მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54221.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მეფე და არა მეფე ლიცენზირებულია სცენაზე დასადგამად 1611 წელს. ფილასტერი კი მკვლევართა ვარაუდით 1608 -1610 წლებშია დაწერილი.
A King and No King was licensed for production in 1611, while Philaster is assumed to have been written in 1608-1610.
54222.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ისიც მიჩნეულია, რომ ეს ორი პიესა, რომლებმაც ყველაზე დიდი სახელი მოუტანეს ბომონტსა და ფლეტჩერს და მხოლოდ ისინი იდგმებოდა ინგლისის სცენებზე საუკუნის ბოლომდე, რაღაცით განსხვავდება სხვა პიესებისგან.
It is also believed that these two plays, which won Beaumont and Fletcher the highest fame and were staged in England to the close of the century, differ in something from their other plays.
54223.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
და ეს მსგავსება და სხვებისგან განსხვავება არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, რითაც დრაიდენმა გამოჰყო მეფე და არა მეფე — ტრაგედიის ბედნიერად დასრულებით.
And this resemblance, as well difference from others is not due only to the happy end of the tragedy of A King and No King, as singled out by Dryden.
54224.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ინგლისური ტრაგიკომედიის ერთიან კონტექსტში მონოგრაფიული შესწავლის პირველივე ეტაპზე იქნა შენიშნული, რომ სწორედ ეს ორი პიესა იყო პირველი ნიმუში იმ ახალი ტიპის ტრაგიკომედიისა, რომელმაც დააბრუნა ინგლისურ ლიტერატურაში რომანტიკულ-ჰეროიკული თემატიკა.
At the very first stage of a monographic study of English tragicomedy in a single context it was noted that precisely these two plays were the first specimens of a new type of tragicomedy that brought the romantic-heroic theme back into English literature.
54225.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ისიც შენიშნულია, რომ ფილასტერში ჩანს შექსპირის (კერძოდ „ჰამლეტის“) გავლენა უფრო მეტად, ვიდრე მეფე და არა მეფეში.
It has also been noticed that Shakespeare's influence (namely of "Hamlet") is seen in Philaster, more than in A King and No King.
54226.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მაგრამ მისი (ფილასტერის) ძირითადი ქარგის უშუალო წყარო არ ჩანს და ფიქრობენ, რომ ამბავი უნდა მიმდინარეობდეს რაღაც პასტორალური სასიყვარულო ისტორიიდან, თუ სარაინდო რომანიდან.
However, the direct source of the main plot of Philaster is not evident; it is believed to derive from pastoral love story or chivalrous romance.
54227.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ეს დასკვნა ძირითადად მოტივირებულია ფილასტერის სავარაუდო საისტორიო წყაროების შესწავლით.
This conclusion is largely based on the study of the conjectural historical sources of Phialster.
54228.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
საქმე ისაა, რომ ფილასტერში გათამაშებული სასიყვარულო ტრაგიკომედია ორი მეზობელი სამეფოს — სიცილიისა და კალაბრიის სამეფო კარის კონფლიქტის ფონზეა წარმოდგენილი (მსგავსად მეფე და არა მეფის იბერიისა და სომხეთის საომარი დაპირისპირებისა).
The point is that the tragicomedy of love is played out in Philaster – against the background of a conflict of the royal courts of two neighbouring kingdoms: Sicily and Calabria (similarly to the military confrontation between Iberia and Armenia of A King and No King).
54229.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამიტომაც მკვლევარები დაბეჯითებით ეძებენ საისტორიო თუ სხვა ტიპის ლიტერატურულ წყაროებში სამხრეთ იტალიის ამ ორ ქვეყანაში მომხდარ მსგავს ამბავს.
Hence the eager search by researchers for a similar story in historical and literary sources in these two countries of South Italy.
54230.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
დასკვნა კატეგორიულია: ფილასტერში აღწერილი ამბები არ შეესაბამება სიცილიის ისტორიის რომელიმე სიტუაციას; ნაწარმოები წარმოადგენს ფსევდოისტორიისა და სასიყვარულო ამბის თუ სარაინდო რომანის კომბინირებას.
