მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53801.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს უდიდეს კოსმოსურ ექსპერიმენტს ამზადებს, რომელიც ახალი პრაქტიკული ნაბიჯი იქნება კოსმოსურ ტელეკომუნიკაციათა განვითარებაში.
This year the company is preparing a major space experiment that will be a new practical step in the development of space telecommunications.
53802.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
მთელი ეს ისტორია შემთხვევით არ გამიხსენებია.
I have not recalled this story by chance.
53803.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
დღეს აბრეშუმის გზის აღორძინება მოითხოვს მის თანამედროვე სატელეკომუნიკაციო უზრუნველყოფას.
Today, the restoration of the Silk Route calls for its modern telecommunication provision.
53804.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ამ ურთულესი სისტემის შექმნა შეიძლება მხოლოდ ახალი თაობის კოსმოსური ტელეკომუნიკაციური სისტემით, რომლის საბაზო ინსტრუმენტია საქართველოში შექმნილი კოსმოსური გასაშლელი ანტენები.
This highly sophisticated system can be developed only through a new generation of space telecommunications system on the basis of the space collapsible aerials designed in Georgia.
53805.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ამ მიმართულებით უკვე ბევრმა ფირმამ დაიწყო ფიქრი და მუშაობა; არსებობს მრავალი კონცეფცია და პროექტი.
Many firms have already begun to think and work along these lines, resulting in various conceptions and projects.
53806.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ძალიან საინტერესო წინადადებები აქვთ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს, რომელთა საქმიანობას ამ სფეროში კოორდინაციას უწევს აკადემიკოსი რ. საგდეევი.
American and European companies have very interesting proposals, their work being coordinated by Acad. R. Sagdeyev.
53807.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ევროპული კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის ბატონ ანტონიო როდოტას მიერ ჩემდამი გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს სტრატეგიული წარმატებები კოსმოსური ანტენების შექმნის დარგში.
I want to make special mention of a letter sent to me by Mr. Antonio Rodota, Director General of the European Space Agency, in which he stresses Georgia's strategic achievements in the development of space aerials.
53808.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ეს კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან ამ სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით.
This brings Georgia closer to Europe in terms of cooperation.
53809.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ინტენსიურად მიმდინარეობს ტრასეკასა და აბრეშუმის გზისათვის კოსმოსური კომუნიკაციების შექმნის პროექტების შემუშავება.
Projects of creating space communications for TRACECA and the Silk Route are being developed intensively.
53810.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VII
ევროკავშირის წამოწყებამ ტრასეკას შექმნისა და აბრეშუმის მსოფლიო გზის აღორძინების შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
The European Union undertaking on the creation of TRACECA and the restoration of the World Silk Route met with great response throughout the world, including the USA.
53811.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
აბრეშუმის გზის სტრატეგიის საკითხები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში.
THE QUESTION OF THE SILK ROUTE STRATEGY IN THE US SENATE.
53812.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
თვალთახედვა ვაშინგტონიდან.
VIEW FROM WASHINGTON.
53813.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
აბრეშუმის გზის პრობლემების მიმართ სერიოზულ ყურადღებას იჩენს აშშ-ს სენატი.
The US Senate evinces serious attention to the problem of the Silk Route.
53814.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
როგორც ითქვა, სენატორმა სემ ბრაუნბეკმა (შტატი კანზასი) აშშ-ის სენატში წარსადგენად მოამზადა კანონპროექტი: სამხრეთი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის 1961 წლის აქტის დამატება, რომელსაც პირობითად შეიძლება ეწოდოს „აბრეშუმის გზის სტრატეგიის აქტი“.
As it was already mentioned, Senator Sam Brownback from Kansas submitted to the US Senate a Bill "Silk Road Strategy Act of 1999", as an amendment of the "Foreign Assistance Act of 1961".
53815.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
მეტად საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ ჯერ კიდევ 1961 წელს მიღებული ეს აქტი ევრაზიის სივრცის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ.
The above-mentioned amendment of the "Foreign Assistance Act of 1961" is especially interesting, as it pays serious attention the Economic and Political Independence of the Euro-Asian Countries.
53816.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
ამ კანონპროექტის პირველი მოსმენა აშშ სენატში შედგა 1997 წლის 23 ივლისს.
The first reading of the Bill was held on 23 July, 1997.
53817.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
1997 წლის 23 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური პოლიტიკის, ექსპორტისა და ვაჭრობის ხელშეწყობის ქვეკომიტეტმა მოაწყო ამ პროექტის რიგით მეორე მოსმენა.
On the 27 October 1997, the subcommittee for the Facilitation of the International Economic Policy Export and Trade of the US Senate Foreign Relations Committee held the second reading of this project.
53818.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
კანონის დამატების პროექტში ხაზგასმულია, რომ უძველესი აბრეშუმის გზა - სიცოცხლის უზრუნველმყოფი გზა იყო ცენტრალური აზიისა და სამხრეთი კავკასიის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
The annex to the Bill underlines that the ancient Silk Route was a lifeline for such countries of Central Asia and South Caucasus, as Armenia, Azerbaijan, Georgia, Kazakhstan, Kyrgyzstan, Tajikistan, Turkmenistan and Uzbekistan.
53819.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
ასეთია პრობლემის ხედვის ამერიკული რაკურსი.
This is the American vision of the issue.
53820.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
საქართველოს ხელისუფლება მადლიერების გრძნობით უჭერს მხარს სენატორ სემ ბრაუნბეკის კანონპროექტს და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატი მიიღებს ამ კანონპროექტს, რითაც ის ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებას, სუბრეგიონის ქვეყნების პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას ევროპა-კავკასია-აზიის იმ რეგიონში, რომელსაც მოიცავს ევროკავშირის პროექტი ტრასეკა, დიდი აბრეშუმის მსოფლიო გზა.
The Georgian government gratefully supports Senator Brownback, hoping the Senate will pass the Bill, thereby facilitating the development of world economy and democracy, strengthening the political sovereignty and independence, and protection of human rights and liberties in this region of Europe-Caucasus-Asia, covered by the EU TRACECA project and The Great Silk Route.