მოიძებნა 669201 ჩანაწერი
535741.
ბიოლოგია | თავი XXV
დიდი დებატები იმართება იმის თაობაზე, რამდენად ახდენს გავლენას ნეიტრალური გენეტიკური ცვლილებები დნმ-ის მრავალფეროვნებაზე.
Their skepticism is part of a broader debate about the extent to which neutral genetic variation can account for DNA diversity.
535742.
ბიოლოგია | თავი XXV
მართლაც, ახალი მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ დროზოფილის ორ სახეობაში S. simulans და S. yakuba ამინომჟავების სხვაობის თითქმის ნახევარი არ არის ნეიტრალური. ეს სხვაობა მიმართული ბუნებრივი გადარჩევის შედეგია.
Indeed, new evidence suggests that almost half of the amino acid differences in proteins of two Drosophila species, D. simulans and D. yakuba, are not neutral but have resulted from directional natural selection.
535743.
ბიოლოგია | თავი XXV
თუმცა, თუ ევოლუციის სიჩქარე დროის ძალიან დიდი პერიოდის განმავლობაში იცვლება და ამავე დროს გვაქვს გადარჩევის გავლენა, ეს ორი ფაქტორი ერთად საშუალო სიდიდეს წარმოქმნის. ის გენებიც კი, რომელთა საათი არარეგულარულია, მუშაობენ როგორც გასული დროის მიახლოებითი მარკერები.
Nonetheless, it is likely that over extremely long periods of time, fluctuations in evolutionary rate due to selective pressure will average out, so that even genes with irregular clocks can serve as approximate markers of elapsed time.
535744.
ბიოლოგია | თავი XXV
სხვა საკითხია, როცა მკვლევრები ცდილობენ, გაავრცელონ მოლეკულური საათი იმ დროზეც, რომელიც არ არის დოკუმენტირებული ნამარხებიდან.
Another question arises when researchers attempt to extend molecular clocks beyond the time span documented by the fossil record.
535745.
ბიოლოგია | თავი XXV
მართალია, ზოგი ნამარხი 3 მილიარდ წელზე მეტისაა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.
Although some fossils date back as far as 3 billion years, these are very rare.
535746.
ბიოლოგია | თავი XXV
ნამარხების უმეტესობა 550 მილიონი წლით თარიღდება, მაგრამ მოლეკულური საათის გამოყენება ხდება იმ ევოლუციური დათიშვის დასათარიღებლად, რომელიც მილიარდ წელიწადზე ადრე მოხდა.
An abundant fossil record extends back only about 550 million years, but molecular clocks have been used to date evolutionary divergences that occurred a billion or more years ago.
535747.
ბიოლოგია | თავი XXV
ეს შესაძლებელია, თუ მივიღებთ, რომ საათი მთელი ამ დროის განმავლობაში ერთნაირად მუშაობდა.
These estimates assume that the clocks have been constant for all that time.
535748.
ბიოლოგია | თავი XXV
ასეთი დასკვნა კი ნაკლებად დამაჯერებელია.
Thus, such estimates are likely to have a high degree of uncertainty.
535749.
ბიოლოგია | თავი XXV
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის წარმოშობის მოლეკულური საათი.
Applying a Molecular Clock: The Origin of HIV.
535750.
ბიოლოგია | თავი XXV
ლოს ალამოსის (ახალი მეხიკო) ნაციონალური ლაბორატორიის მკვლევრებმა ბოლო დროს გამოიყენეს მოლეკულური საათი, რომ დაედგინათ ადამიანებში HIV ვირუსის გაჩენის დრო.
Recently, researchers at Los Alamos National Laboratory in New Mexico used a molecular clock to date the origin of HIV infection in humans.
535751.
ბიოლოგია | თავი XXV
როდის გადავიდა HIV ადამიანებზე?
When did HIV jump to humans?
535752.
ბიოლოგია | თავი XXV
ამ კითხვაზე არ არსებობს მარტივი პასუხი, ვინაიდან ვირუსი არაერთხელ გავრცელდა ადამიანებში.
There is no simple answer, because the virus has spread to humans more than once.
535753.
ბიოლოგია | თავი XXV
HIV-ის გაჩენის მრავალი ფაქტი ასახულია ვირუსის მრავალ ხაზში (გენეტიკურ ტიპში).
The multiple origins of HIV are reflected in the variety of strains (genetic types) of the virus.
535754.
ბიოლოგია | თავი XXV
HIV გენომი შედგება რნმ-სგან და სხვა რნმ-ის ვირუსების მსგავსად, იგი სწრაფად იცვლება.
HIV's genetic material is made of RNA, and like other RNA viruses, it evolves quickly.
535755.
ბიოლოგია | თავი XXV
ყველაზე გავრცელებული ვირუსის ხაზი ადამიანებში არის HIV-1.
The most widespread strain in humans is HIV-1.
535756.
ბიოლოგია | თავი XXV
ზუსტად რომ განვსაზღვროთ HIV-1-ით გამოწვეული ინფექციის დრო, მკვლევრები ადარებდნენ ეპიდემიის არსებობის სხვადასხვა დროის ვირუსის ნიმუშებს. ამ შედარებაში ჩართეს 1959 წლის ვირუსის არასრული თანმიმდევრობაც.
To pinpoint the earliest HIV-1 infection, the researchers compared samples of the virus from various times during the epidemic, including one partial viral sequence from 1959.
535757.
ბიოლოგია | თავი XXV
ნიმუშები აჩვენებენ, რომ 1959 წლის შემდეგ ვირუსის განვითარება საკმაოდ ჰგავს საათის მუშაობის პრინციპს.
The samples showed that the virus has evolved in a remarkably clocklike fashion since 1959.
535758.
ბიოლოგია | თავი XXV
ანუ დროის ერთეულში ხდებოდა რეგულარული ცვლილებები. მოლეკულური საათის პრინციპის დახმარებით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ HIV-1-ით ადამიანის ინფიცირება პირველად მოხდა 1930-ან წლებში.
By extrapolating from their molecular clock, the researchers concluded that the first HIV-1 invasion into humans took place during the 1930s.
535759.
ბიოლოგია | თავი XXV
სიცოცხლის უნივერსალური ხე.
The Universal Tree of Life.
535760.
ბიოლოგია | თავი XXV
1960-იან წლებში მკვლევრებმა პირველად გაშიფრეს გენეტიკური კოდი და აღმოაჩინეს, რომ ის სიცოცხლის ყველა ფორმისთვის უნივერსალურია.
In the 1960s, researchers deciphering the genetic code found that it is universal in all forms of life.