მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54841.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამჟამად ქართული ტექსტი დაკარგულად ითვლება.
The Georgian text is considered lost.
54842.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ამ წიგნის ქართული თარგმანი პირველად 1949 წ. გამოქვეყნდა.
Its Georgian translation was first published in 1949.
54843.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ლოგიკურ-ფილოსოფიურ საკითხებისადმია მიძღვნილი ს. დოდაშვილის შრომებიც „ლოგიკური მეთოდოლოგია“ და „რიტორიკა“ (მათაც ავტორის სიკვდილიდან 100-ზე მეტი წლის მერე იხილეს სინათლე) და იონა ხელაშვილისადმი მიწერილი ზოგიერთი წერილი.
S. Dodashvili's works Logical Methodology and Rhetoric also deal with logical-philosophical questions (these, too, saw light more than one hundred years after the author's death), as well as some letters written to Iona Khelashvili.
54844.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი რუსული ლოგიკური ლიტერატურა ღარიბი არ იყო, ს. დოდაშვილის შრომამ შინაარსის დახვეწილობითა და ლაკონურობით, გადმოცემის სისრულითა და ზოგიერთი საკითხის ახლებური განხილვით მაშინვე მიიქცია ყურადღება.
Although Russian logical literature of the period was not meagre, S. Dodashvili's work immediately attracted attention by the clarity of its content and laconism, completeness of exposition, and novel treatment of some questions.
54845.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მის გამოცემას მოჰყვა კარგი რეცენზიები პრესის გავლენიან ორგანოებში, ხოლო თვითონ ავტორი სამეცნიერო-ფილოსოფიურ წრეებში, ცნობილი გახდა როგორც არაორდინალური მოაზროვნე.
Its publication drew favourable reviews in influential Russian periodicals and the author became known as an out of the common thinker in the scholarly and philosophical circles.
54846.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის რუსული ფილოსოფიის თითქმის ყველა განხილვა დოდაევ-მაგარსკის (ასე წერდა ის თავის გვარს რუსულ ყდაზე) მოიხსენიებს როგორც მნიშვნელოვან ნოვატორ-მოაზროვნეს.
Almost all Russian discussions of Russian philosophy of the first half of the 19th century refer to S. Dodaev-Magarski (this is how he spelt his name in Russian) as a significant innovatory thinker.
54847.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
წიგნში გადმოცემულია ტრადიციული ფორმალური ლოგიკა, რომელსაც თან ახლავს ფილოსოფიური დაფუძნება და ისტორიული მიმოხილვა, თითქმის ყველაფერი ისე, რო გორც ეს იმდროინდელ ევროპულ ლიტერატურაში იყო მიღებული.
The book in question is a presentation of traditional forinal logic, wiih philosophical foundation and an historical review - all in the way accepted in European literature of the period.
54848.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
აშკარად იგრძნობა, რომ ავტორის შეხედულებები ყალიბდებოდა კლასიკური გერმანული ფილოსოფიის გავლენით.
It is clearly felt that the author's views developed under the influence of classical German philosoply.
54849.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ს. დოდაშვილისათვის ლოგიკა არის არაცდისეული, უნევერსალური, ფორმალური, ნორმატიული და პროპედევტიკული მეცნიერება წანამძღვარებიდან შედეგების გამოყვანის შესახებ.
To S. Dodashvili logic is a non-experiential, universal, formal, normative and propaedeutic science on the inference of conclusions from premises.
54850.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
საკუთარი ლოგიკური მასალა, რომელიც დალაგებულია სქემით: აზროვნების კანონები — მსჯელობა — ცნება – დასკვნა — დასაბუთება, გვარწმუნებს, რომ ს. დოდაშვილი იზიარებდა ყველაზე უფრო მკაფიოდ ი. კანტის მიერ გამოთქმულ თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ტრადიციული ფორმალური ლოგიკა არის შინაარსით დასრულებული მეცნიერება და შესაძლებელი და საჭიროა მხოლოდ მისი, როგორც მთლიანობის, დაფუძნების სრულყოფა, გამოყენების საზღვრების გარკვევა, სტრუქტურული სიცხადის ძიება.
The order of presentation of properly logical material: the laws of thought – judgement-concept-inference-proof - suggests that S. Dodashvili followed a view most clearly expressed by Kant, according to which traditional formal logic is a science complete in contents and it is feasible and necessary to perfect its foundation as a whole, to determine the limits of its application and to search for structural clarity.
