მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535501.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ უფრო ზუსტი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღამურების საფრენი აპარატი აგებულებით გაცილებით უფრო ახლოს დგას კატის და სხვა ძუძუმწოვრების წინა კიდურების აგებულებასთან, ვიდრე ფრინველის ფრთების აგებულებასთან.
But a closer examination reveals that the complex structure of the bat's flight apparatus is far more similar to the forelimbs of cats and other mammals than to a bird's wing.
535502.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამარხებიდანაც ჩანს, რომ ღამურას წინა კიდურები და ფრინველის ფრთები განვითარდნენ დამოუკიდებლად, სხვადასხვა წინაპრების სასიარულო კიდურებიდან.
Fossil evidence also documents that bat forelimbs and bird wings arose independently from walking forelimbs of different ancestors.
535503.
ბიოლოგია | თავი XXV
ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღამურების წინა კიდურები ძუძუმწოვრების წინა კიდურების ჰომოლოგიურია, მაგრამ ფუნქციის მიხედვით ფრინველების ფრთების ანალოგიურია.
Thus, we can state that the bat's forelimb is homologous to those of other mammals, but analogous in function to a bird's wing.
535504.
ბიოლოგია | თავი XXV
ანალოგიური სტრუქტურები, როგორიცაა ღამურას წინა კიდურები და ფრინველის ფრთები, ვითარდება დამოუკიდებლად. ხანდახან მათ ეძახიან ჰომოპლაზიებს (ბერძნულიდან - ერთი მიმართულებით ფორმირება).
Analogous structures that have evolved independently, such as bat forelimbs and bird wings, are also sometimes called homoplasies (from the Greek for "to mold in the same way").
535505.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამარხების მსგავსების გარდა, არსებობს ჰომოლოგიების და ანალოგიების განსხვავების სხვა ხერხი. ამ ხერხის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ იმ თვისების სირთულე, რომლის შედარებას ვაპირებთ.
Besides searching for corroborating similarities or fossil evidence, another clue to distinguishing between homology and analogy is to consider the complexity of the characters being compared.
535506.
ბიოლოგია | თავი XXV
რაც უფრო მეტია ორ რთულ სტრუქტურას შორის მსგავსება ძირითადი ნიშნების მიხედვით, მით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი განვითარდნენ დამოუკიდებლად.
The more points of resemblance that two complex structures have, the less likely it is that they evolved independently.
535507.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ადამიანისა და შიმპანზის ქალა შედგება არა ერთი, არამედ მრავალი, ერთმანეთთან შეერთებული ძვლისგან.
For instance, the skulls of a human and a chimpanzee do not consist of a single bone but rather of many bones fused together.
535508.
ბიოლოგია | თავი XXV
ორივე ქალას შემთხვევაში, ძვლები ერთმანეთთან მჭიდროდ არის შეერთებული და ზუსტად ერგებიან ერთმანეთს.
The compositions of the two skulls match almost perfectly, bone for bone.
535509.
ბიოლოგია | თავი XXV
თითქმის წარმოუდგენელია, რომ ასეთ რთულ სტრუქტურებს, რომელთა დეტალები ასე კარგად ერგება ერთმანეთს, აქვთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წარმოშობა.
It is highly improbable that such complex structures, matching in so many details, have separate origins.
535510.
ბიოლოგია | თავი XXV
როგორც ჩანს, გენები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ორი ქალის განვითარებაში, მემკვიდრეობით მიღებულია საერთო წინაპრისგან.
More likely, the genes involved in the development of both skulls were inherited from a common ancestor.
535511.
ბიოლოგია | თავი XXV
იგივე არგუმენტი მუშაობს, როცა ერთმანეთს ვადარებთ ათასობით ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის შემცველ გენებს.
The same argument applies to comparing genes themselves, which are sequences of thousands of nucleotides.
535512.
ბიოლოგია | თავი XXV
დნმ-ის ოთხი ფუძის განლაგების თანმიმდევრობა დნმ-ის ან რნმ-ის ჯაჭვში ეყრდნობა მემკვიდრეობით თვისებებს. ეს ფუძეებია: A(ადენინი), G (გუანინი). C(ციტოზინი) ან T (თიმინი).
Each nucleotide position along a stretch of DNA or RNA represents an inherited character in the form of one of the four DNA bases: A (adenine), G (guanine), C (cytosine), or T (thymine).
535513.
ბიოლოგია | თავი XXV
თუ შესადარებლად ვიღებთ ორი სახეობის 1 000 ნუკლეოტიდის სიგრძის დნმ-ის რეგიონს, მივიღებთ მათ შორის მსგავსების ან განსხვავების 1 000 წერტილს.
Thus, comparable regions of DNA that are 1,000 nucleotides long provide 1,000 points of similarity or difference between two species.
535514.
ბიოლოგია | თავი XXV
სახეობებს შორის ნათესაური კავშირის დასადგენად სისტემატიკოსები ერთმანეთს ადარებენ დნმ-ის გრძელ ჯაჭვებს და მთლიან გენომებს.
Systematists compare long stretches of DNA and even entire genomes to assess relationships between species.
535515.
ბიოლოგია | თავი XXV
თუ ორი ორგანიზმის გენებს ბევრი საერთო ნუკლეოტიდური თანმიმდევრობები აქვთ, მოსალოდნელია, რომ ეს გენები ჰომოლოგიურია.
If genes in two organisms share many portions of their nucleotide sequences, it is highly likely that the genes are homologous.
535516.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური ჰომოლოგიების შეფასება.
Evaluating Molecular Homologies.
535517.
ბიოლოგია | თავი XXV
ნუკლეინის მჟავების შედარება ხშირად დაკავშირებულია ტექნიკურ სირთულეებთან.
Molecular comparisons of nucleic acids often pose technical challenges.
535518.
ბიოლოგია | თავი XXV
პირველი ნაბიჯის სახით უნდა განისაზღვროს იმ მონაკვეთის ნუკლეინის მჟავების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვით ვაპირებთ ორი სახეობის შედარებას.
The first step is to align comparable nucleic acid sequences from the two species being studied.
535519.
ბიოლოგია | თავი XXV
თუ ეს სახეობები ახლო ნათესავები არიან, თანმიმდევრობებში განსხვავება მხოლოდ რამდენიმე ადგილას იქნება.
If the species are very closely related, the sequences likely differ at only one or a few sites.
535520.
ბიოლოგია | თავი XXV
არამონათესავე სახეობებში კი ნუკლეინის მჟავების თანმიმდევრობა დიდად განსხვავდება. ამ შემთხვევაში ჯაჭვში იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა ფუძე. ჯაჭვის სიგრძეც კი შეიძლება განსხვავებული იყოს.
In contrast, comparable nucleic acid sequences in distantly related species usually have different bases at many sites and may even have different lengths.