The outcome is clearly negative: the stories described in Philaster fail to correspond to any situation in the history of Sicily; the work constitutes a combination of pseudo-history and romance.
54231.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
კომბინირების არეალი კიდევ უფრო ფართოა: რომანტიკული და ნაკლებად სარწმუნო ამბავი მოაზრებულია იმ სამეფო კარის ინტრიგაში, რომლის ხელმწიფეთა ქცევა სამართლიანობის თუ ზნეობის პოზიციიდან საეჭვოა.
The area of combination is even broader: a romantic and hardly credible story is put into the intrigue of the royal court whose kings' behaviour is questionable from positions of justice or ethics.
54232.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ეს კი ფილასტერის და მეფე და არა მეფის ფაბულის საერთო მახასიათებელია.
And this is a common characteristic of Philaster and A King and No King.
54233.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
უფრო მეტიც, ფილასტერისა და მეფე და არა მეფის ძირითადი სიუჟეტური ქარგის საერთო მახასიათებელი უფრო ფართოა და ესეც ინგლისურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ იმთავითვე შენიშნა.
Furthermore, the common characteristic of the basic plot of Philaster and A King and No King is broader, which was immediately noticed by English literary criticism, namely.
54234.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ყველა ეს საერთო მახასიათებელი ფილასტერსა და მეფე და არა მეფეს აკავშირებს მათ საერთო სიუჟეტურ წყაროსთან. ესაა ვეფხისტყაოსნის ინდოეთის სამეფო კარზე გათამაშებული ფსევდოისტორიული ამბავი ნესტანისა და ტარიელის სიყვარულისა.
All these common characteristics link Philaster and A King and No King with their common plot source: the pseudo-historical story of the love of Nestan and Tariel played out at the Indian royal court of the MPS.
54235.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ისიც იქნა მითითებული, რომ ბომონტისა და ფლეტჩერის ამ ორ პიესას აქვს პრინციპული საერთო მახასიათებლები, რომლითაც ისინი გამოირჩევა ტრაგიკული რომანებიდან.
It has also been pointed out that these two plays of Beaumont and Fletcher have basic common features by which they differ from tragic romances.
54236.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
და მაინც ეს ორი პიესა დამოუკიდებელია და არა ერთმანეთის განმეორება.
Yet the two plays are anything but repetitions.
54237.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ზემოთ ნათქვამი მინდა გავიმეორო და დავაზუსტო: ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში გამოვლენილი ყველა ეს საერთო მახასიათებელი ფილასტერისა და მეფე და არა მეფის, და აგრეთვე საერთო განმასხვავებელი ამ ორი პიესის მხატვრული სტილისა ინგლისური ტრაგედიის საერთო სტილიდან, გენეტიკურად აკავშირებს მათ ვეფხისტყაოსანთან, ამ ორი ტრაგიკომედიის საერთო სიუჟეტურ წყაროსთან.
Summing up the foregoing, I should like to add that all the common characteristics of Philaster and A King and No King, identified in English literary criticism, as well as the common distinguishing feature of the literary style of these two plays from the common style of English tragedy, genetically relates them to The Man in the Panther's Skin - the common plot source of these two tragicomedies.
54238.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსანი უცხო და შორეული ქვეყნების ფსევდოისტორიულ ამბავზე მოაზრებული სიუჟეტის ჰეროიკული რომანია.
The Man in the Panther's Skin is a heroic romance of a plot thought up on a pseudo-historical story of distant foreign countries.
54239.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მთავარი პერსონაჟები სამეფო გვარეულობის იერარქიის უმაღლესი პირებია.
The main protagonists are the highest persons of the royal house hierarchy.
54240.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
პოემის ფაბულა, ძირითადი ამბავი რთული და ჩახლართულია, თანაც ნაკლებად სარწმუნო.
The plot of the poem - the main story - is complex, and involved and hardly credible.