მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53541.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ტრასეკას განვითარების პირველსავე ეტაპზე (1994-98 წწ.), თავი იჩინა როგორც ტვირთების საერთო მოცულობის განუხრელმა ზრდამ, ასევე მათი სტრუქტურის ცვლილებამაც.
From the very initial stage (1994-1998) of the development of the TRACECA-the Eurasian transport corridor the overall freight volume has shown a steady rise, as well as a structural change.
53542.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
დიდად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, მინერალური ნედლეულის, ბამბის, სხვა ტვირთების ხვედრითი წილი, განსაკუთრებული ზრდა აღინიშნა კონტეინერული გადაზიდვების სფეროში.
The share of oil and petroleum products, mineral raw materials, cotton, and other freight has grown, with a particular increase in container traffic.
53543.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
აბსოლუტურად ნათელია, რომ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი მრავალფუნქციური სატრანსპორტო კომუნიკაციაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც კასპიის ზღვის რეგიონის, ასევე რუსეთის, ცენტრალური აზიის და ყახაზეთის, სამხრეთი კავკასიის ქვეყნების მდიდარი რესურსების ექსპორტი.
The Eurasian transport corridor is clearly a multifunctional transport communication that must ensure the export of the rich resources of the countries of the Caspian region as well as of Russia, Central Asia, Kazakhstan and South Caucasia.
53544.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
მხედველობაში გვაქვს ადრეული ნავთობის გადაზიდვის, სუფსის ტერმინალის ამოქმედების, რკინიგზით ნავთობის ტრანსპორტირების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, თურქმენეთ-აზერბაიჯანისა და საქართველო-თურქეთის გაზსადენის ამოქმედება, ტრანსკავკასიური გადაზიდვების პროექტების განხორციელება და სხვ.
This refers to the transportation of crude oil, the commissioning of the Supsa terminal, transportation of oil by rail, the commissioning of the Baku-Tbilisi-Ceyhan pipeline, the Turkmenistan-Azerbaijan and the Georgian-Turkish gas pipeline, and the realization of Transcaucasian transportation projects.
53545.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ტრასეკას გზა, როგორც ვთქვით, ცენტრალური აზიიდან ევროპამდე საქართველოზე გავლით, გაცილებით მოკლეა, ვიდრე სხვა, მისი ალტერნატიული გზები.
As noted above, the TRACECA route via the Caucasus, including Georgia, from Asia to Europe is much shorter than other alternative routes.
53546.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
აი, როგორ აფასებს ამ გზას უზბეკეთის პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი ისლამ ქარიმოვი: „სხვა მაგისტრალებთან შედარებით უზბეკეთისათვის საქართველოს გზა ორნახევარჯერ მოკლეა და ამ გზით საქონლის ტრანსპორტირება გაცილებით უფრო იაფი ჯდება“.
This is how my friend Islam Karimov, President of Uzbekistan, assesses this route: "The Georgian route is two and a half times shorter in comparison to other routes for Uzbekistan, and transportation of goods by this route costs much cheaper".
53547.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამიტომ ტრასეკას გზა მეტად რენტაბელური და კონკურენტუნარიანი იქნება, ვიდრე სხვა ალტერნატიული გზები.
Thus, the TRACECA route is a lot more cost-effective and competitive than other alternative routes.
53548.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
დღეს საქართველოს პორტებს შეუძლიათ წელიწადში 300 ათასი ტონა ბამბის საექსპორტო გადაზიდვას მოემსახურონ.
Today Georgian ports can service the transportation of 300 thousand tonnes of cotton annually.
53549.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
მომავალში ეს პოტენციალი გადიდდება.
This potential will grow in the future.
53550.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
უზარმაზარ შემოსავალს მოგვცემს ჩინეთის, ინდოჩინეთის ტვირთების მოზიდვა, განსაკუთრებით ნავთობის ტრანსპორტირება.
Attraction of the freight of China and Indochina, especially oil transportation, will bring enormous revenues.
53551.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ეს გაანგარიშებები გაკეთებულია საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ხელშეწყობით, ტასისისა და ტრასეკას ექსპერტების მიერ.
These estimates have been made in Georgia by TACIS and TRACECA experts, with the assistance of the delegation of the European Commission.
53552.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ნათქვამი ეხება მხოლოდ უზბეკეთს და მხოლოდ ბამბას.
This refers to Uzbekistan alone and only to cotton.
53553.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
და ეს მხოლოდ დასაწყისია.
And it is only the beginning.
53554.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ტრასეკა ხელს შეუწყობს საქართველოში წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
TRACECA will facilitate the development of small and medium business in Georgia.
53555.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ბენზინის ჩამოსასხმელი სადგურები, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სადისპეტჩერო პუნქტები, მოტელები, სასტუმროები, ოპერატიული სარემონტო სამსახურები, მსოფლიო სტანდარტების დონეზე მოასფალტებული გზები, თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონის სარკინიგზო ხაზები, თანამედროვე აეროპორტები, ნავსადგურები, მსოფლიო დონის თვითმფრინავები, გემები, მომსახურების საერთაშორისო ხარისხების სერვისი - ეს ყველაფერი და ბევრი სხვა რამ ტრასეკა და მისი ინფრასტრუქტურაა.
Petrol stations, traffic-control points equipped with up-to-date devices, motels, hotels, operational repair services, road paved at world standard levels, railway lines of modern European standards, modern airports, state-of-the-art aircraft, ships, modern service - all this, and much more, is TRACECA and its infrastructure.
53556.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახალი აბრეშუმის გზის აღორძინება მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ტურიზმისა და სპორტის განვითარებასთან.
It should be noted that the restoration of the New Silk Route will encourage the development of tourism and sport.
53557.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
1998-2005 წწ. დიდი აბრეშუმის გზის აღორძინებასთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია და დამტკიცებულია ტურიზმის განვითარების სქემა.
In connection with the restoration of the Great Silk Route a plan has been drawn up and approved for the development of tourism in 1998-2005.
53558.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
2003-2004 წლებისათვის საქართველო მარტო ტურიზმიდან ერთ მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს.
By the years 2003-2004 Georgia will receive a revenue of over USD 1 billion from tourism alone.
53559.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ესეც ტრასეკას და მსოფლიო აბრეშუმის გზის სიკეთეა.
This too is a benefit of TRACECA and the World Silk Route.
53560.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საქართველო, შავი ზღვის სანაპირო — მსოფლიო მნიშვნელობის ტურიზმის, ალპინიზმის, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტების ზონაა.
Georgia with its Black Sea coast is a zone of tourism of world importance and resorts of international significance.