მოიძებნა 668060 ჩანაწერი
53861.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
ამ განცხადებით ბატონი სენატორები თითქოს ჩემს აზრებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
This statement of the Senators echoes, as it were, my own views and assessments.
53862.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
განსაკუთრებული მადლიერებით მინდა აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თვალსაჩინო წარმომადგენელთა, აგრეთვე მსოფლიოს გამოჩენილ პოლიტიკოსთა, საზოგადო მოღვაწეთა მძაფრი რეაქცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტების უკან დგანან.
I wish to note with special gratitude the strong reaction of the outstanding Representatives of the US Congress, as well as eminent world politicians against the forces behind the terrorist acts targeting at the President.
53863.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
აქვე უნდა შევნიშნო, რომ თავდასხმები საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებზე, ისევე, როგორც ტერორისტული აქტები, განხორციელებული უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის წინააღმდეგ, მიმართულია ამ ქვეყნების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების საფუძვლების შესარყევად.
I must note here that the attempts on the lives of the Presidents of Georgia and Azerbaijan, as well as the terrorist acts carried out against Islam Karimov, President of Uzbekistan, are directed at shaking the foundation of the independence and freedom of these countries.
53864.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
სავსებით გასაგებია კავშირი მსოფლიოში კარგად ცნობილ რეაქციულ ძალებსა და ტერორისტული აქტების შემსრულებლებს შორის.
It clearly points to the link between the well-known reactionary forces and the executors of the terrorist acts.
53865.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი VIII
ცდილობენ რა აბრეშუმის გზის აღორძინების მომხრე პრეზიდენტების ლიკვიდაციას, ისინი ებრძვიან ევრაზიის ხიდის აღმშენებლობის იდეას, როგორც ახალ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს.
Seeking to liquidate the Presidents who support the revival of the Silk Route, these forces are fighting against the idea of building the European bridge as an important factor of the independence of the new states.
53866.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქმიანი კონტაქტების სრულყოფის პერსპექტივები ევროკავშირის პროექტით და ფინანსებით ტრასეკა-ს მშენებლობისა და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების კონტექსტში.
PROSPECTS OF PERFECTING BUSINESS CONTACTS WITH THE UNITED STATES OF AMERICA IN THE CONTEXT OF BUILDING TRACECA BY THE PROJECT AND FUNDS OF THE EUROPEAN UNION AND THE ECONOMIC REFORMS UNDER WAY IN GEORGIA.
53867.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
საქართველოს საელჩომ ამერიკის შეერთებული შტატებში მაცნობა, რომ 1998 წლის 3 მარტს აშშ-ს კონგრესის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის პროექტით ახალი აბრეშუმის გზის განვითარებას და ამ პროექტის რეალიზაციაში ევროკავშირის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ამერიკული კომპანიების მონაწილეობას.
I have been advised by the US Embassy in Georgia about a meeting held in the US Congress on 3 March 1998 and devoted to the development of the New Silk Route by the project of the European Union and the participation of US companies in the realization of this project along with the European Union, and the countries of the Caucasus and Central Asia.
53868.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ღონისძიებას წარმართავდა სენატორი გორდონ სმიტი.
The meeting was chaired by Senator Gordon Smith.
53869.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ სენატორი სემ ბრაუნბეკი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას პიკერინგი, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე დიდი სანავთობო და საფინანსო კორპორაციების წარმომადგენლები.
Invited to the meeting were: Senator Sam Brownback, Deputy US Secretary of State Thomas Pickering, the ambassadors of Kazakhstan, Kyrgyzstan, Turkmenistan and Uzbekizstan to the United States, as well as representatives of major oil and financial corporations.
53870.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
სენატორ გორდონ სმიტის ინიციატივით მომავალში დაგეგმილია ამგვარი შეხვედრების ტრადიციულად გამართვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კონგრესის წარმომადგენელთა აქტიურად ჩართვას რეგიონალური საკითხების, მათ შორის აბრეშუმის გზის პრობლემების გადაწყვეტაში.
On the initiative of Senator Gordon Smith, it is planned to make such meetings traditional, which must facilitate active involvement of Representatives of the Congress in the settlement of regional issues, including those of the Silk Route.
53871.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ამას წინათ ამ კონტექსტში საქართველოს ბანკირებმა საქმიანი კონტაქტები დაამყარეს ამერიკის შეერთებული შტატების საქმიან წრეებთან.
Recently Georgian bankers established contacts with US business circles in this context.
53872.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ვიზიტის პროგრამა გულისხმობდა აშშ-ის იმ კომერციულ-საფინანსო ინსტიტუტებთან და კომპანიებთან შეხვედრებს, რომელთაც გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები აქვთ საქართველოში.
The programme of the visit envisaged meetings with US commercial and financial institutions and companies that have certain economic and financial interests in Georgia.
53873.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ამერიკის შეერთებული შტატების საქმიან წრეებთან შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს.
Representatives of the Georgian President had a meeting with those of the US business community.
53874.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
საქართველოს საელჩოსთან ერთად ამ პოლიტიკური და ეკონომიკური აქციის მომზადებაში მონაწილეობდა საქართველოს საპატიო კონსული აშშ-ში ბატონი ლენ ბენსენი.
Along with the Georgian Embassy, Mr. Den Bensen, Georgia's Honorary Consul in the US, took part in the preparation of this political and economic measure.
53875.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
ყველა მათგანს დიდ მადლობას მოვახსენებთ საქართველოს ხელისუფლების სახელით.
I express my profound gratitude to all these persons on behalf of the Georgian government.
53876.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
შეხვედრები საინვესტიციო კომპანია J.P. Morgan-თან და CHASE BANK OF TEXAS-თან.
MEETINGS WITH J.P. MORGAN. HOUSTON AND CHASE BANK.
53877.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
როგორც მე ვარ ინფორმირებული, მორგანის კომპანიის საქმიანობა ძირითადად განვითარებად ქვეყნებში საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვასა და საკუთარი ინვესტიციების დაბანდებასთან არის დაკავშირებული.
According to my information, the Morgan Corporation is chiefly engaged in attracting investment capital to high-risk, developing countries and investing its own capital.
53878.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
საქართველოსთან მორგანის საინვესტიციო კომპანია თავისი ლონდონის განყოფილების მეშვეობით თანამშრომლობს.
Morgan cooperates with Georgia through its London branch.
53879.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
კომპანიის საქმიანობა, ჯერჯერობით, Frontera Resource-სათვის საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვით შემოიფარგლება.
So far, the activity of the corporation has been limited to drawing investment capital for Frontera Resource.
53880.
დიდი აბრეშუმის გზა | თავი IX
მუშაობა მიმდინარეობს საქართველოში მორგანის კომპანიის საქმიანობის გაფართოებისათვის, საქართველოს გაერთიანებულ ბანკთან ერთად ფასიანი ქაღალდების განთავსების, ინვესტიციების მოზიდვისა და სხვა საკითხების გადასაწყვეტად.
Work is under way towards expanding the activity of Morgan Corporation, to solve questions of depositing securities with the United Bank of Georgia, attract investments, etc.