მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54281.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ბომონტისა და ფლეტჩერის მიერ ამ ამბიდან აღებულია და გადამუშავებულია მხოლოდ ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალი ინდოეთის სამეფო კარის გარემოცვაში: მეფე და არა მეფეში – უშვილო მეფე-დედოფლის მიერ უახლოესი დიდებულის ახალშობილი ვაჟის შვილად აყვანა; ექვსიოდე წლის შემდეგ ქალის დაბადება; ბავშვობიდან ქალ-ვაჟის დაშორება და შემდეგ პირველი შეხვედრისთანავე სიყვარულით ვაჟის დაბნედა; მოქმედება სასიძოდ მოწვეული მეზობელი ქვეყნის უფლისწულის ჩამოსაშორებლად; ბედნიერი დასასრული — ქორწილი.
From this story, Beaumont and Fletcher take only the adventure of Nestan and Tariel in the setting of the Indian royal court: in A King and No King the childless king and queen adopt the newly-born son of a close noble; about six years later a daughter is born to them; the boy and girl are separated from childhood and, later, the young man faints at the first meeting with the girl; action is taken to remove the prince invited from a neighbouring country as a would-be son-in-law; happy end – wedding.
54282.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ფილასტერში – ერთი ქვეყნის მეფის მიერ მეზობელი სამეფოს გაუქმება და შეერთება; უფლისწულისთვის მეფობის მემკვიდრეობის ჩამორთმევა და ერთადერთი ქალისათვის ზედსიძედ სხვა სამეფო ქვეყნის უფლისწულის მოწვევა; ქალის მიერ სამეფო მემკვიდრეობას ჩამოშორებული უფლისწულის თავისთან მიწვევა და მათი სიყვარულის გაცხადება; ზედსიძედ მოწვეული სასიძოს ჩამოშორება; ტახტის მემკვიდრეობის საკითხის ამ ორი მემკვიდრე ქალ-ვაჟის შეუღლებით გადაწყვეტა და ბედნიერი დასასრული – ქორწილი.
In Philaster: the king of one country abolishes a neighbouring one, annexing it; the prince is deprived of succession to the throne, and a prince of another kingdom is invited as bridegroom for the king's single daughter; the latter invites the prince deprived of royal succession to visit her; their love is disclosed. The invited son-in-law is removed. The issue of succession to the throne is resolved through the marriage of these two successors, with a happy end – wedding.
54283.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ერთსა და მეორე შემთხვევაშიც სიუჟეტური ქარგის ძირითადი კონტურების მსგავსებას თან ერთვის პრინციპული დეტალების დამთხვევაც, რაზედაც მე მეფე და არა მეფის შემთხვევაში საგანგებო გამოკვლევაში ვმსჯელობდი.
In both cases, the resemblance of the basic contours is attended by a coincidence of essential details as well, of which I spoke in a special study of A King and No King.
54284.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამჯერად მხოლოდ ფილასტერის შესახებ.
This time I shall discuss Philaster alone.
54285.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ჩემ მიერ ჩამოყალიბებული დებულება — ფილასტერის ძირითადი ქარგის უმთავრესი წყარო ვეფხისტყაოსნისეული ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ამბავია, როგორც ზემოთ მოხმობილი შნაარსობრივი დეტალებიდან ჩანს, ემყარება ფილასტერის ამბის ძირითადი სიუჟეტური ფაქტების, ანუ პიესის კარკასის აშკარა მიმართებას ვეფხისტყაოსანთან.
The proposition I have formulated regarding the main source of the basic subject of Philaster being the love story of Tariel and Nestan of The Man in the Panther's Skin, as seen from the above-cited details of content, is based on the clear relation of the basic facts of the plot story of Philaster, or the framework of the play, to the MPS.
54286.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
სწორი აღმოჩნდა ინგლისური ლიტერატურის კრიტიკოსთა დასკვნები: ფილასტერში მოთხრობილი სიცილიისა და კალაბრიის სამეფოების დაპირისპირება ფსევდოისტორიაა; ამ სიუჟეტის წყარო რაღაც უცნობი შუასაუკუნეობრივი სასიყვარულო თუ სარაინდო რომანტიკული ამბავია.
The conclusion of English literary critics that the confrontation of the kingdoms of Sicily and Calabria was a pseudo-history proved right the source of this subject is some unknown medieval love or chivalrous romantic story.
54287.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსნის ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავი სწორედ ამგვარი ამბავია.
The love of Nestan and Tariel of The Man in the Panther's Skin is precisely such a story.
54288.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ნათქვამი რომ უფრო სარწმუნო გახდეს - მოკლედ ფილასტერის ძირითადი სიუჟეტური ხაზის შესახებ.
