მოიძებნა 668045 ჩანაწერი
54801.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
სპეციალურადაა აღსანიშნი აბსურდული საბჭოური ყოფის ერთი სასიამოვნო კურიოზი:
One pleasant curiosity of the absurd Soviet life needs to be mentioned specially:
54802.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
გამოჩენილი რუსი გენეტიკოსების დევნა-განადგურებისა და მათემატიკური ლოგიკის დისკრედიტაციის კულმინაციურ პერიოდში ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდას მხედველობიდან გამოეპარა, რომ სწორედ საჯაროდ დაგმობილი ლოგიკის წმინდა მათემატიკური განშტოებების შესწავლაში შეჰქონდათ თავისი წვლილი ცნობილ რუს მკვლევარებს: ა. კოლმოგოროვს, ვ. გლივენკოს, დ. ბოჩვარს, პ. ნოვიკოვს, ა. მარკოვს, ა. მალცევს.
at the height of the persecution and annihilation of famous Russian geneticists and of discrediting mathematical logic official Soviet propaganda overlooked the fact that the well-known Russian researchers A. Kolmogoroff, V. Glivenko, D. Bochvar, P. Novikov, A. Markov, and A. Maltsev were making a contribution to the investigation of the purely mathematical branches of officially condemned logic.
54803.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
50-იანი წლების მიწურულს საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან თბილისში დაბრუნდა დისიდენტობისთვის რუსეთში გადასახლებული გ. მიქელაძე, კ. ბაქრაძის მოწაფე.
In the late '50s, Z. Mikeladze, a pupil of Bakradze, returned to Tbilisi from a Soviet concentration camp where he had been exiled for dissident activity.
54804.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
60-იანი წლების დასაწყისში მან თავის გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდობა და დააარსა სამეცნიერო სემინარი მათემატიკურ ლოგიკაში.
In the early '60s he set up a scientific seminar of young researchers in mathematical logic.
54805.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მომავალში საკვლევი პრობლემების სპეციფიკის შესაბამისად იგი სამ დამოუკიდებელ ჯგუფად გაიყო.
According to the specificity of the problems to be studied in the future the seminar split up into three independent groups.
54806.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ერთი მათგანის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მათემატიკური ლოგიკის განყოფილება.
One formed the basis of the department of mathematical logic at the Institute of Cybernetics of the Georgian Academy of Sciences.
54807.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მათი სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევა-ძიების სფერო შემაჯამებლად შეიძლება ასე დახასიათდეს: ინტუიციონისტური ლოგიკის და მოდალური სისტემების სემანტიკური ანალიზი (დამტკიცებადობის ლოგიკის ჩათვლით).
The core areas of research of the Department can be summarized as follows: semantical analysis of the intuitionistic logic and the modal systems (including the provability logic).
54808.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
კვლევის მთავარი ტენდენცია კი მდგომარეობს ახალი სემანტიკის - კრიპკეს ტოპოლოგიური მოდელების განვითარებაში ორადობის თეორიის გამოყენებით, ერთის მხრივ, ამ მოდელებსა, ხოლო, მეორეს მხრივ, ჰეიტინგისა და მოდალურ ალგებრებს შორის.
One common tendency in this research is to develop new modellings (topological Kripke models) by employing the duality theory between the models and Heyting and modal algebras.
54809.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მეორე ჯგუფი შეუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლოგიკის კათედრას.
The second group joined the chair of logic of Tbilisi State University.
54810.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მათი სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევა-ძიების სფერო მოიცავს დროის, ქმედობის, დეონტიკურ და მრავალფასა ლოგიკებს, ლოგიკის ისტორიას, განსაკუთრებით კი სიმბოლური ლოგიკის შუქზე არისტოტელეს ასერტორული და მოდალური ლოგიკის ინტერპრეტაციასა და რეკონსტრუქციას.
The field of their scientific interests and research involves tense, action, deontic and many-valued logics, history of logic, especially the interpretation and reconstruction of Aristotle's assertoric and modal systems in the light of symbolic logic.
54811.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მესამე ნაწილმა შეადგინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ლოგიკის განყოფილების სიმბოლური ლოგიკის ჯგუფი.
The third part formed the group of symbolic logic at the department of logic of the Institute of Philosophy of the Georgian Academy of Sciences.
54812.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მათი სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევა-ძიების სფერო მოიცავს ეპისტემიკურ და დოქსატურ მოდალურ ლოგიკებს, რომლებიც შეისწავლებიან ნაწილობრივი შესაძლო სამყაროების სემანტიკის საფუძველზე, დამტკიცებადობისა და აგრეთვე ჭეშმარიტობის ლოგიკებს, დარღვევადი დებულებების დედუქციური უკუგდების თეორიას, ლოგიკის ისტორიას.
The area of their scientific interests and research involves epistemic and doxatic modal logics, investigated on the basis of the semantics of partial description of possible worlds, the provability logic, truth as modality, the theory of deductive rejection of refuted propositions, as well as history of logic.
54813.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
70-იანი წლებიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მათემატიკური ლოგიკის კურსის კითხვა დაიწყო შ. ფხაკაძემ.
In the '70s Sh. Pkhakadze initiated a course of mathematical logic at the Faculty of Mechanics and Mathematics of Tbilisi State University.
54814.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მან მოამზადა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლის ბაზაზეც უნივერსიტეტში არსებული გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში ჩამოყალიბდა მათემატიკური ლოგიკის განყოფილება.
He trained a group of young researchers who formed a department of mathematical logic at the Institute of Applied Mathematics attached to Tbilisi State University.
54815.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
მათი სამეცნიერო ინტერესებისა და კვლევა-ძიების ძირითადი სფეროა აღნიშვნისა და შემოკლებების თეორია მათემატიკური ენებისთვის.
The chief sphere of their scientific interests and research is the theory of designation and abbreviations for mathematical languages.
54816.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ამავე ინსტიტუტში რეკურსიული ფუნქციების თეორიის საკითხებს იკვლევს რ. ომანაძე.
At the same Institute problems of the theory of recursive functions is being studied by R. Omanadze.
54817.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ქართველი ლოგიკოსები 1971 წლიდან სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ლოგიკოსთა საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმების, საზაფხულო და საშემოდგომო სკოლების მუშაობაში.
Since 1971 the Georgian logicians have participated systematically in international congresses, symposia, summer and autumn schools of logicians.
54818.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ზოგი მათგანი საქართველოშიც გაიმართა.
Some of these were held in Georgia.
54819.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
დიდი სტიმულის მომცემი იყო აგრეთვე სამეცნიერო ვიზიტები თბილისში ცნობილი ლოგიკოსებისა.
Highly stimulating were also the visits to Tbilisi of the well-known logicians.
54820.
ლოგიკა საქართველოში | საქართველოში ლოგიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
საქართველოში 60-ანი წლების შემდეგაც დარჩა ჯგუფი, რომელიც აგრძელებს ლოგიკისა და მისი ისტორიის გააზრებას წმიდა ტრადიციულ ჩარჩოებში.
After the '60s a group has remained in Georgia whose representatives continued to comprehend logic and its history in the pure traditional framework.