მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535561.
ბიოლოგია | თავი XXV
ცალკეული ორგანიზმის კლასიფიკაცია ჰგავს საფოსტო მისამართს, რომლის მიხედვით ვახდენთ ინდივიდის იდენტიფიკაციას ჯერ გარკვეულ ბინაში, შემდეგ შენობაში, სადაც ბევრი ბინაა, ქუჩაში, სადაც ბევრი შენობაა, ქალაქში სადაც ბევრი ქუჩაა, შტატში სადაც ბევრი ქალაქია, და ა. შ როგორც ჩანს, ადამიანისთვის ბუნებრივია ცოცხალი ორგანიზმების ამგვარი კლასიფიკაცია.
The resulting biological classification of a particular organism is somewhat like a postal address identifying a person in a particular apartment, in a building with many apartments, on a street with many apartment buildings, in a city with many streets, in a state with many cities, and so on.
535562.
ბიოლოგია | თავი XXV
ჩვენ ვაერთიანებთ ხის რამდენიმე სახეობას, ვაძლევთ მათ საერთო სახელს, მაგალითად მუხას და ასე ვასხვავებთ სხვა სახეობებისგან, რომლებსაც ვარქმევთ ვთქვათ, წაბლს.
We lump together several species of tree to which we give the common name of oaks and distinguish them from other species of trees we call chestnuts.
535563.
ბიოლოგია | თავი XXV
ტაქსონომებმა გადაწყვიტეს, რომ მუხა და წაბლი იმდენად განსხვავებულია, რომ ცალკე გვარებს უნდა მივაკუთვნოთ.
Taxonomists have decided that oaks and chestnuts are different enough that they should belong to separate genera.
535564.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ ისინი საკმაოდ მსგავსნი არიან იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ერთ Fagaceae-ს ოჯახში.
Yet oaks and chestnuts are deemed similar enough to be grouped into the same family, the Fagaceae.
535565.
ბიოლოგია | თავი XXV
ეს გადაწყვეტილება შემთხვევითია, უფრო მსხვილი დონეების განსაზღვრისთვის ძირითადად გამოიყენება მეცნიერების მიერ შერჩეული მრავალფეროვანი მორფოლოგიური თვისებები და არა რომელიმე რაოდენობრივი მაჩვენებლები. რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით ორგანიზმების განსაზღვრა უფრო ობიექტურია, ვინაიდან ისინი ყველა ორგანიზმს უნდა მიესადაგონ.
This decision was ultimately arbitrary, because higher classification levels are generally defined by various morphological characters chosen by taxonomists rather than by some quantitative measurement applicable to all organisms.
535566.
ბიოლოგია | თავი XXV
ამის გამო შეუძლებელია უფრო დიდი კატეგორიების შედარება სხვადასხვა ევოლუციურ ხაზებში. მაგალითად, არ არის აუცილებელი ლოკოკინების კლასში იგივე მორფოლოგიური ან გენეტიკური მრავალფეროვნება იყოს, როგორიც არის ძუძუმწოვრების კლასში. ეს აძნელებს მათ შედარებას.
For this reason, the larger categories are often not comparable between lineages; that is, an order of snails does not necessarily exhibit the same degree of morphological or genetic diversity as an order of mammals.
535567.
ბიოლოგია | თავი XXV
კლასიფიკაციის და ფილოგენეტიკის ერთობა.
Linking Classification and Phylogeny.
535568.
ბიოლოგია | თავი XXV
ადრე განვიხილეთ, როგორ იკვლევენ ფილოგენეზს სისტემატიკოსები, როცა სწავლობენ თანამედროვე და ნამარხი ორგანიზმების სხვადასხვა თვისებებს.
We saw earlier how systematists explore phylogeny by examining various characteristics in living and fossil organisms.
535569.
ბიოლოგია | თავი XXV
ისინი იყენებენ დატოტვილ დიაგრამებს. ამ დიაგრამებს ეძახიან ფილოგენეტიკურ ხეებს. ფილოგენეტიკური ხეების მეშვეობით გამოხატავენ თავიანთ ჰიპოთეზებს ევოლუციურ კავშირებზე.
They use branching diagrams called phylogenetic trees to depict their hypotheses about evolutionary relationships.
535570.
ბიოლოგია | თავი XXV
ხეების განშტოებები იმ ჯგუფების იერარქიულ კლასიფიკაციას ასახავენ, რომლებიც უფრო დიდ ჯგუფებშია მოთავსებული.
