მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535521.
ბიოლოგია | თავი XXV
ამის მიზეზი არის ის, რომ დროის უფრო დიდი მონაკვეთის განმავლობაში, ჯაჭვიდან ხდება ბევრი ფუძის ჩართვა ან ამოშლა. ეს კი მოქმედებს ჯაჭვის სიგრძეზე.
This is because, over longer periods of time, insertions and deletions accumulate, altering the lengths of the gene sequences.
535522.
ბიოლოგია | თავი XXV
წარმოიდგინეთ, რომ ორი სახეობის გარკვეულ გენში არამაკოდირებელი დნმ-ის თანმიმდევრობა ძალიან მსგავსია. მაგრამ ერთ-ერთი სახეობის შემთხვევაში მუტაციის შედეგად ამოიშალა თანმიმდევრობის პირველი ფუძე.
Suppose, for example, that certain noncoding DNA sequences in a particular gene in two species are very similar, but a deletion mutation has eliminated the first base of the sequence in one of the species.
535523.
ბიოლოგია | თავი XXV
ამის შედეგად დანარჩენი თანმიმდევრობა გადაიწევს ერთი ფუძით.
The effect is that the remaining sequence shifts back one notch.
535524.
ბიოლოგია | თავი XXV
თუ ასეთ ორ ნუკლეოტიდურ თანმიმდევრობას შევადარებთ ერთმანეთს, ხელად მივხვდებით, თუ რა სიძნელე წარმოიქმნება შედარების დროს.
A comparison of the two sequences that does not take this deletion into account would overlook what in fact is a very good match.
535525.
ბიოლოგია | თავი XXV
საპირისპიროდ, ვერცხლის მცენარეების ალიანსის ფუძეების განლაგება ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ განსხვავებული აგებულების მიუხედავად ალიანსის ყველა წევრი ერთმანეთის ახლო ნათესავია.
In contrast, the high degree of gene-sequence similarity among the silverswords supports the hypothesis that they are all very closely related, in spite of their considerable morphological differences.
535526.
ბიოლოგია | თავი XXV
ის ფაქტი, რომ სხვადასხვა სახეობის მოლეკულური თანმიმდევრობა განსხვავებულია, თავისთავად არაფერს არ გვეუბნება იმაზე, თუ როდის ცოცხლობდა ამ სახეობების საერთო წინაპარი.
The fact that molecules have diverged between species does not in itself tell us how long ago their common ancestor lived.
535527.
ბიოლოგია | თავი XXV
ხანდახან, მაგალითად თხუნელების შემთხვევაში, ამის გაგება შესაძლებელია ნამარხებიდან.
Sometimes, as in the case of the moles, the fossil record provides data about when their common ancestor probably lived.
535528.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ ვერცხლის ალიანსის შემთხვევაში, ნაპოვნი ნამარხები ძალიან ცოტაა.
But in the case of the silverswords, few fossils have been found.
535529.
ბიოლოგია | თავი XXV
ასეთ სახეობებთან მუშაობისას მკვლევრები ადარებენ მათ მოლეკულურ თანმიმდევრობას მცენარეების იმ ხაზის მოლეკულურ თანმიმდევრობასთან, რომელშიც მეტი ნამარხებია ნაპოვნი.
For such species, researchers may be able to compare their molecular divergence with that found in other plant lineages that have more complete fossil records.
535530.
ბიოლოგია | თავი XXV
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად გამოსადეგია ევოლუციის შესასწავლად მოლეკულური მსგავსება, აუცილებელია განვასხვაოთ ჰომოლოგიები ანალოგიებისგან. იგივე არის საჭირო მორფოლოგიური მახასიათებლების შემთხვევაში.
Just as with morphological characters, it is necessary to distinguish homology from analogy to determine the usefulness of molecular similarities for evolutionary studies.
535531.
ბიოლოგია | თავი XXV
ორი თანმიმდევრობა, რომელიც თავისი სიგრძის გასწვრივ ბევრ წერტილში აქვს ერთმანეთს უფრო მეტად ჰომოლოგიურია.
