მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53581.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ყოველდღიურად მილიონობით ტონა ტრანზიტული ტვირთი (ნავთი, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი გაზი და ა.შ.) გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე.
Millions of tonnes of transit freight (oil, petroleum products, natural gas, etc.) will cross Georgian territory.
53582.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
აბრეშუმის გზა საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მნიშვნელოვანი წყარო გახდება.
The Silk Route will become an important source of the social security programmes of Georgian citizens.
53583.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამ პრობლემებზე უკვე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და სხვა სტრუქტურები.
Work on these problems is already under way at the Ministry of Economics, Ministry of Finance, the Georgian government, the national Bank, and other structures.
53584.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამთავითვე გაძლიერდება ბრძოლა, განსაკუთრებით, კონტრაბანდასთან, ტერორიზმთან, ნარკობიზნესთან, მაფიებთან, საერთაშორისო ბანდიტიზმთან და სხვა სახის დანაშაულობებთან.
Fight will hence, intensify with contraband, terrorism, narcotics trafficking, mafia, international gangsterism and other types of offences.
53585.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ტრასეკას მთელ სივრცეში, კონტაქტების გაძლიერება ინტერპოლთან, უშიშროების ეროვნულ და რეგიონულ სისტემებთან.
The work of the law enforcement bodies must be coordinated throughout the TRACECA space, contacts with the Interpol, the national and regional systems of security must be strengthened.
53586.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საავტომობილო გზები.
AUTOMOBILE ROADS.
53587.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება საავტომობილო გზების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას მოითხოვს.
The development of the Eurasian transport corridor calls for rehabilitation and modernization of automobile roads.
53588.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ძირითადი სატრანზიტო მაგისტრალი დაახლოებით 400 კმ სიგრძისაა და შავი ზღვის რეგიონს აკავშირებს ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან.
The main transport route of the Eurasian transport corridor crossing Georgia's territory is approximately 400 km long, linking the Black Sea littoral regions with the eastern border of the country.
53589.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამ საავტომობილო გზის სამომავლო რეკონსტრუქცია მეტად მნიშვნელოვანი ამოცანაა დერეფნის ერთიანი სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების თვალსაზრისით.
The future reconstruction of this automobile road is a major task from the viewpoint of the development of the corridor's integral transport communication.
53590.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
იგი, გზისპირა ინფრასტრუქტურასთან ერთად, სატრანზიტო გადაზიდვათა უზრუნველმყოფ მნიშვნელოვან სამეურნეო კომპლექსსაც წარმოქმნის.
Along with roadside infrastructures, it will give rise to a significant economic complex catering for transit transportation.
53591.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამ კომპლექსის განვითარება თავისთავად განსაზღვრავს მიმდებარე რეგიონების დაჩქარებულ ეკონომიკურ წინსვლას.
The development of this complex in itself will make for an accelerated economic advance of adjoining regions.
53592.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საავტომობილო ტრანსპორტი.
AUTOMOBILE TRANSPORT.
53593.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ტასეკას პროგრამით შემუშავებულია საავტომობილო ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და მენეჯმენტის დარგში რამდენიმე პროექტი.
Several projects have been designed according to the TRACECA programme on the maintenance and management of automobile transport.
53594.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამჟამად საქართველოში არსებული (მსუბუქი, სატვირთო, სამგზავრო) საავტომობილი პარკის 81% კერძო მფლობელობაშია, 19% კი-სახელმწიფო დაქვემდებარებაში.
At present 81% of Georgia's automobile fleet (light, lorries, busses) is in private ownership, and 19% is state run.
53595.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საქართველოს ავტოპარკი დღეს კონკურენციას ვერ უწევს მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, ირანის, რუსეთის ავტოპარკებს საერთაშორისო-საექსპორტო გადაზიდვების სფეროში.
Georgia's automobile fleet cannot compete with that of her neighboring countries - Turkey, Iran and Russia, either on her own territory or in terms of international export.
53596.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს, ვახორციელებთ სათანადო ღონისძიებებს.
The situation has to be improved, torwards which appropriate measures are being taken.
53597.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე ყალიბდება ქართველ გადამზიდავთა ინსტიტუტი, რომელშიც სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „დაიმლერ კრაისლერი“, „ბილი ბეტსი“, „კორნელი გერტსი“ და სხვები.
It should be noted that an institution of Georgian Forwarders is taking shape in Georgia, in which such companies as Daimler-Chrysler, Bill Bates, Corneel Geerts, and others take an increasingly active part.
53598.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
1998 წელს ავტოტრანსპორტიდან საბიუჯეტო შემოსავლები, 1997 წელთან შედარებით, 55,5 პროცენტით არის გაზრდილი.
in 1998 the budget revenues from motor transport have grown by 55.5%, as compared to 1997.
53599.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ეს წარმატებები ტრასეკას პროექტის განხორციელების შედეგია.
These achievements are the result of the implementation of the TRACECA project.
53600.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ტრასეკას პროექტების საფუძველზე საქართველოს ავტოტრანსპორტი თანამედროვე სახეს იღებს.
Thanks to the TRACECA projects Georgia's motor transport is acquiring a modern image.