მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53781.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
და, მაინც, არ შემიძლია განსაკუთრებით არ შევჩერდე კიდევ ერთ პროექტზე.
And yet, I cannot abstain from one more TRACECA project.
53782.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
კოსმოსური კომუნიკაციების ქსელის შექმნა ტრასეკასა და დიდი აბრეშუმის გზისათვის.
THE CREATION OF A SPACE COMMUNICATIONS NETWORK FOR TRACECA AND THE WORLD SILK ROUTE.
53783.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
70-იანი წლების ბოლოს ტექნიკური მეცნიერების მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში, როგორც ზეკოსმოსურ სახელმწიფოებში, პრიორიტეტულ მიმართულებად გამოიკვეთა დიდი ზომის გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქციების, განსაკუთრებით კი დიდგაბარიტიანი და ზუსტი რეფლექტორული ანტენების შექმნის პრობლემა.
At the end of the '70s, in the United States and the former Soviet Union - the supercosmic powers - the problem of creating large collapsible space structures, especially of large size precise reflector aerials took shape.
53784.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
მისი სწრაფი გადაწყვეტის აუცილებლობა იმ დროს, პირველ რიგში, უკავშირდებოდა უახლესი ტექნოლგიების სამხედრო კოსმოსური პროგრამების რეალიზაციას.
At that time, the urgency of the solution of the problem was connected with the realization of programmes of the newest military space technologies.
53785.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ამასთან, კოსმოსური დარგის მესვეურებთან და ცალკეულ სპეციალისტებთან საუბრებში ცხადად იკვეთებოდა ახალი თაობის ორბიტალური საკომუნიკაციო სისტემებისათვის დიდი ზომის კოსმოსური ანტენების შექმნის განსაკუთრებული აქტუალობა.
It was obvious from conversations with leading space authorities and specialists that new generation orbital communications systems badly needed large-size space aerials.
53786.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
აღნიშნული დარგის პერსპექტიულობა, თავისი მნიშვნელობით და პრესტიჟულობითაც, ეჭვს არ იწვევდა.
Thus, there was no doubt that the field was promising both with its significance and prestigious character.
53787.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ზემოაღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისათვის ცნობილმა გენერალურმა კონსტრუქტორმა, აკადემიკოსმა ანატოლი სავინმა, პროფესორებმა იური დანილოვმა და მიხეილ ზაკსონმა არჩევანი საქართველოზე გააკეთეს.
With a view to solving the problem, the well-known chief designer, Acad. Anatoli Savin and Professors Yuri Danilov and Mikhail Zakson decided in favor of Georgia.
53788.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
აკადემიკოს თეიმურაზ ლოლაძის რეკომენდაციით ისინი გაეცვნენ მაშინდელი საქართველოს პოლიტექნკური ინსტიტუტის სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს („მშენებლობა“) პროექტებს გასაშლელი კონსტრუქციების დარგში.
On the recommendation of Acad. Teimuraz Loladze they familiarized themselves with the work of the students design office Mshenebloba of the then Georgian Polytechnical Institute in the field of collapsible constructions.
53789.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
აღნიშნულ საკონსტრუქტორო ბიუროში მე სულ რამდენიმე თვის წინ ვიყავი ნამყოფი და ვესაუბრე ახალგაზრდა მეცნიერებს, ბიუროს ხელმძღვანელებს – ელგუჯა მეძმარიაშვილსა და მერაბ ადეიშვილს.
I had visited the design office a few months before and spoken to the young scientists - heads of the office, Elguja Medzmariashvili and Merab Adeishvili.
53790.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
მიუხედავად იმისა, რომ მათმა წამოწყებამ ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვგრძნობდი, რომ მაინც სარისკო იყო გადაწყვეტილების მიღება კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების დარგის განვითარების შესახებ.
Although their undertaking made a very good impression on me, I still felt it risky to take a decision on the development of the field of large-sized space constructions.
53791.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
მიუხედავად ასეთი წინაპირობისა, მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება აღნიშნული დარგის საქართველოში განვითარების თაობაზე.
And despite such misgivings, I took the decision on the development of this branch in Georgia.
53792.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
დრო გავიდა, აღნიშნულმა მიმართულებამ წლების განმავლობაში დიდი შრომა და რესურსების კონცენტრაცია მოითხოვა; ფანტასტიკა რეალობად იქცა.
Time passed and this line demanded years of exertion and concentration of resources, turning fantasy into reality.
53793.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
რისკმა გაამართლა.
The risk justified itself.
53794.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
დღეს ჩვენთან არსებობს მსოფლიოში სახელგანთქმული საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი, რომელიც უკვე თვითონ არის მრავალი საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელი.
Today we have the world renowned Georgian Institute of Space Structures, itself a founder of many international companies.
53795.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
საქართველო თანამონაწილე გახდა სერიოზული კოსმოსური ექსპერიმენტებისა, რომლებიც განხორციელდა კოსმოსურ ხომალდზე „პროგრესი-40“, კოსმოსურ სადგურზე „მირი“ და სხვ.
Georgia has become a co-partner of serious space experiments carried out on the spaceship Progress 40, the space station Mir, etc.
53796.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
საბაზრო ეკონომიკის და საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში აღნიშნულ საქმეს ახალი სტრატეგია და ახალი იმპულსები სჭირდებოდა.
In conditions of market economy and of Georgia's independence this field required a new strategy and new impetus.
53797.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
სწორედ ახალი სტრატეგიის შედეგი გახდა ის, რომ ინსტიტუტმა და მის მიერ დაფუძნებულმა საერთაშორისო კომპანიამ „საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა“ წამოიწყო ერთობლივი სამუშაოების ციკლი საქვეყნოდ ცნობილ „დაიმლერ კრაისლერ აეროსპეისთან“ ერთად.
It was due to the new strategy that the Institute and its offshoot international company Georgia's Polytechnical Intellect launched a cycle of joint studies with the famous Daimler-Chrysler Aerospace.
53798.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
მათი ერთობლივი მუშაობის პრობლემა შეეხება ახალი თაობის კოსმოსური სატელეკომუნიკაციო სისტემებისათვის განსაკუთრებული პარამეტრების მქონე დიდი ზომის კოსმოსური ანტენების შექმნას, რაც ასე სჭირდება ტრასეკას პროექტის განხორციელებას, დიდი აბრეშუმის გზის თანამედროვე დონეზე აღორძინებას.
Their joint work is directed at the development of large-size space aerials of special parameters for a new generation of space telecommunication systems - badly needed for the implementation of the TRACECA project and the restoration of the Great Silk Route at a modern level.
53799.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
დღეს საქართველოში ამ მიმართულებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა.
Today another major step has been made in this direction in Georgia.
53800.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
რუსეთის სარაკეტო კოსმოსურ კორპორაცია „ენერგიასთან“ ერთად საქართველომ ჩამოაყალიბა ერთობლივი კომპანია ENERGIA-GPI-SPACE.
Together with Russia's space rocket corporation Energiya, Georgia has set up a joint company Energia-Ypi-Space.