავად ნამარხები ნამდვილად დეტალურად ასახავენ ცოცხალი ორგანიზმების ცვლილებას დროის განმავლობაში.
Even with its limitations, however, the fossil record is a remarkably detailed account of biological change over the vast scale of geologic time.
535483.
ბიოლოგია | თავი XXV
მორფოლოგიური და მოლეკულური ჰომოლოგიები.
Morphological and Molecular Homologies.
535484.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეზი შეიძლება დადგინდეს არა მარტო ნამარხი ორგანიზმების, არამედ თანამედროვე ორგანიზმების მოლეკულური და მორფოლოგიური მსგავსების შესწავლის შედეგად.
In addition to fossil organisms, phylogenetic history can be inferred from certain morphological and molecular similarities among living organisms.
535485.
ბიოლოგია | თავი XXV
გავიხსენოთ, რომ ერთიანი წინაპრის არსებობა მოლეკულურ და მორფოლოგიურ მსგავსებასთან ერთად გვაძლევს ჰომოლოგიებს.
Recall that similarities due to shared ancestry are called homologies.
535486.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ძუძუმწოვრების წინა კიდურების ძვლების რაოდენობა და ძვლების განლაგების მსგავსება შედეგია იმისა, რომ მათ ერთიანი წინაპარი ჰყავდათ. ამ წინაპრის კიდურების ძვლების აგებულება ჰგავდა თანამედროვე სახეობების კიდურების ძვლების აგებულებას; ეს არის მორფოლოგიური ჰომოლოგიის მაგალითი.
For example, the similarity in the number and arrangement of bones in the forelimbs of mammals is due to their descent from a common ancestor with the same bone structure; this is an example of a morphological homology.
535487.
ბიოლოგია | თავი XXV
ასევე, გენები ან დნმ-ის სხვა თანმიმდევრობები ჰომოლოგიურია, თუ მათი მსგავსების ბუნებიდან გამომდინარეობს, რომ საერთო წინაპარს ჰქონდა მსგავსი თანმიმდევრობები.
In the same way, genes or other DNA sequences are homologous if the nature of their similarity suggests that they are descended from the sequences carried by a common ancestor.
535488.
ბიოლოგია | თავი XXV
მსგავსი მორფოლოგიის ან დნმ-ის მსგავსი თანმიმდევრობის მქონე ორგანიზმები, როგორც წესი, უფრო ახლოს ენათესავებიან ერთმანეთს, ვიდრე ორგანიზმები, რომელთა აგებულება ან დნმ-ის თანმიმდევრობა მკვეთრად განსხვავებულია.
In general, organisms that share very similar morphologies or similar DNA sequences are likely to be more closely related than organisms with vastly different structures or sequences.
535489.
ბიოლოგია | თავი XXV
ზოგ შემთხვევაში, მონათესავე სახეობებში შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი მორფოლოგიური დათიშვა. გენეტიკური სხვაობა კი შეიძლება საკმაოდ მცირე იყოს (ან პირიქით).
In some cases, however, the morphological divergence between related species can be great and their genetic divergence small (or vice versa).
535490.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: 24 თავში განვიხილეთ ჰავაის ვერცხლისფერი მცენარეების ალიანსი.
For example, consider the Hawaiian silversword plants discussed in Chapter 24.
535491.
ბიოლოგია | თავი XXV
კუნძულის გასწვრივ მობინადრე სახეობები გარეგნულად მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ზოგი მაღალი, დატოტვილი ხეა, სხვები კი ხშირი, მიწასთან გართხმული ბუჩქები მნიშვნელოვანი ფენოტიპური სხვაობის მიუხედავად, ვერცხლისფერი მცენარეების გენები ძალიან მსგავსია.
These species vary dramatically in appearance throughout the islands: Some are tall, twiggy trees, and others are dense, ground-hugging shrubs. But in spite of these striking phenotypic differences, the silverswords' genes are very similar.
535492.
ბიოლოგია | თავი XXV
მცირე მოლეკულურ სხვაობაზე დაყრდნობით მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ვერცხლისფერმა მცენარეებმა დაიწყეს დათიშვა 5 მილიონი წლის წინათ. დაახლოებით ამ დროს მოხდა თანამედროვე კუნძულებიდან ყველაზე ძველი კუნძულის ფორმირება.
Based on these small molecular divergences, scientists estimate that the silversword group began to diverge 5 million years ago, which is also about the time when the oldest of the current islands formed.
535493.
ბიოლოგია | თავი XXV
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მცენარეების შემთხვევაში მორფოლოგიურ მრავალფეროვნებას აკონტროლებს შედარებით მცირე გენეტიკური სხვაობა. სხვაობა ჰომოლოგიებსა და ანალოგიებს შორის.
We can infer that the morphological diversity of the silvers words is controlled by relatively few genetic differences.
535494.
ბიოლოგია | თავი XXV
როგორც 22 თავში წაიკითხეთ, კონვერგენტულ ევოლუციას ადგილი აქვს, როცა მსგავსი გარემოს გავლენით და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად განსხვავებული ევოლუციური ხაზის ორგანიზმებში წარმოიქმნება მსგავსი (ანალოგიური) ადაპტაციები.
As you read in Chapter 22, convergent evolution occurs when similar environmental pressures and natural selection produce similar (analogous) adaptations in organisms from different evolutionary lineages.
535495.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ავსტრალიური და ჩრდილო ამერიკული თხუნელები გარეგნულად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
For example, Australian and North American burrowing moles are very similar in appearance.
535496.
ბიოლოგია | თავი XXV
მართლაც, ნამარხებიდანაც და გენეტიკური შედარებიდანაც ჩანს, რომ თხუნელების საერთო წინაპარი ბინადრობდა 120 მილიონი წლის წინათ. დაახლოებით იმავე დროს მოხდა ჩანთოსანი ცხოველების და პლაცენტარულების დათიშვა.
Indeed, genetic comparisons and the fossil record provide evidence that the moles' common ancestor lived 120 million years ago, about the time the marsupial and eutherian mammals diverged.
535497.
ბიოლოგია | თავი XXV
თხუნელების წინაპარი და მისი შთამომავლობის უმეტესი ნაწილი არ ჰგავდა თანამედროვე თხუნელებს. მაგრამ სანამ თხუნელების ეს ორი ჯგუფი ცხოვრების მსგავს სტილთან ადაპტაციას განიცდიდა, მათში დამოუკიდებლად განვითარდა მსგავსი თვისებები.
This ancestor and most of its descendants were not mole-like, but similar characteristics evolved independently in these two mole lineages as they adapted to similar lifestyles.
535498.
ბიოლოგია | თავი XXV
როგორც ვთქვით, ფილოგენეზის დასადგენად, მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ ჰომოლოგია და ანალოგია.
Distinguishing between homology and analogy is critical in reconstructing phylogenies.
535499.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ღამურებსაც და ფრინველებსაც აქვთ ადაპტაციები, რომელთა მეშვეობით ისინი დაფრინავენ.
For example, both bats and birds have adaptations that enable them to fly.
535500.
ბიოლოგია | თავი XXV
ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ღამურები უფრო ახლოს ენათესავებიან ფრინველებს, ვიდრე ვთქვათ, კატებს. კატებს ხომ ფრენა არ შეუძლიათ.
This superficial resemblance might imply that bats are more closely related to birds than they are to cats, which cannot fly.