მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54341.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ეს მოტივი (ასმათის ფსევდოსაყვარლობა) რუსთველის პოემაში მრავალი კუთხითაა ინტერპრეტირებული.
This motif - Asmat acting as a pseudo-mistress – is interpreted from many angles in Rustaveli's poem.
54342.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
არეტუზაც თავის მომავალ სატრფოსთან სასიყვარულო ისტორიის წამოწყებას თავისი მსახური ქალის გაგზავნით იწყებს.
Arethusa too begins her love story with her future love by sending her maid to him.
54343.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამ სცენის შეთხზვისას ინგლისელ დრამატურგთა მიერ ვეფხისტყაოსნის შესატყვისი სცენის რემინისცენცია თითქოს აშკარაა.
In composing this scene by the English playwrights the reminiscence of the respective scene of The Man in the Panther's Skin seems to be evident.
54344.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ბომონტისა და ფლეტჩერის ტრაგიკომედიის ფილასტერის სიუჟეტური ქარგის ძირითადი წყარო რუსთველის ვეფხისტყაოსნის ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავია.
The main source of the plot of Beaumont and Fletcher's tragicomedy Philaster is the love story of Nestan and Tariel of The Man in the Panther's Skin.
54345.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსნის იგივე ამბავი არის უშუალო სიუჟეტური წყარო ბომონტისა და ფლეტჩერის იმავე პერიოდში შექმნილი მეორე ტრაგიკომედიისაც — მეფე და არა მეფე.
The same story of The Man in the Panther's Skin is a direct subject source of Beaumont and Fletcher's tragicomedy A King and No King, written in the same period.
54346.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ფილასტერი და მეფე და არა მეფე ბომონტისა და ფლეტჩერის ყველაზე პოპულარული პიესებია, რომლებსაც ინგლისური ლიტერატურული კრიტიკა ინგლისური ტრაგიკომედიის დრამატული სტილის ჩამოყალიბებაში ძირითად თხზულებებად მიიჩნევს.
Philaster and A King and No King are the most popular plays of Beaumont and Fletcher, considered by English literary criticism to be the principal works in the establishment of the dramatic style of English tragicomedy.
54347.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
საკითხის კვლევის მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით რამდენიმე მეთოდური ხასიათის შენიშვნა მინდა ჩამოვაყალიბო.
From the viewpoint of the future study of the subject I should like to make a few methodological observations.
54348.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
გამოვლენა იმისა, რომ ვეფხისტყაოსანი ესოდენ აქტიურადაა ჩართული XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის ლიტერატურულ ცხოვრებაში (იმის ფონზე, რაც აქამდე იყო მიჩნეული - ვეფხისტყაოსანი ქართულ სამყაროს მხოლოდ XIX საუკუნეში გასცდა), ახალ პერსპექტივას შლის მომავალი რუსთველოლოგიური კვლევების წინაშე.
The establishment of such an active involvement of The Man in the Panther's Skin in early-seventeenth-century English literary life (bearing in mind that hitherto the MPS was believed to have become known in Europe only early in the nineteenth century) opens up new prospects for future Rustaveli Studies.
54349.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
საჭიროა რუსთველის შემოქმედების შესწავლა გვიანდელი შუასაუკუნეების და რენესანსის ეპოქების ლიტერატურულ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი აზრის განვითარების პროცესში როგორც აღმოსავლური და დასავლური კულტურული ურთიერთობის არეალში, ასევე საკუთრივ ევროპული ინტელექტუალური ცხოვრების პერიპეტიებში და არა მხოლოდ ტიპოლოგიური თვალსაზრისით, არამედ შესაძლებელი უშუალო კონტაქტების მიმართულებითაც.
Rustaveli's work calls for a study in the developmental process of medieval and Renaissance literary-philosophical and social thought - both in the area of oriental and Western cultural relations, as well as in the European proper intellectual life peripeteias – not only from the typological angle but along the line of direct contacts as well.
54350.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსნის ესოდენ მოულოდნელი გამოჩენა რენესანსული ევროპის საზოგადოებრივ-ლიტერატურული ცხოვრების ცენტრში არაა აუცილებელი, რომ იყოს სრულიად შემთხვევითი და სრულიად იზოლირებული მოვლენა.
This unexpected emergence of The Man in the Panther's Skin in the centre of Europe's social and literary life may not have been an entirely accidental and isolated development.
54351.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამ მიმართულებით დიდი და ხანგრძლივი კვლევა-ძიებაა საჭირო.
Long-term research is needed in this direction.