The branching of such trees reflects the hierarchical classification of groups nested within more inclusive groups.
535571.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეტიკური ხე ხშირად შედგება დიქოტომიური, ანუ ორ-ორად დატოტვილი განშტოებების სერიიდან; დატოტვის ყოველი წერტილი ასახავს საერთო წინაპრისგან ორი სახეობის დათიშვას.
A phylogenetic tree is often constructed from a series of dichotomies, or two-way branch points; each branch point represents the divergence of two species from a common ancestor.
535572.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: კატისებრთა ოჯახში დატოტვის წერტილი შეგვიძლია შემდეგნაირად გამოვსახოთ: ლეოპარდი, შინაური კატა, საერთო წინაპარი. როგორც ეს 25.9 სურათზეა მოცემული, ტაქსონის დიქოტომიური დატოტვა, რომელიც სახეობაზე უფრო მსხვილ კატეგორიებს მოიცავს შეიძლება გამოვსახოთ დიაგრამაზე. მაგალითად: ოჯახები და რიგები.
For example, we could represent a branch point within the cat family this way: As in Figure 25.9, we can also diagram dichotomous branching of taxa that are more inclusive than species, such as families and orders.
535573.
ბიოლოგია | თავი XXV
ყოველი, უფრო “ღრმა” დატოტვის წერტილი, ასახავს პროგრესულად მეტ მრავალფეროვნებას (დათიშვას).
Each of the "deeper" branch points represents progressively greater amounts of divergence.
535574.
ბიოლოგია | თავი XXV
არ აგერიოთ ფილოგენეტიკურ ხეზე მოცემული დატოტვის თანმიმდევრობა თითოეული სახეობის არსებობის ასაკთან (ფაქტობრივ ასაკთან).
Do not confuse the sequence of branching in a tree with the vintages (actual ages) of the particular species.
535575.
ბიოლოგია | თავი XXV
25.9 სურათზე გამოსახულ ხეზე არ არის აღნიშნული, რომ მგელი ევროპული წავთან შედარებით გვიან განვითარდა, ის აღნიშნავს მხოლოდ, რომ მათი საერთო წინაპარი უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე მგლის და ძაღლის საერთო წინაპარი.
The tree in Figure 25.9 does not indicate that the wolf evolved more re- Canidae cently than the European otter, but only that their common ancestor preceded the last common ancestor of the wolf and the domestic dog.
535576.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეზის განსაზღვრის მეთოდები დასაბამს იღებენ დარვინის დროიდან. დარვინმა ლინესგან განსხვავებით იერარქიული კლასიფიკაცია გააერთიანა ევოლუციასთან.
Methods for tracing phylogeny began with Darwin, who, unlike Linnaeus, realized the evolutionary implications of hierarchical classification.
535577.
ბიოლოგია | თავი XXV
დარვინმა სახეობათა წარმოშობაში წარმოგვიდგინა ფილოგენეტიკური სისტემატიკა, როცა წერდა: ,,ჩვენი კლასიფიკაცია რამდენადაც ეს შესაძლებელია გენეალოგიას უნდა წარმოადგენდეს”.
Darwin introduced phylogenetic systematics in The Origin of Species, writing: "Our classifications will come to be, as far as they can be so made, genealogies."
535578.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეტიკური სისტემატიკის საფუძველზე აგებენ ევოლუციურ ხეს ევოლუციური ხის აგებულება ეფუძნება სახეობათა საერთო თვისებებს.
Phylogenetic systematics informs the construction of phylogenetic trees based on shared characters.
535579.
ბიოლოგია | თავი XXV
საერთო თვისებების მოდელი შეიძლება გამოვსახოთ დიაგრამაზე, რომელსაც კლადოგრამას ეძახიან თავისთავად კლადოგრამა არ ასახავს ევოლუციურ ისტორიას.
Patterns of shared characteristics can be depicted in a diagram called a cladogram. A cladogram by itself does not imply evolutionary history.
535580.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ თუ საერთო თვისებები ორგანიზმებს აქვთ იმის შედეგად, რომ მათ საერთო წინაპარი ჰქონდათ (თუ ისინი ჰომოლოგიებს წარმოადგენენ), მაშინ კლადოგრამა ფილოგენეტიკური ხის ფუძესაც გვაძლევს.
But if the shared characteristics are due to common ancestry (that is, if they are homologous), then the cladogram forms the basis of a phylogenetic tree.