მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53641.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ანაკლიის საზღვაო პორტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ ფართოდ გამალა საქმიანობა ამ პროექტის რეალიზაციის მიზნით.
Following the release of a special order by the President of Georgia on the Anaklia sea port, large-scale work started at the Georgian Ministry of Transport with a view to implementing the project.
53642.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ თხოვნით მიმართა ევროგაერთიანებას, გრანტების გამოყენებით განხორციელდეს ახალი საზღვაო პორტის პროექტის წინარე გამოკვლევა, გენერალური გეგმის შედგენა და საინჟინრო-საპროექტო სამუშაოები ტრასეკას ტექნიკური დახმარების ფარგლებში.
The Georgian Ministry of Transport addressed the European Community with a request to allocate grants to enable a preliminary study of the new sea port project, draw a master plan and carry out engineering and design work within the framework of the TRACECA technical assistance project.
53643.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ანაკლიის პორტის პროექტი განიხილება, როგორც ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის სამომავლო განვითარების საკვანძო პროექტი.
The Anaklia port project is viewed as a pivotal project for the future development of the Europe-Caucasus-Asia Transport Corridor.
53644.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ამ პროექტისადმი ინტერესი უკვე გამოხატა რამდენიმე მსხვილმა ევროპულმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის სპეციალიზებულმა საპორტო-საკონსულტაციო და სამშენებლო კომპანიამ, მაგალითად, ჰოლანდიურმა საპორტო-სამშენებლო ფირმა BOSKALES-მა, ამავე ქვეყნის მსხვილმა საპორტო-საკონსულტაციო ფირმებმა: TEBODIN-მა, ALKION-მა, GIBB-მა (დიდი ბრიტანეთი) და სხვებმა.
Several major European specialized port consulting and construction companies have expressed interest in this project (e.g. the Dutch port-construction firm BOSKALES, the same country's port-consulting firm: TEBODIN, ALKION, GIBB, and others).
53645.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ეს კომპანიები 1999 წელს ადგილზე გაეცნობიან ვითარებას და გამართავენ მოლაპარაკებებს საქართველოს მხარესთან პროექტის შემდგომი განვითარების საკითხებზე.
It has been agreed that these companies will study the situation on site in March-April 1999 and will hold talks with the Georgian side on questions of the future development of the project.
53646.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
პროექტისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს ამერიკული კერძო კომპანია NOVOMANGEMENT INTERNATIONAL, რომელმაც პორტის განვითარების წინასაპროექტო კონცეფცია დაამუშავა.
Great interest in the project has been shown by the American private company Novomanagement International by developing a pre-project conception of the development of the port.
53647.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ყველა ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს სამთავრობო კომისია სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით.
Intensive work on all these questions is carried on by a governmental commission chaired by the Minister of State.
53648.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ტრასეკას პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა მისი ფინანსური უსაფრთხოების გარანტიები, რაც დაკავშირებულია მაღალკვალიფიციური სადაზღვევო მომსახურების უზრუნველყოფასთან.
Financial security is one of the preconditions of a successful realization of the TRACECA project, this being connected with the provision of highly qualified insurance service.
53649.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ფოთისა და ბათუმის პორტების, სუფსის ტერმინალის რეკონსტრუქციისა და განვითარების გეგმების განხორციელება მოითხოვს უცხოელი ინვესტორისათვის მისაღები და სანდო სადაზღვევო გარანტიების არსებობას.
Realization of plans of reconstruction and development of the Poti and Batumi ports and the Supsa terminal requires the existence of acceptable and reliable insurance guarantee for foreign investors.
53650.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში უკვე ყალიბდება საერთაშორისო დონის მძლავრი სადაზღვევო ბაზარი.
As laid down by the Georgian law "On Insurance", a powerful insurance market of international level is taking shape in Georgia.
53651.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საქმიანობა.
The activity of the Aldagi insurance company may be cited as an example.
53652.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
იგი ახორციელებს დაზღვევის თითქმის ყველა სახეობას და მონაწილეობს ფაქტობრივად ყველა დიდ საინვესტიციო პროექტში, რომელიც ამჟამად ხორციელდება საქართველოში.
This company is engaged in almost all types of insurance, actually participating in all major investment projects presently under implementation in Georgia.
53653.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
„ალდაგის“ გადაზღვევის პროგრამები ხორციელდება ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Swiss Re, Munich Re, LLOYD'S of London, ROYAL&SUNALLIANCE, ბროკერების SEDGWICK და J&H MARSI&McLENNAN დახმარებით და სხვ.
The Aldagi reinsurance programmes are carried out in Georgia with the assistance of such companies as Swiss Re, Munich Re, Lloyd's of London, Royal & Sunalliance, as well as the brokers Sedgwick and J&H Marsh&McLennan and others.
53654.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VI
ყოველივე ამას იმიტომ ვწერ, რომ უცხოელ ინვესტორთა ყურადღება მივაქციო ტრასეკას, ახალი აბრეშუმის გზის საქართველოს მონაკვეთის იმ ობიექტებს, სადაც მომგებიანად შეიძლება კაპიტალის დაბანდება, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ეკონომიკის კონტექსტში.
I write this in order to draw the attention of foreign investors to those facilities of the Georgian segment of the TRACECA and the New Silk Route where capital may be invested profitably, in the context of Georgian as well as world economy.
53655.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ევროკავშირის მიერ შემუშავებული ტრასეკა-ს გენერალური პროექტის რეგიონალური პროგრამების დამუშავებისა და შესრულების მდგომარეობის შესახებ.
ON THE STATUS OF THE ELABORATION AND IMPLEMENTATION OF THE REGIONAL PROGRAMMES OF THE MASTER PROJECT OF TRACECA DEVELOPED BY THE EUROPEAN UNION.
53656.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
1996 წელს შეიქმნა ტასის-ტრასეკას სისტემაში საერთაშორისო სამენეჯმენტო სამსახური, რომელმაც 16 პროექტი მოამზადა.
In 1996 an international management service was set up within the TACIS-TRACECA system, which has prepared 16 projects.
53657.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
მოკლედ ზოგიერთი მათგანის შესახებ.
A few words on some of them.
53658.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
„რეგიონალური სატრანსპორტო გადაზიდვების პროგნოზი“ (,,სატურნის“ მოდელი).
FORECAST OF REGIONAL TRANSPORTATION ("SATURN" MODEL).
53659.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს და საქართველოს ტრანსპორტის პრობლემათა ინსტიტუტის მონაწილეობა.
PARTICIPATION OF THE GEORGIAN MINISTRY OF TRANSPORT AND THE INSTITUTE OF TRANSPORT PROBLEMS.
53660.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ამ პროექტს ამუშავებს ინგლისური ფირმა WS Atkins.
This project is being developed by the British firm Ws Atkins.