54352.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
არაა მოულოდნელი, რომ ბომონტისა და ფლეტჩერის შემოქმედებითი ბიბლიოთეკიდან ვეფხისტყაოსანი რაიმე ფორმით გამოსულიყო და დამოუკიდებლადაც გავრცელებულიყო ევროპის ლიტერატურულ წრეებში, ანდა თვით ბომონტისა და ფლეტჩერის შემოქმედებით ლაბორატორიაში უკვე დამოუკიდებლად, ევროპელ ინტელექტუალთა შორის რაღაც ფორმით არსებულ თუ მოარულ ვეფხისტყაოსნის ამბავს მიეღწია და არა ვეფხისტყაოსნის ქართველ კომენტატორს, რაც მე უფრო დასაშვებად ჩავთავალე.
It cannot be ruled out that The Man in the Panther's Skin came out of Beaumont and Fletcher's library and became independently known to European literary circles, or a vagrant story of the MPS, current among Europe's intellectuals, reached Beaumont and Fletcher's library rather than through a Georgian commentator of the MPS. I considered the latter possibility more probable.
54353.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამგვარ ეჭვს ჩემში ის ბადებს, რომ ჩემ მიერ გამოვლენილი ფაქტები ადასტურებს ბომონტისა და ფლეტჩერის მიერ ვეფხისტყაოსნის არსებითად მხოლოდ ერთი (თუმცა უმთავრესი) ისტორიის — ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ისტორიის გამოყენებას და არ ჩანს აშკარა მიმართება პოემის სხვა მონაკვეთებთან.
This suspicion is prompted in me by the fact that Beaumont and Fletcher make use of only one – though principal - story of The Man in the Panther's Skin, namely that of the love of Nestan and Tariel, with no evidence of relation to the other sections of the poem.
54354.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ჩემი ეს უკანასკნელი განცხადებაც შემდგომ შესწავლას საჭიროებს: არის კი ფილასტერი და მეფე და არა მეფე მხოლოდ ის ორი ნაწარმოები ბომონტისა და ფლეტჩერისა, რომლებშიც ვეფხისტყაოსნის კვალი ჩანს?
This last statement stands in need of further study: are Philaster and A King and No King the only two plays of Beaumont and Fletcher in which a trace of The Man in the Panther's Skin is clearly seen?
54355.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
თავისთავად ის გარდატეხა, რომელიც ამ ორმა თხზულებამ მოახდინა ბომონტისა და ფლეტჩერის ტრაგიკომედიის შემოქმედებით სტილში და რომელზედაც ინგლისელი ლიტერატურათმცოდნეები კატეგორიულად მიუთითებენ, ხომ არ ავლენს რაიმე მიმართებას ვეფხისტყაოსნის მხატვრულ სისტემასთან?
Does the change that these two works made in the literary style of Beaumont and Fletcher's tragicomedy, and categorically pointed out by English literary critics, evince any relation to the literary system of The Man in the Panther's Skin?
54356.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ბომონტი და ფლეტჩერი თავიანთი შემოქმედებით XVII საუკუნის ინგლისური ლიტერატურის უპოპულარესი დრამატურგები არიან. ისინი უშუალო მემკვიდრეები არიან რენესანსის ეპოქის დასასრულის დიდი ინგლისური მწერლობისა (უილიამ შექსპირი, ბენ ჯონსონი...). ისინი აძლევენ ახალ შემოქმედებით იმპულსს მთელი XVII საუკუნის ინგლისურ (და აქედან ევროპულ) დრამატურგიას.
Let me repeat in summary that Beaumont and Fletcher were the most popular playwrights of seventeenth century English literature, being direct successors to the great English literature of the end of the Renaissance period (William Shakespeare, Ben Johnson ...) and giving great creative impulse to the seventeenth-century English – and hence European - dramaturgy.
54357.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ხომ არა გვაქვს საბაბი რუსთველის ვეფხისტყაოსნის კავშირები, და არა მხოლოდ ტიპოლოგიური, ვეძიოთ ევროპული ცივილიზაციის მთელ ამ ფართო არეალშიც?
Aren't we justified in looking for the links – not only typological – of Rustaveli's The Man in the Panther's Skin in this broad area of European civilization?
54358.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე.
The Man in Panther-skin and A king and No King by Francis Beaumont and John Fletcher.
54359.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
1611 წელს ინგლისში სამეფო დასისთვის ლიცენზირებული იქნა ფრენსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესა მეფე და არა მეფე, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.
In 1611 a license was granted in England to the Theatre Royal for the play A King and No King by Francis Beaumont and John Fletcher.
54360.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მეფე და არა მეფე
იგი ინგლისის სცენაზე იყო ასი წლის მანძილზე, XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე.
It remained on the English stage for one hundred years – till the 1720s.