მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535701.
ბიოლოგია | თავი XXV
23 თავში იყო მოყვანილი ამის მაგალითი: ყნოსვის რეცეპტორის გენებმა ხერხემლიან ცხოველებში გაიარეს გენების დუპლიკაციის მრავალი შემთხვევა.
In Chapter 23 you encountered an example: the olfactory receptor genes, which have undergone many gene duplications in vertebrate animals.
535702.
ბიოლოგია | თავი XXV
ადამიანსა და თაგვს აქვთ 1 000 მეტი პარალოგიური გენი, ანუ საკმაოდ დიდი ოჯახი.
Humans and mice each have huge families of more than 1,000 of these paralogous genes.
535703.
ბიოლოგია | თავი XXV
გენომის შემადგენელი გენების უმეტესობა ამ ორი ტიპი ჰომოლოგიების ამსახველია.
It is possible to describe most of the genes that make up genomes as representing one of these two types of homology.
535704.
ბიოლოგია | თავი XXV
გაითვალისწინეთ, რომ ორთოლოგიური გენების დათიშვა ხდება მხოლოდ სახეობის წარმოქმნის შემდეგ. ამიტომ ეს გენები მოიძებნება დაცილებულ გენოფონდებში.
Note that orthologous genes can only diverge after speciation has taken place, with the result that the genes are found in separate gene pools.
535705.
ბიოლოგია | თავი XXV
მაგალითად: ადამიანსა და თაგვს ორივეს აქვთ ერთი β ჰემოგლობინის გენი.
For example, humans and mice each have one functioning ẞ hemoglobin gene.
535706.
ბიოლოგია | თავი XXV
ეს გენები ემსახურება ერთსა და იმავე ფუნქციას, მაგრამ საერთო წინაპრის არსებობის შემდეგ მათი თანმიმდევრობები დაითიშა.
These genes serve similar functions, but their sequences have diverged since the time that humans and mice had a common ancestor.
535707.
ბიოლოგია | თავი XXV
პარალოგიური გენების დათიშვა მაშინაც შეიძლება მოხდეს, თუ ისინი ერთ და იმავე გენოფონდში არიან, ვინაიდან გენომში არსებობს მათი ერთზე მეტი ასლი.
Paralogous genes, on the other hand, can diverge even while they are in the same gene pool, because they are present in more than one copy in the genome.
535708.
ბიოლოგია | თავი XXV
პარალოგიური გენები, რომლებიც ადამიანებში ქმნიან ყნოსვის რეცეპტორის გენების ოჯახს, დაითიშნენ ჩვენი გრძელი ევოლუციური ისტორიის განმავლობაში.
The paralogous genes comprising the olfactory receptor gene family in humans have diverged from each other during our long evolutionary history.
535709.
ბიოლოგია | თავი XXV
ამჯერად ისინი მუშაობენ იმ ცილების დასადგენად, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მგრძნობელობას მრავალი სურნელის მიმართ. ამ გენების მეშვეობით ჩვენ ვარჩევთ საკვების სუნსაც და სასქესო ფერომონებსაც.
They now specify proteins that confer sensitivity to a wide variety of odors, ranging from various foods to sex pheromones.
535710.
ბიოლოგია | თავი XXV
გენომის ევოლუცია.
Genome Evolution.
535711.
ბიოლოგია | თავი XXV
ახლა, როცა შეგვიძლია შევადაროთ განსხვავებული ორგანიზმების მთლიანი გენომები, ჩვენი საკუთარი გენომის ჩათვლით, ჩნდება ორი აღსანიშნავი მოვლენა.
Now that we can compare the entire genomes of different organisms, including our own, two remarkable facts have emerged.
535712.
ბიოლოგია | თავი XXV
პირველი: ორთოლოგიური გენები არიან ფართოდ გავრცელებულნი. ისინი შეიძლება ევოლუციის დიდ მანძილზე გავრცელდნენ.
First, orthologous genes are widespread and can extend over huge evolutionary distances.
535713.
ბიოლოგია | თავი XXV
ადამიანისა და თაგვის გენების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ნამდვილად ორთოლოგიურია. ჩვენი გენების 50% არის საფუვრის გენების ორთოლოგიური.
Ninety-nine percent of the genes of humans and mice are detectably orthologous, and 50% of our genes are orthologous with those of yeast.
535714.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ შთამბეჭდავი მსგავსებიდან გამომდინარეობს, რომ ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა გაიარა ბიოქიმიური განვითარების საერთო გზები.
This remarkable commonality demonstrates that all living organisms share many biochemical and developmental pathways.
535715.
ბიოლოგია | თავი XXV
მეორე: გენების რიცხვი დუპლიკაციის შედეგად არ გაიზარდა იგივე სიჩქარით, რა სიჩქარითაც გაიზარდა ფენოტიპური სირთულე.
And second, the number of genes seems not to have increased through duplication at the same rate as phenotypic complexity.
535716.
ბიოლოგია | თავი XXV
ადამიანს მხოლოდ ხუთჯერ მეტი გენი აქვს, ვიდრე საფუარს. ამ დროს საფუარი არის ერთუჯრედიანი ევკარიოტი. საფუვრის უჯრედებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დიდი, რთული ტვინი და ჩვენი სხეული შედგება 200 განსხვავებული ტიპის ქსოვილისგან.
Humans have only about five times as many genes as yeast, a simple single-celled eukaryote, even though unlike yeast cells we have a large, complex brain and a body that contains more than 200 different types of tissues.
535717.
ბიოლოგია | თავი XXV
ჩნდება აზრი, რომ ადამიანის ბევრი გენი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე საფუვრის. ამ გენებს სხეულის სხვადასხვა ქსოვილში შეუძლიათ მრავალი დავალების შესრულება.
Evidence is emerging that many human genes are more versatile than those of yeast and are able to carry out a wide variety of tasks in various body tissues.
535718.
ბიოლოგია | თავი XXV
ჩვენს წინ დგას დიდი და უაღრესად საინტერესო მეცნიერული გამოცანა: დავადგინოთ მექანიზმები, რომელთა მეშვეობით არსებობს ეს გენომური მრავალფეროვნება.
Before us lies a huge and exciting scientific challenge: unraveling the mechanisms that enable this genomic versatility.
535719.
ბიოლოგია | თავი XXV
მოლეკულური საათი გვეხმარება დავადგინოთ ევოლუციური ცვლილების დრო.
Molecular clocks help track evolutionary time.
535720.
ბიოლოგია | თავი XXV
როგორც ამ თავის დასაწყისში ვთქვით, ევოლუციური ბიოლოგიის ერთ-ერთი მიზანია ყველა ცოცხალ ორგანიზმს შორის, ნამარხი ორგანიზმების ჩათვლით, ნათესაური კავშირის დადგენა.
As we stated at the beginning of this chapter, one of the goals of evolutionary biology is to understand the relationships between all living organisms, including those for which there are no fossils.