54851.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ტრადიციულ ლოგიკას აკლდა გამამთლიანებული პრინციპი, რომელიც ლოგიკური ცოდნის ცალკეული ფრაგმენტებისაგან სისტემის აგებას განსაზღვრავდა, ისეთი როგორიც თანამედროვე ლოგიკაში ბოლცანო-ტარსკის გამომდინარეობის თეორიაა და ლოგიკის ფორმალურ-დედუქციური აგების მოთხოვნაა.
Traditional logic lacked a unifying principle that would define the building of the system out of separate fragments of logical knowledge - a principle similar to the Bolzano-Tarski theory of the consequence relation in modern logic, and the requirement of a formal-deductive construction of logic.
54852.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ლოგიკის დოდაშვილისეულ გადმოცემაში ნაცადია ასეთი პრინციპების დაძებნა.
S. Dodashuvili's exposition of logic contains an attempt at finding such principles.
54853.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ასეთებად მას მიაჩნია აზროვნების ფორმების მსჯელობის, ცნებისა და დასკვნის განვითარების სპეციფიკური პროცესის საფეხურებად წარმოდგენა, ყველა ლოგიკური კანონზომიერების დედუქცია აზროვნების კანონებიდან, ყველა შემთხვევაში კლასიფიკაციის ერთი სქემის გამოყენება და ბოლოს, ყველა ლოგიკური აქტის, ცნებისა და მიმართების სტრუქტურის ტრიადული, თეზისი — ანტითეზისი — სინთეზის სახით წარმოდგენა.
Such, in his view, are: comprehension of the forms of thought, i.e. of judgement, concept and inference as a stage of the specific process of the development of deduction of all logical regularities from the laws of thought, the use in all cases of a single scheme of classification and recognition in all logical acts, concepts and relations of a triadic, thesis-antithesis-synthesis structure.
54854.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
აშკარაა, რომ ს. დოდაშვილმა იგრძნო კლასიკური გერმანული ფილოსოფიის ორიენტაცია ლოგიკის დიალექტიკურ ღაფუძნებაზე და სცადა მისთვის ხორცის შესხმა საკუთარ ლოგიკურ სისტემაში.
S. Dodashvili obviously sensed the orientation of classical German philosophy towards the dialectical foundation of logic and he attempted to realize it in his own logical system.
54855.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ყოველივე ეს, მართალია, არ აღმოჩნდა ფორმალური ლოგიკის განვითარების მაგისტრალურ გზაზე, მაგრამ მაინც მისი ავტორის ძიებების სერიოზულობაზე მეტყველებს.
True, this was not in the mainstream of the development of formal logic, yet it showed the seriousness of his search.
54856.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ყველაზე უფრო გავრცელებულია აზრი ს. დოდაშვილის კანტიანელობაზე.
The view regarding S. Dodashvili's Kantianism is most widespread.
54857.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ი. კანტისა და კანტიანელთა შრომების, განსაკუთრებით ი. კანტის ლოგიკის (ე.წ. „იეშეს ლოგიკის“), გავლენა თითქმის აშკარაა ს. დოდაშვილის „ლოგიკის“ საწყის ნაწილში, სადაც ფილოსოფიის ზოგადი შესავალი და ლოგიკის განსაზღვრაა მოცემული.
The influence of the works of Kant and the Kantians, especially that of Kant's logic (the so-called logic of Jäsche) is almost beyond doubt in the opening part of S. Dodashvili's Logic, containing a general introduction to philosophy and definition of logic.
54858.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
ი. კანტთან ს. დოდაშვილის დამოკიდებულებას ნათელს ფენს აგრეთვე ლოგიკის ისტორიის მისეული მოკლე მონახაზი.
S. Dodashvili's attitude to Kant is seen also from his outline of the history of logic.
54859.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
მასში კრიტიკული ფილოსოფია მიჩნეულია ლოგიკის ისტორიის ბოლო საფეხურად, ხოლო იმ მაღალ შეფასებას, რომელსაც ს. დოდაშვილი აძლევს კანტს, მხოლოდ არისტოტელესათვის მის მიერ მიცემული შეფასება თუ შეედრება.
In it critical philosophy is considered to be the last stage of the history of logic, while his high appreciation of Kant is equal only to his assessment of Aristotle.
54860.
ლოგიკა საქართველოში | სოლომონ დოდაშვილი
დადგენილია კავშირი ს. დოდაშვილის „ლოგიკასა“ და გერმანელი ფილოსოფოსის ი. შადის „ლოგიკას“ შორის, რომელიც ერთ ხანს ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
A link has been found to exist between S. Dodashvili's Logic and that of the German philosopher J. Schad, sometime professor at Kharkov University.