მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535461.
ბიოლოგია | თავი XXV
ევოლუციური ბიოლოგია იხილავს ორგანიზმების განვითარების პროცესს და განვითარების ისტორიას.
Evolutionary biology is about both process and history.
535462.
ბიოლოგია | თავი XXV
წინა თავებში ჩვენც ამ პრინციპით ვიხილავდით ევოლუციის პროცესს: კერძოდ კი, ბუნებრივ გადარჩევას და პოპულაციის გენეტიკური შემადგენლობის შემცველ სხვა მექანიზმს. საბოლოოდ, ამ მექანიზმების მოქმედების შედეგად ჩნდება ახალი სახეობა.
In this unit, we have already examined the processes of evolution-natural selection and other mechanisms that change the genetic composition of populations and that can lead to the origin of new species.
535463.
ბიოლოგია | თავი XXV
ევოლუციონისტები კი ამ მექანიზმების დახმარებით ცდილობენ დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის მთლიანი ისტორიის აღდგენას.
But evolutionary biologists also seek to reconstruct the long-term results of these processes-the entire history of life on Earth.
535464.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ თავში აღწერილია, თუ როგორ იკვლევენ ბიოლოგები ფილოგენეზს (ბერძნულად phylon -ოჯახია, -დასაბამია). ფილოგენეზი სახეობის ან სახეობათა ჯგუფის ევოლუციის ისტორიაა.
This chapter describes how biologists trace phylogeny (from the Greek phylon, tribe, and genesis, origin), the evolutionary history of a species or group of species.
535465.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეზის დასადგენად ბიოლოგები ნამარხებს იხილავენ და წინაპარ ორგანიზმებზე ინფორმაციას იღებენ.
In constructing phylogenies, biologists draw on the fossil record, which provides information about ancient organisms.
535466.
ბიოლოგია | თავი XXV
ბიოლოგები ასევე სისტემატიკას იყენებენ. ეს ანალიტიკური მიდგომაა თანამედროვე და გადაშენებული ორგანიზმების მრავალფეროვნებისა და ნათესაობის დასადგენად.
They also utilize systematics, an analytical approach to understanding the diversity and relationships of organisms, both present-day and extinct.
535467.
ბიოლოგია | თავი XXV
ტრადიციულად, ევოლუციური ნათესაობის დასადგენად, სისტემატიკოსები ორგანიზმების მორფოლოგიურ და ბიოქიმიურ მსგავსებას სწავლობდნენ.
Systematists have traditionally studied morphological and biochemical resemblances among organisms as a basis for inferring evolutionary relationships.
535468.
ბიოლოგია | თავი XXV
მრავალფეროვანი ინფორმაციის საფუძველზე ევოლუციონისტები მთელი სიცოცხლის უნივერსალურ ხეს ქმნიან. ამ ხის განახლება მუდმივად მიმდინარეობს, რადგანაც დნმ-ის და რნმ-ის თანმიმდევრობის შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების რაოდენობა მუდმივად იზრდება.
This information explosion is enabling evolutionary biologists to construct a universal tree of all life, which will continue to be refined as the database of DNA and RNA sequences grows.
535469.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეზის შესასწავლად აწარმოებენ მორფოლოგიურ და მოლეკულურ კვლევებს, ასევე საერთო წინაპრის ნამარხების კვლევას.
Phylogenies are based on common ancestries inferred from fossil, morphological, and molecular evidence.
535470.
ბიოლოგია | თავი XXV
იმისთვის, რომ დავადგინოთ ფილოგენეზი, უნდა შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თანამედროვე ორგანიზმების მორფოლოგიაზე, განვითარებასა და ბიოქიმიაზე.
In order to infer phylogenies, we must gather as much information as we can about the morphologies, development, and biochemistry of living organisms.
535471.
ბიოლოგია | თავი XXV
ასევე მნიშვნელოვანია ნამარხების შესწავლა. ნამარხების შესწავლისას, ჩვენ ვსწავლობთ დედამიწაზე წარსულში მობინადრე ორგანიზმების ნარჩენებს და გამოგვყავს დასკვნა ამ ორგანიზმების რაობაზე.
But it is also essential to study fossils, the preserved remnants or impressions left by organisms that lived in the past.
535472.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამარხების მეშვეობით ვადგენთ ნათესაობას თანამედროვე ორგანიზმებს შორის. ნამარხებს, წინაპარი ორგანიზმების ის თვისებები აქვთ, რომლებიც დროის განმავლობაში ზოგ ევოლუციურ ხაზში დაიკარგა.
Fossils can help establish relationships between living organisms because they reveal ancestral characteristics that may have been lost over time in certain lineages.
535473.
ბიოლოგია | თავი XXV
ყველაზე მდიდარი ნამარხების რესურსია დანალექი ქანები.
Sedimentary rocks are the richest source of fossils.
535474.
ბიოლოგია | თავი XXV
მდინარეების დინების საშუალებით და ეროზიის შედეგად, ქვიშა და შლამი ხვდება ზღვებში და ჭაობებში. იქ ისინი ილექებიან ფსკერზე ორგანიზმების ნარჩენებთან ერთად.
Sand and silt eroded from the land are carried by rivers to seas and swamps, where the minerals settle to the bottom along with the remains of organisms.
535475.
ბიოლოგია | თავი XXV
ფსკერზე ეს ნარჩენები მილიონობით წლის განმავლობაში გროვდება. უფრო ძველი ნალექები ფენებად იწნიხება.
Over millions of years, deposits pile up and compress the older sediments below into layers called strata.
535476.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ ფენებს სტრატას ეძახიან ნამარხების აღრიცხვა დაფუძნებულია სტრატაში განლაგებული ნამარხების თანმიმდევრობაზე.
The fossil record is based on the sequence in which fossils have accumulated in such strata.
535477.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამარხებიდან ყველაზე გავრცელებულია დანალექი ქანები, მაგრამ პალეონტოლოგები სხვა ტიპის ნამარხებსაც სწავლობენ.
Though sedimentary fossils are the most common, paleontologists also study other types of fossils.
535478.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამარხებიდან ინფორმაციას ვიღებთ მხოლოდ მაშინ, თუ შეგვიძლია მათი ასაკის დადგენა. ასაკის დასადგენად უნდა დავადგინოთ ის თანმიმდევრობა, რომელშიც ჩნდება და ქრება ორგანიზმების სხვადასხვა თვისება.
But fossils inform phylogeny only if we can determine their ages, clarifying the order in which various characteristics appeared and disappeared.
535479.
ბიოლოგია | თავი XXV
26 თავში განვიხილავთ ნამარხების დათარიღების და გეოლოგიური თანმიმდევრობის დადგენის მეთოდებს.
In Chapter 26, we will discuss methods for dating fossils and for assigning the divisions of the geologic record.
535480.
ბიოლოგია | თავი XXV
ახლა კი დავიმახსოვროთ, რომ ნამარხების აღრიცხვა მნიშვნელოვანია ევოლუციური ცვლილებების დასადგენად, მაგრამ ეს არასრულყოფილი მეთოდია.
For now, keep in mind that the fossil record is a sub- stantial, but incomplete, chronicle of evolutionary change.