მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54781.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ლოგიკა ამოიღეს სასწავლო პროგრამებიდან, შეწყდა კადრების მომზადება, ნაშრომთა პუბლიკაცია.
Logic was removed from the curricula, the training of personnel and publication of studies were discontinued.
54782.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ნიჰილიზმს ფორმალური ლოგიკისადმი აძლიერებდა გაფეტიშება ორთოდოქსული დიალექტიკური ლოგიკისა, რომლის მეცნიერული კარკასის მონახაზიც კი არ არსებობდა.
The nihilism with regard to formal logic was strengthened by the idolization of orthodox dialectical logic whose scientific framework did not exist even in outline.
54783.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ეს სურათი კიდევ უფრო დამძიმდება, თუ გავიხსენებთ რა პოზიტიური შედეგები იყო მოპოვებული 30-იან წლებში ევროპასა და ამერიკაში.
The picture is further burdened when the positive results obtained in the '30s in Europe and America are taken into account.
54784.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
სამწუხაროდ, საქართველოში ლოგიკის განვითარებაზე გავლენა ვერ მოახდინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცნობილი პოლონელი მათემატიკოსისა და ლოგიკოსის ლ. ხვისტეკის თბილისში ცხოვრებამ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობამ.
Regrettably, the development of logic in Georgia was not influenced by the residence in Tbilisi during World War Two of a well known Polish mathematician and logician L. Chwistek, a collaborator of the Mathematical Institute of the Georgian Academy of Sciences.
54785.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მაგრამ გენეტიკისგან განსხვავებით და საღი გონებისთვის მიუწვდომელი მიზეზებით 1946 წელს კვლავ აღადგინეს ლოგიკის სწავლება საბჭოთა სკოლებში (რამდენიმე წლით) და უმაღლეს სასწავლებლებში.
However, unlike genetics, and incomprehensibly to common sense, the instruction of logic was restored in Soviet schools (for several years) and at the higher educational institutions.
54786.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
თუმცა პროგრამებში მხოლოდ ტრადიციული მასალა შეიტანეს.
But only traditional material was entered in the curriculum.
54787.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
სიმბოლური ლოგიკისადმი დამოკიდებულება კვლავ მტრული რჩებოდა.
The attitude to symbolic logic remained hostile.
54788.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ასევე ძნელად გასაგები მიზეზებით ახლად შექმნილ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ყალიბდება ლოგიკის განყოფილება, უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტთან კი — ლოგიკის კათედრა.
Also for reasons hard to understand, a department of logic was set up at the Georgian Academy of Sciences, and a chair of logic at the faculty of philosophy of the University.
54789.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ახლა ტრადიციულ ფორმალურ ლოგიკას ოფიციალურად თვლიან დიალექტიკურის უმნიშვნელო, ზედაპირულ და ტრივიალურ ნაწილად, რომლითაც შეუძლებელია ჭეშმარიტი ცოდნის დადგენა, მოვლენების სიღრმის წვდომა.
Traditional formal logic was now considered an insignificant, superficial and trivial part of dialectic - a part with the help of which it was impossible to establish genuine knowledge and gain an insight into phenomena.
54790.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ამ ეტაპზე ფორმალური ლოგიკის როგორც მეცნიერების კანონიერი და სრულფასოვანი დარგის დამცველად და ტრადიციით დადგენილი მისი საზღვრების გაფართოების აუცილებლობის პროპაგანდისტად გვევლინება კ. ბაქრაძე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირშიც.
At this stage, K. Bakradze emerged as a defender of formal logic as a legitimate and valuable field and a propagandist of the necessity of extending its traditional boundaries not only in Georgia but throughout the Soviet Union as well.
54791.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
იგი სცემს ლოგიკის სახელმძღვანელოებს ქართულ და რუსულ ენებზე, ებმება ლოკალურ და საკავშირო დისკუსიებში, გაბედულად უპირისპირდება დოგმატიზმს.