To add credibility to this statement here follows a brief outline of the main subject line of Philaster.
54289.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ფილასტერი სიცილიის სამეფოს ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეა.
Philaster is the only legal successor to the throne of the Sicilian kingdom.
54290.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მისი მამა კალაბრიის მეფემ ჩამოაგდო ტახტიდან და სამეფო თვითონ შეიერთა.
His father was deposed by the king of Calabria, annexing the kingdom.
54291.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ფილასტერი ხალხის დიდი სიყვარულით და მხარდაჭერით სარგებლობს, ამიტომ იგი საპყრობილიდან გაათავისუფლეს.
Philaster enjoyed the people's great love and support, hence he was released from prison.
54292.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იმისთვის, რომ თავის ერთადერთ ქალიშვილს — არეტუზას ორივე სამეფო დაუმკვიდროს, მეფემ ესპანეთის უფლისწული – ფარამონდი ზედსიძედ მოიწვია და ცდილობს ქალიშვილის მასზე დაქორწინებას და ქვეყნის გაძლიერებას.
In order to hand both kingdoms to his only daughter Arethusa, the king invites the Spanish Prince Pharamond as his son-in-law, seeking to strengthen his country by marrying his daughter to him.
54293.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
არეტუზა თავის მსახურ ქალს ფილასტერთან აგზავნის და უფლისწულს თავისთან მოიწვევს.
Arethusa sends her maid to Philaster, at the same time inviting the prince to visit her.
54294.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამ უკანასკნელს ფარულად უკვე უყვარს არეტუზა.
The latter is already secretly in love with Arethusa.
54295.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ქალი უფლისწულს თავის უზომო სიყვარულში გამოუტყდება.
The girl confesses to the prince her deep love for him.
54296.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
სასახლის კარზე გათამაშდება მრავალი დრამატული და კომიკური სცენა ერთი მხრივ ფარამონდსა და სასახლის ქალებს და მეორე მხრივ ფილასტერსა და არეტუზას და მათი სიყვარულის მესაიდუმლე მსახურს შორის.
Many dramatic and comic scenes are played out at the royal court, involving Pharamond and women of the palace, on the one hand, and Philaster and Arethusa and their confidante maid, on the other.
54297.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
სიყვარულისგან გახელებული და ეჭვიანობით დაბნეული ფილასტერი უკაცრიელ ტყეში გაიჭრება.
Driven mad by love and confused with jealousy, Philaster roams in a dense forest.
54298.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
დაბოლოს ყველა საინტრიგო კვანძი გაიხსნება.
Ultimately, all the intrigues are unfolded.
54299.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ესპანეთის უფლისწულს თავის ქვეყანაში დააბრუნებენ, მეფე ფილასტერის და არეტუზას შეუღლებას მიესალმება და მემკვიდრედ ფილასტერს დალოცავს.
The Spanish prince is sent home, the king welcomes the wedding of Philaster and Arethusa, blessing Philaster as his heir.
54300.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ფილასტერის ამბის ძირითადი ქარგის დროული და სივრცული კოორდინატების ვეფხისტყაოსანთან პრინციპული მსგავსების (ორი სამეფოს შეერთება; მემკვიდრეობის პრობლემა – მეტოქეობა ერთიანი სამეფოს მეფის ერთადერთ ქალიშვილსა და შემოერთებული სამეფოს კანონიერად მემკვიდრე ვაჟიშვილს შორის; სამეფოს მემკვიდრეობის პრობლემის გადასაწყვეტად ზედსიძედ მოწვევა სხვა ქვეყნის უფლისწულის; სასიყვარულო ისტორია მემკვიდრე ვაჟსა და მემკვიდრე ქალიშვილს შორის; ბედნიერი დასასრული — მათი შეუღლება) ფონზე, არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს ერთ თვალშისაცემ სხვაობას: ვეფხისტყაოსნის მიხედვით სარიდანმა თავისი ნებით შეუერთა თავისი კუთვნილი ნაწილი ინდოეთისა დანარჩენ გაერთიანებულ ინდოეთს.
Against the background of the essential resemblance of the temporal and spatial coordinates of the basic outline of the Philaster story with The Man in the Panther's Skin (the joining of two kingdoms, the problem of succession – the rivalry between the single daughter of the king of the united kingdom and the heir apparent of the incorporated kingdom; the invitation of a prince of another country as son-in-law to solve the issue of succession; the love story between the heir and heiress; happy ending by their wedding) one cannot overlook a striking difference: according to the MPS, Saridan joined his own part of India to the united India voluntarily.