Two sequences that resemble each other at many points along their length are most likely homologous.
535532.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგრამ შორეულად მონათესავე ორგანიზმებსაც ხანდახან ახასიათებთ თანმიმდევრობების დამთხვევა. როგორც ჩანს, ეს შემთხვევითი მსგავსებაა ან მოლეკულური ჰომოპლაზია.
But in organisms that do not appear to be closely related, the bases that their otherwise very different sequences happen to share may simply be coincidental matches, or molecular homoplasies.
535533.
ბიოლოგია | თავი XXV
მეცნიერები ავითარებენ მათემატიკურ მეთოდებს, რომ განასხვაონ “დაშორებული” ჰომოლოგიები შემთხვევითი მსგავსებისგან, რომელსაც ადგილი აქვთ საკმაოდ დაცილებულ თანმიმდევრობებში.
Scientists have developed mathematical tools that can distinguish "distant" homologies from such coincidental matches in extremely divergent sequences.
535534.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ასეთი მოლეკულური ანალიზის შედეგად მივიღეთ, რომ მორფოლოგიური მსგავსების უქონლობის მიუხედავად, ადამიანებს და ბაქტერიებს ნამდვილად ჰყავთ საერთო წინაპარი.
For example, such molecular analysis has provided evidence that, despite our lack of morphological similarity, we humans do indeed share a distant common ancestor with bacteria.
535535.
ბიოლოგია | თავი XXV
მეცნიერებმა დაადგინეს ათასობით სახეობების 20 მილიარდი ნუკლეოტიდური ფუძის თანმიმდევრობა.
Scientists have so far sequenced more than 20 billion bases' worth of nucleic acid data from thousands of species.
535536.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ უზარმაზარმა მონაცემთა კოლექციამ ფილოგენეზის შესწავლაში ბუმი წარმოქმნა. დადგინდა ბევრი ევოლუციური კავშირი. მაგალითად, ავსტრალიურ და ჩრდილო ამერიკულ თხუნელებს შორის და ვერცხლის მცენარეების ალიანსის განსხვავებულ წევრებს შორის.
This enormous collection of data has fed a boom in the study of phylogeny, clarifying many evolutionary relationships, such as those between the Australian and North American moles and those between the various silverswords.
535537.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ თავის ბოლოში და შემდეგ თავებში თქვენ ნახავთ მოლეკულურ სისტემატიკაში მომხდარი დიდი ძვრების ბევრ მაგალითს.
In the rest of this chapter and the next unit, you will see many examples of the tremendous impact of molecular systematics.
535538.
ბიოლოგია | თავი XXV
ფილოგენეტიკური სისტემატიკა აერთიანებს კლასიფიკაციას და ევოლუციის ისტორიას სისტემატიკა, როგორც მეცნიერება, დასაბამს იღებს მეთვრამეტე საუკუნეში.
Phylogenetic systematics connects classification with evolutionary history. The discipline of systematics dates to the 18th century.
535539.
ბიოლოგია | თავი XXV
1748 წელს შვედმა ბოტანიკოსმა და ანატომმა კარლ ლინემ გამოაქვეყნა ნაშრომი “Systema naturae” (“ბუნების სისტემა”). ეს არის მის მიერ შედგენილი იმ დროისთვის ცნობილი მცენარეების და ცხოველების ტაქსონომიური კლასიფიკაცია.
In 1748, Swedish botanist and anatomist Carolus Linnaeus published Systema naturae ("System of Nature"), his taxonomic classification of all plants and animals known at the time.
535540.
ბიოლოგია | თავი XXV
ტაქსონომია არის ორგანიზმების დაყოფა კატეგორიებად. ეს პროცესი დაფუძნებულია მრავალი თვისების შესწავლაზე, რომლებსაც იყენებენ სხვადასხვა ორგანიზმებს შორის მსგავსების და განსხვავების დასადგენად.
Taxonomy is an ordered division of organisms into categories based on a set of characteristics used to assess similarities and differences.