მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55141.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მაღალი დონის მეღვინეობა დაფუძნებული იყო შესაბამისი დონის მატერიალურ უზრუნველყოფაზე.
High level viticulture at that time was based on appropriate material provision.
55142.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ადრე აღნიშნული გვქონდა ზოგიერთი მარნის შესახებ და აქაც დამატებით ცნობებს მოვიტანთ; განსაკუთრებით კი ყურადღებას გავამახვილებთ საღვინე ჭურჭელზე.
Earlier I mentioned some wine cellars, and here I shall adduce additional evidence on them, with special emphasis on wine vessels.
55143.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მარნების სიმრავლე ახ.წ. III-IV საუკუნეებიდან, განსაკუთრებით კი მეოთხე საუკუნიდან, ქრისტიანობის შემოსვლას უკავშირდება.
The multiplicity of wine-cellars from the 3<sup>rd</sup>-4<sup>th</sup> cent. A.D., especially from the 4<sup>th</sup> century, is connected with the advent of Christianity.
55144.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქვევრები ამ დროისთვის ძირითადად ერთი ტიპისაა - ზომიერად მუცელგამობერილი, ვიწრო და ბრტყელ ძირზე, ირგვლივ თოკის ორნამენტი ან ვიწრო სარტყლები შემოუყვება.
At this time, wine jars are largely of one type - with moderately bulging belly, on a narrow flat bottom, with a rope ornament running round or narrow bands.
55145.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ყელი მაღალი აქვს, პირი შედარებით ვიწრო.
The neck is tall, the mouth relatively narrow.
55146.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქვევრები პირამდე მიწაში იჯდა.
The jars were buried to the mouth.
55147.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
გამონაკლისს შეადგენდა მხრებამდე ჩადგმული ქვევრები.
With the exception of those buried to the shoulders.
55148.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საყურადღებოა, რომ ზოგ ქვევრს ძირი გახვრეტილი ჰქონდა, რაც გამორიცხავდა მის საღვინედ გამოყენებას - მარცვლეულის შესანახად იქნებოდა გამიზნული.
It is noteworthy that some jars had a hole at the bottom, which ruled out their use for storing wine - they must have been designed for storing grain.
55149.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ქვევრებზე ზოგჯერ ჯვრებია ამოჭრილი, რაც ეკლესიისადმი მათ კუთვნილებაზე მიუთითებს.
Occasionally crosses are carved on the jars, pointing to their belonging to the church.
55150.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ზოგ შემთხვევაში დადასტურებულია ღვინის ამოსაღები ჭურჭელიც, რომელთაც თოკის მოსაბმელი ხვრელები აქვთ დატანებული.
In some cases, gourds for drawing wine are attested, with holes for the string.
55151.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
საინტერესო აღმოჩენაა დადასტურებული ნოქალაქევის გათხრებისას.
An interesting discovery was made at excavating Nokalakevi.
55152.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აქ, დედაციხის ტერიტორიის წმენდისას აღმოჩნდა ორრიგად განლაგებული, მოგრძო ჭურჭლები - ამფორები, რომლებსაც ალბათ ღვინის გადასატანად იყენებდნენ.
Here, at cleaning the area of the main fortress, two rows of longish vessels - amphorae were found, probably used for transporting wine.
55153.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აქვეა დადასტურებული საღვინე თიხის ჭურჭლები, მათ შორის ორნამენტებიანი.
Clay wine vessels are also attested here, including some with ornaments.
55154.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
აღსანიშნავია საღვინედ გამოყენებული დაწყვილებული დოქებიც.
Paired jugs used for wine are notable.
55155.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
IV საუკუნიდან ჩამოყალიბებული ჩანს საღვინე ჭურჭლის მეტად გავრცელებული სახე.
A widespread type of wine vessel appears to have become established from the 4th century.
55156.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ის წარმოადგენს მცირე ზომის, ბრტყელძირიან, ცალყურიან, წითელი ფერის, მუცელგამობერილ, პრიალა ზედაპირიან დოქს ან ჭინჭილას.
That was a small jug or chinchila, flat-bottomed, one-handled, of red colour, with belly bulging out, and polished surface.
55157.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
ასეთი დოქები მთელ საქართველოშია გავრცელებული.
Such jugs are found throughout Georgia.
55158.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
პირველად დათარიღებული იყო ურბნისის მონაცემების მიხედვით.,აღმოჩნდა მოდინახეში, მცხეთაში და სხვ.
The type was first dated according to the Urbnisi find, then coming to light at Modinakhe, Mtskheta, etc.
55159.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
იმდენად ნიშნეულია მისი ფორმა და თიხის ფაქტურა, რომ მცირეოდენი ნატეხების პირობებშიც კი შესაძლებელია მისი დათარიღება.
It's shape and texture of clay are so significant that its dating is feasible even with small fragments.
55160.
ვენახი, ღვინო და ქართველები | მეღვინეობა შუა საუკუნეებში
მცირე ზომის დოქებთან ერთად გავრცელებული ყოფილა მოზრდილი ცალყურა და ორყურა, ყელწიბოვანი თიხის ჭურჭლებიც.
Along with small jugs, largish one handled two-handled, ribbed-neck clay vessels were also in use.