He issued textbooks of logic in Georgian and Russian, took part in local and All-Union discussions, and challenged dogmatism boldly.
54792.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ოფიციალური წრეებისთვის იგი ოდიოზურ ფიგურად იქცა.
He became an odious figure to the official circles.
54793.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ცნობილმა პოლონელმა ლოგიკის ისტორიკოსმა ი. ბოსენსკიმ კი მას საბჭოთა მეცნიერების ნესტორი უწოდა.
The well-known Polish historian of logic L. Bochenski called him the Nestor of Soviet science.
54794.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ქართველ მეცნიერთა შორის კ. ბაქრაძის ოპონენტები იყვნენ ს. წერეთელი, რომელიც დიალექტიკური ლოგიკის უპირატესობის დეკლარირების ნაცვლად ძველ ბერძნულ აპორიებზე და პლატონის „პარმენილეზე“ დაყრდნობით ცდილობდა სისტემატურად ჩამოეყალიბებინა ცვალებადობისა და მოძრაობის უზოგადესი პრინციპები წინააღმდეგობის დაშვების ჰეგელიანურ ნიადაგზე, და ლ. გოკიელი, რომელიც თვითმიყენებადი პრედიკატებისა და სიმრავლეთა თეორიის ანტინომიების გააზრებამ მისი მოღვაწეობის ამ ეტაპზე ს. წერეთლის კვალად ლოგიკაში წინააღმდეგობის დაშვებამდე მიიყვანა.
Among Georgian scholars his opponents were S. Tsereteli who - proceeding from ancient Greek aporiae and Plato's Parmenides - instead of declaring the superiority of dialectical logic, sought to give a systematic exposition of the most general principles of change and motion on the Hegelian ground of admitting of contradictions, and L. Gokieli who, interpreting self-referent predicates and analysing the antinomies of the set theory, came - at this stage of his research work, similarly to S. Tsereteli – to admitting of contradictions in logic.
54795.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მაგრამ ოფიციალური პროპაგანდისთვის არაორთოდოქსული და ამიტომ ერთნაირად მიუღებელი იყო როგორც კ. ბაქრაძის, ისე ს. წერეთლისა და ლ. გოკიელის პოზიციები.
But to official propaganda the positions of K. Bakradze, as well as of S. Tsereteli and L. Gokieli, were equally unacceptable.
54796.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
პრესაში დაიწყო სამარცხვინო კამპანიები მათ წინააღმდეგ.
A disgraceful campaign was launched in the press against them.
54797.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მდგომარეობის განსამუხტად თბილისის უნივერსიტეტის რექტორი კ. ბაქრაძეს ხანგრძლივი მივლინებით აგზავნის მოსკოვში.
To diffuse the situation the rector of Tbilisi University sent K. Bakradze on a long-term scholarly mission to Moscow.
54798.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ს. წერეთელსა და ლ. გოკიელს საჯაროდ ჰკიცხავენ და მეცნიერებათა აკადემიაში დაკავებული თანამდებობებიდან ათავისუფლებენ, ხოლო უნივერსიტეტში რატომღაც ტოვებენ.
S. Tsereteli and L. Gokieli were denounced and released from their posts at the Academy of Sciences, but for some reason were allowed to remain at the University.
54799.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ეს იყო 50-იანი წლების დასაწყისი, კარზე იყო მომდგარი შემდგომში „გალხობად“ წოდებული ლიბერალიზაციისა და რეაბილიტაციების ხანა, რომელმაც რეპრესიების „სუსხიანი“ ეპოქა შეცვალა.
This was the early 1950s the eve of the period of liberalization and rehabilitation, later styled the "Thaw", replacing the "frosty" period of repressions.
54800.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
კ. ბაქრაძეს, ს. წერეთელსა და ლ. გოკიელს ფიზიკური განადგურების საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
K. Bakradze, S. Tsereteli and L. Gokieli were no longer threatened with physical annihilation.