მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54321.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
შეიძლება დავასკვნათ: ფილასტერის სიუჟეტური კარკასი ვეფხისტყაოსნის ინდოეთის სამეფო კარის ამბიდან მოდის.
We may conclude that Philaster's plot framework derives from the story of The Man in the Panther's Skin's Indian royal court.
54322.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ფილასტერში ვეფხისტყაოსნის სიყვარულის ისტორიის ქარგას ერთგვარად ვეფხისტყაოსნის სიყვარულის მახასიათებელი ნიშნებიც მოაქვს.
The love story plot of The Man in the Panther's Skin in Philaster evinces certain characteristic features of the MPS love.
54323.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში მრავალგზისაა ყურადღება გამახვილებული იმაზე, რომ ნესტანისა და ტარიელის სიყვარული უსასრულოდ ჰიპერბოლიზირებულია, თითქოს უფრო დიდია, ვიდრე სიცოცხლე და ა. შ.
In Rustaveli Studies attention has repeatedly been drawn to the inordinate hypebolization of the love of Nestan and Tariel, as if it were greater than life, and so on.
54324.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ეს საოცარი გრანდიოზულობა, გრძნობის სიგიჟემდე მიყვანა ვეფხისტყაოსნიდან გადასულია როგორც მეფე და არა მეფეში ასევე ფილასტერში.
This amazing grandeur — feeling brought to insanity – has found its way from the MPS to A King and No King as well as Philaster.
54325.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ინგლისური ლიტერატურის კრიტიკოსებს შენიშნული აქვთ ამ ორი პიესის სიყვარულის ეს თავისებური სპეციფიკაც.
English literary critics have noted this peculiar specificity of love in both plays.
54326.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ნესტანისა და ტარიელის სიყვარული ერთგვარად გადაჯაჭვულია ტახტის მემკვიდრეობის სურვილსა თუ მისკენ სწრაფვასთან.
The love of Nestan and Tariel is somehow intertwined with their desire to inherit the throne.
54327.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ამ დებულების სამტკიცებლად ვრცელი შინაარსობრივი ექსკურსი რომ არ ვაკეთოთ, კმარა ნესტანის ტარიელისადმი მიმართული სიტყვების დამოწმება.
To avoid a long excursus in support of this statement it will suffice to quote Nestan's words addressed to Tariel.
54328.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსნის შეყვარებულ წყვილში სიყვარულის გაცხადება, და თანაც ზემოთ გაანალიზებული კონტექსტით, ქალისგან მოდის.
The disclosure of love with the pair of The Man in the Panther's Skin - in the context analysed above – comes from the woman.
54329.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგივე ხდება ფილასტერშიც.
The same is the case with Philaster.
54330.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ქალის ინიციატივა სიყვარულის შემბოჭავი სახელის გაწყვეტაში მეფე და არა მეფეშიც შეინიშნება.
The woman's initiative in cutting the knot of love is noticeable in A King and No King too.
54331.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ვეფხისტყაოსნის შეყვარებული, სიყვარულში იმედგაცრუებული თუ უნუგეშოდ დარჩენილი, უკაცრიელ ტყე-ღრეში ეძებს ნავსაყუდელს.
In The Man in the Panther's Skin the one in love but frustrated or left hopeless seeks refuge in uninhabited forests and caves.
54332.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ეს აღმოსავლური ეპიკის და ლირიკის სპეციფიკაა და ვეფხისტყაოსნისთვის კანონზომიერია.
This is a specificity of oriental lyrics and legitimate for The Man in the Panther's Skin.
54333.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იგივე ხდება ფილასტერში.
The same happens in Philaster.
54334.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
სიყვარულით შებოჭილი და ეჭვით დაბრმავებული ფილასტერი უღრან ტყეს შეაფერებს თავს.
Bound by love and blinded by jealousy, Philaster finds refuge in a dense forest.
54335.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ასევე იქცევა მისი მსახური, მასზე შეყვარებული ევფრაზია (იგივე ბელარიო).
His maid Euphrasia (the same Bellario) does the same.
54336.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ქარგას ვეფხისტყაოსნიდან ფილასტერში სასიყვარულო ინტრიგის გაბმის სპეციფიკური დეტალებიც გადმოჰყვება.
The love plot of Nestan and Tariel from The Man in the Panther's Skin inherits in Philaster specific details of weaving a love intrigue.
54337.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ესაა, უპირველეს ყოვლისა, ქალის წერილები სატრფოსადმი, რაც ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ისტორიის სპეციფიკური სტილია.
This is primarily the woman's letters to her love, which is a specific style of the love story of Nestan and Tariel in The Man in the Panther's Skin.
54338.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
მისი კვალი მეფე და არა მეფეშიც შეინიშნება, მაგრამ ფილასტერში უფრო მკვეთრადაა გამოხატული ვეფხისტყაოსანთან მსგავსება.
Its trace is perceivable in A King and No King, but resemblance with The Man in the Panther's Skin is more pronounced in Philaster.
54339.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
ნესტანისა და ტარიელის სასიყვარულო ურთიერთობა ნესტანის დავალებით გაგზავნილი მსახური ქალის მეშვეობით იწყება.
The love relations between Nestan and Tariel begin through the intermediary of Nestan's maid sent by her.
54340.
ვეფხისტყაოსანი შექსპირის ეპოქის ინგლისში | ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი
იმისთვის რომ ნესტანის საიდუმლო სასახლეში არ გახმაურდეს, ასმათი თითქოსდა საყვარლად ეახლება ტარიელს.
In order for Nestan's secret not become known in the palace, Asmat visits Tariel under the guise of his mistress.